დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საბორნე ხიდებზე მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, დროებით ოკუპირებულ ყირიმში ლოგისტიკის საკითხში რუსულ არმიას მხოლოდ ერთადერთი „გრძელი“ მარშრუტი შემორჩა. განცხადებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, The Gardian-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები უკრაინის სამხრეთის საზღვარზე საბორნე გადასასვლელების მოწყობას განაგრძობენ.
„აგვისტოში უკრაინის მიერ მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, საეჭვოა, რომ ეს ინფრასტრუქტურა მძიმე ტექნიკის და საბრძოლო მასალის არსებით დატვირთვას გაუძლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამჟამად რუსი სამხედროები მხოლოდ არმიანსკის გავლით გზას ენდობიან, რომელიც დამატებით ლოგისტიკურ სირთულეებს ქმნის.
აკიი ბარემ მიგეწერა აფხაზეთიც რუსეთია და ვერანაირი დარტყმა ვერ გიშველით ქართველებოო!!!! შენ ისეთი ჩანხარ ხვალ რომ ფული გადაგიხადონ დედას გაყიდი და მოკლავ მამას
თუ კი ბიძინა გიბრძანებს ამას.. ვახ რა კარგად გაირითმა
რითი არ დაიღალეთ ამ ტყუილებით,ბრიტანეთი არა ტოლმა,,😁