კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კონტრშეტევა არც ჩავარდა, არც გაჭიანურდა და არც გადაიდო. ის ნელი ტემპით, მაგრამ სრული სვლით მიმდინარეობს... "- "ქართული ლეგიონის" მეთაური ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და მის მიმართ დაწყებულ სამრთლებრივ დევნაზე
"კონტრშეტევა არც ჩავარდა, არც გაჭიანურდა და არც გადაიდო. ის ნელი ტემპით, მაგრამ სრული სვლით მიმდინარეობს... "-  "ქართული ლეგიონის" მეთაური ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და მის მიმართ დაწყებულ სამრთლებრივ დევნაზე

ცოტა ხნის წინ რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ლე­გი­ო­ნის 70-ზე მეტ მებ­რძოლს უკ­რა­ი­ნის მხა­რე­ზე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­უს­წრებ­ლად და­ა­კის­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­უს­წრებ­ლად და­ა­კის­რეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე უშან­გი მა­მუ­ლაშ­ვილ­საც, რო­მე­ლიც მე­დი­ა­სივ­რცე­ში მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი.

"დად­გინ­და, რომ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა 2014 წელს შექ­მნა ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ლე­გი­ო­ნი და სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ი­ქი­რა­ვეს ხალ­ხი ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ცნო­ბა­ში.

თა­ვად მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ უკვე რვა­ჯერ აღ­ძრეს მას­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ფუ­ლა­დი ჯილ­დო­ე­ბიც არა­ერ­თხელ და­ა­წე­სეს მისი ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის. "არც მა­გა­თი აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მა­ღელ­ვებს და არც მა­გა­თი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მკვლე­ლე­ბი. რუ­სე­ბი ძა­ლი­ან მალე და­მარ­ცხდე­ბი­ან და თა­ვად მო­უ­წევთ სამ­ხედ­რო ტრი­ბუ­ნა­ლის წი­ნა­შე წარ­დგო­მა", - ამ­ბობს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

  • რა აძ­ლევს რუ­სე­ბის მალე და­მარ­ცხე­ბის იმედს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­ურს, რო­გორ აფა­სებს ფრონ­ტის ხაზ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და რა გეგ­მე­ბი აქვს, ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უ­ში შე­ი­ტყობთ:

- რუ­სუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი და სა­სა­მარ­თლო არ არის ჩვე­ნი შფოთვის სა­გა­ნი, ჩვენ ახლა ძა­ლი­ან გან­ვიც­დით იმას, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. იმ დროს, როცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუს აგენ­ტუ­რას და "ტუ­რის­ტებს" უშ­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათი შვი­ლე­ბი, მა­მე­ბი და ძმე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ჯა­რის­კა­ცებს ეს­ვრი­ან. სულ ახ­ლა­ხან დაჭ­რეს ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი...

- რო­გორ ახერ­ხებს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყოს რო­გორც და­სავ­ლურ, ასე­ვე რუ­სულ მე­დი­ა­ში და უამ­რა­ვი მით­ქმა-მოთ­ქმის მი­ზე­ზი ხდე­ბო­დეს?

- ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ორი ფაქ­ტო­რით - ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი. ჩვენს გა­სა­შა­ვებ­ლად დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბიც აქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი. მე­ო­რე მხრივ, სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­ს­მე­დი­აც ინ­ტე­რეს­დე­ბა, თუ რა­ტომ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც "ქარ­თულ ლე­გი­ონ­ზე" ასე­თი შე­ტე­ვა. პა­სუ­ხი ასე­თია - ჩვენ ვართ ყვე­ლა­ზე დიდი უცხო­უ­რი და­ნა­ყო­ფი უკ­რა­ი­ნულ არ­მი­ა­ში. ჩვენ­თან ანუ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად სხვა ეროვ­ნე­ბის მებ­რძო­ლე­ბიც არი­ან: ამე­რი­კე­ლე­ბი, ინ­გლი­სე­ლე­ბი, მექ­სი­კე­ლე­ბი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მეტი მა­ინც ქარ­თვე­ლია. დღე­ი­სათ­ვის "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ორი ათას კა­ცამ­დეა. ამ ომში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ბევ­რი ქარ­თვე­ლი იბ­რძვის. "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი" პირ­ვე­ლი ინ­ტეგ­რირ­და უკ­რა­ი­ნულ არ­მი­ა­ში. ჩვენ 2016 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გავ­ხდით უკ­რა­ი­ნუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი და დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ყო­ფი ვართ. ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი, რუსი ტე­რო­რის­ტე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბი­სა და სა­მე­თა­უ­რო შტა­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა. ამი­ტო­მაც სა­უ­კე­თე­სოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი გვყავს. ჩვენ ყუ­რა­დღე­ბას ვიქ­ცევთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მტრის სტა­ტის­ტი­კით.

