კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული სპეცსამსახურები პუტინს შოიგუს გადაყენებას და სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადებას სთხოვენ - რას წერს Bloomberg-ი?
რუსული სპეცსამსახურები პუტინს შოიგუს გადაყენებას და სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადებას სთხოვენ - რას წერს  Bloomberg-ი?

რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში "მკაც­რი ხა­ზის" მომ­ხრე­ე­ბი ვლა­დი­მერ პუ­ტინს მო­უ­წო­დე­ბენ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ და გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვი, გა­მო­ა­ცხა­დოს სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია და გა­და­ვი­დეს უფრო აგ­რე­სი­ულ ომზე. ამის შე­სა­ხებ Bloomberg კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ელი­ტის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­ვის მხრივ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია ევ­გე­ნი პრო­გო­ჟი­ნის აჯან­ყე­ბის მი­მართ პუ­ტი­ნის სუს­ტი რე­აქ­ცი­ით. გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ამ ფაქ­ტმა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი შე­აშ­ფო­თა, რა­საც შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

მე­დი­ას წყა­როდ მო­ყავს ხუთი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურს შო­ი­გუს ჩა­ნაც­ვლე­ბა სურს, რათა ომის უფრო აგ­რე­სი­ულ ფა­ზა­ზე გა­და­ვი­დეს, მათი მტკი­ცე­ბით, ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი მო­ბი­ლი­ზა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა.

ამ დრო­ის­თვის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი სერ­გეი შო­ი­გუ და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე რჩე­ბი­ან.

Bloomberg-ის ორი წყა­როს თა­ნახ­მად, პრი­გო­ჟი­ნის მცდე­ლო­ბას, გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა ორი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, გარ­კვე­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან.

ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის მიერ რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო არე­უ­ლო­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ქვეყ­ნის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო ოფი­ცე­რი და­ა­კა­ვა, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე და რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო-კოს­მო­სუ­რი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­და­ლი, გე­ნე­რა­ლი სერ­გეი სუ­რო­ვი­კი­ნი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მძაღო
0

შოიგუ და გერასიმოვი რომ გადააყენონ კიდეც, ვინმეს კრამიტები არ დაუმტვრიონ რა! ბებიაჩემის დროინდელი შეიარაღებით რუსეთი ომს ვერ მოიგებს, ხოლო თანამედროვე შეიარაღების რესურსი აღარ გააჩნია. რჩება ატომური იარაღი, რომლის გამოყენებაზეც გარკვევით გააფრთხილეს, რომ თვალს არ დახუჭავენ და ადეკვატურ პასუხს მიიღებენ!

ვახტანგი -71
1

ყველაფერზე რაც ხდება რუსეთში, მათ შორის უმაღლესი სამხედრო ჩინოსნების გადაადგილების საკითხებს - პირადად პასუხს აგებს პუტინი...

ჩემი პირადი აზრით სტალინი ათჯერ მაინც დახვრიტავდა პრიგოჟინს, შოიგუსა და გერასიმოვსაც ზედ მიაყოლებდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსული სპეცსამსახურები პუტინს შოიგუს გადაყენებას და სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადებას სთხოვენ - რას წერს Bloomberg-ი?

რუსული სპეცსამსახურები პუტინს შოიგუს გადაყენებას და სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადებას სთხოვენ - რას წერს  Bloomberg-ი?

რუსულ სპეცსამსახურებში "მკაცრი ხაზის" მომხრეები ვლადიმერ პუტინს მოუწოდებენ, გაათავისუფლოს თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, გამოაცხადოს სრული მობილიზაცია და გადავიდეს უფრო აგრესიულ ომზე. ამის შესახებ Bloomberg კრემლთან დაახლოებულ ადამიანებზე დაყრდნობით წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული სამხედრო ელიტის ზოგიერთი წარმომადგენელი თავის მხრივ გაკვირვებულია ევგენი პროგოჟინის აჯანყების მიმართ პუტინის სუსტი რეაქციით. გამოცემის თანახმად, ამ ფაქტმა ოფიციალური პირები შეაშფოთა, რასაც შიდა დაპირისპირება მოჰყვა.

მედიას წყაროდ მოყავს ხუთი სხვადასხვა ადამიანი, რომელთა თანახმადაც რუსეთის უშიშროების სამსახურს შოიგუს ჩანაცვლება სურს, რათა ომის უფრო აგრესიულ ფაზაზე გადავიდეს, მათი მტკიცებით, ამისათვის აუცილებელია სრულმასშტაბიანი მობილიზაცია და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება.

ამ დროისთვის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი თანამდებობებზე რჩებიან.

Bloomberg-ის ორი წყაროს თანახმად, პრიგოჟინის მცდელობას, გადაეყენებინა ორი ოფიციალური პირი, გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.

ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთში სამხედრო არეულობის დაწყებიდან რამდენიმე საათში, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი დააკავა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ასევე დაკავებული იყო უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილე და რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი სერგეი სუროვიკინი.