უკრაინა, პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ - 42 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ დასაწყისია. გმადლობთ, ნიდერლანდელებო!" - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, F-16-ებს უკრაინა გამოიყენებს იმისთვის, რომ რუსი ტერორისტები უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს ახლოს ვერ გაეკარონ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება.
სწორია ძველი სამხედრო ტექნიკა უკრაინას ,მათ ნაცვლად თანამედროვე შეიარაღება ნატოელებს,მაყუთი ძია სემს. ბებერი ჯოც კამყოფილია,ზელიაც და იარაღით მოვაჭრეების მრავალრიცხოვანი ლობიც. :D
აბრამსებმა და ლეოპარდ ებმა ხომ აიღეს მოსკოვი და ფ 16 სულ გაქრობენ რუსეთს