- ფილ­მის გა­და­ღე­ბას თქვენ შე­სა­ხებ ამე­რი­კე­ლე­ბიც გეგ­მა­ვენ. რო­გორც ვი­ცით, მთა­ვა­რი როლი შონ პენ­მა უნდა ითა­მა­შოს.

- კი ით­ქვა, მაგ­რამ რო­დის რა იქ­ნე­ბა ვერ გე­ტყვით. ჩვენ იმის­თვის არ ვა­კე­თებთ რა­მეს, რომ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ვიქ­ცი­ოთ და არც იმის­თვის, რომ ჩვენ შე­სა­ხებ ფილ­მე­ბი გა­და­ი­ღონ. ჯა­რის­კა­ცე­ბი ვართ და ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებთ.

- გავ­რცელ­და მო­საზ­რე­ბა, რომ ბოლო დროს "ლე­გი­ონს" ხში­რად ტო­ვე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი.

- ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია გა­სავ­ლე­ლი იმის­თვის, რომ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" წევ­რი გახ­დე. ინ­ტენ­სი­უ­რი გა­დარ­ჩე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს... ჩვენ­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეა პრი­ო­რი­ტე­ტი. არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნი საფრ­თხეა არა მარ­ტო სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, არა­მედ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის­თვის. ათას­გვარ ჭორს ავ­რცე­ლე­ბენ, მაგ­რამ ჩვენ არ ვრე­ა­გი­რებთ, ვი­ცით, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბია.

- ბე­ლა­რუ­სის ლი­დერ­მა ლუ­კა­შენ­კომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან ერთ-ერთი შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ "უკ­რა­ი­ნუ­ლი კონ­ტრშე­ტე­ვა არ არ­სე­ბობს". "ის არ­სე­ბობს, მაგ­რამ ჩა­ვარ­და", - ასე­თი იყო პუ­ტი­ნის გან­მარ­ტე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, კონ­ტრშე­ტე­ვა ძა­ლი­ან გა­ჭი­ა­ნურ­და და ომის სუ­რა­თი კი­დევ უფრო ბუნ­დო­ვა­ნი გახ­და. თქვენ რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ, კონ­ტრშე­ტე­ვა ჩა­ვარ­და, გა­და­ი­დო თუ გა­ჭი­ა­ნურ­და?

- კონ­ტრშე­ტე­ვა არც ჩა­ვარ­და, არც გა­ჭი­ა­ნურ­და და არც გა­და­ი­დო. ის ნელი ტემ­პით, მაგ­რამ სრუ­ლი სვლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ რუ­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თარ ჯა­რის­კა­ცებს უფრთხილ­დე­ბა. მა­ინ­ტე­რე­სებს, რას გუ­ლის­ხმო­ბენ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, რო­დე­საც გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ? ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ძა­ლე­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბაც ხომ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვი რუ­სებს ბევ­რად მეტი აქვთ, უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯარი წინ მი­ი­წევს. სულ ცოტა ხნის წინ რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი ავი­ღეთ... ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლია და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამუ­ნი­ცი­ას გვაწ­ვდი­ან. უკ­რა­ი­ნე­ლებს იმა­ზე მეტი სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბამ მო­უ­წი­ათ, ვიდ­რე კონ­ტრშე­ტე­ვის და­წყე­ბი­სას ვა­რა­უ­დობ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ფი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბის დე­ფი­ცი­ტია. უკ­რა­ი­ნას არც იმის ფუ­ფუ­ნე­ბა აქვს, რომ და­ნაღ­მულ ვე­ლებ­ზე ატა­როს მებ­რძო­ლე­ბი. ყვე­ლა­ზე მე­ტად ახლა და­ნაღ­მუ­ლი ვე­ლე­ბი გვა­ფერ­ხებს. თუკი რა­ი­მე ნაღ­მი აწარ­მო­ეს რუ­სებ­მა, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან ბოლო დრომ­დე, ყვე­ლა­ფე­რი მი­წა­ში ჩა­დეს. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ფრთხი­ლად ვი­მოქ­მე­დოთ. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ უკ­რა­ი­ნას კონ­ტრშე­ტე­ვის­თვის ჯერ თა­ვი­სი რე­სურ­სე­ბის მხო­ლოდ 20-30% აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

- სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლის აზ­რით, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

- ეს არ იქ­ნე­ბა მრა­ვალ­წლი­ა­ნი ომი. ასე­თი შე­ნე­ლე­ბუ­ლი ტემ­პი­თაც კი უკ­რა­ი­ნა ერთ წე­ლი­წად­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს რუ­სე­ბის­გან ტე­რი­ტო­რი­ებს. მეტ­საც გე­ტყვით, რუ­სე­თი მა­ნამ­დე და­ი­წყებს შიგ­ნი­დან დაშ­ლას, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნა დე­ო­კუ­პა­ცი­ას და­ას­რუ­ლებს. პრი­გო­ჟი­ნის აჯან­ყე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ კრემ­ლი შიგ­ნი­დან იწყებს რღვე­ვას. პუ­ტინს აღარც ძვე­ლე­ბუ­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს და აღარც გავ­ლე­ნა. მან რუ­სუ­ლი არ­მია უკ­რა­ი­ნა­ში და­მარ­ხა და ახლა მისი ნარ­ჩე­ნე­ბით ცდი­ლობს ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას. უკ­რა­ი­ნა კი ყო­ველ­დღი­უ­რად უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თა და ია­რა­ღით მა­რაგ­დე­ბა.

- ბრძო­ლის ველ­ზე უშუ­ა­ლოდ ხვდე­ბო­დით და დღე­საც ხვდე­ბით რუს სამ­ხედ­რო­ებს. რო­გო­რი იყო მათი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა ომის და­წყე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში და რო­გო­რია ახლა?

- ადრე უფრო რთუ­ლი იყო მათ­თან გამ­კლა­ვე­ბა. ბო­ლოდ­რო­ინ­დელ შე­ტა­კე­ბებ­ში მათი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და გა­მო­უც­დე­ლო­ბა იგ­რძნო­ბა. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ად­ვი­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბი არი­ან.

- ბოლო დროს რუ­სუ­ლი ტე­ლეგ­რა­მარ­ხე­ბი ხში­რად იუ­წყე­ბი­ან მოს­კოვ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ. პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ დრო­ნე­ბის არ­მი­ის პირ­ვე­ლი წლის შე­დე­გე­ბი უკვე არ­სე­ბობს.

- უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბის მოს­კოვ­ზე თავ­დას­ხმამ აშ­კა­რა გა­ხა­და, რომ მოს­კო­ვი და­უც­ვე­ლია ისე­თი პრი­მი­ტი­უ­ლი დრო­ნე­ბის­გა­ნაც კი, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნა უშ­ვებ­და. ეს გა­და­კე­თე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო დრო­ნე­ბია. უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბის არ­მია ძა­ლი­ან მალე გა­იზ­რდე­ბა, საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი "მა­ვი­კე­ბით" და­წყე­ბუ­ლი, სა­ზღვაო და თავ­დას­ხმის დრო­ნე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც დიდ მან­ძილ­ზე მოქ­მე­დე­ბა შე­უძ­ლი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გი ამ­ბე­ბი უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ უფრო ხში­რი გახ­დე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი ტაბატაძე
0

მანდ რა ხდება ეს საკამათო საკითხია, მაგრამ ეს ტიპი რომ გარეწარია დიდი მაგას კამათიც არ სჭირდება!

აკრაინას
0

ამასობაში მოსპეთ გენოფონდი,ქვეყანა და .....კიდევ მაგრები თქვენ ხართ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კონტრშეტევა არც ჩავარდა, არც გაჭიანურდა და არც გადაიდო. ის ნელი ტემპით, მაგრამ სრული სვლით მიმდინარეობს... "- "ქართული ლეგიონის" მეთაური ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და მის მიმართ დაწყებულ სამრთლებრივ დევნაზე

"კონტრშეტევა არც ჩავარდა, არც გაჭიანურდა და არც გადაიდო. ის ნელი ტემპით, მაგრამ სრული სვლით მიმდინარეობს... "-  "ქართული ლეგიონის" მეთაური ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და მის მიმართ დაწყებულ სამრთლებრივ დევნაზე

ცოტა ხნის წინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართული ეროვნული ლეგიონის 70-ზე მეტ მებრძოლს უკრაინის მხარეზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრეს საქართველოს მოქალაქე უშანგი მამულაშვილსაც, რომელიც მედიასივრცეში მამუკა მამულაშვილის სახელით არის ცნობილი.

"დადგინდა, რომ მამულაშვილმა 2014 წელს შექმნა ქართული ეროვნული ლეგიონი და საქართველოდან დაიქირავეს ხალხი ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ხელისუფლების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობაში.

თავად მამუკა მამულაშვილი ამბობს, რომ უკვე რვაჯერ აღძრეს მასზე სისხლის სამართლის საქმე, ფულადი ჯილდოებიც არაერთხელ დააწესეს მისი ლიკვიდაციისთვის. "არც მაგათი აღძრული სისხლის სამართლის საქმე მაღელვებს და არც მაგათი გამოგზავნილი მკვლელები. რუსები ძალიან მალე დამარცხდებიან და თავად მოუწევთ სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგომა", - ამბობს მამულაშვილი.

  • რა აძლევს რუსების მალე დამარცხების იმედს "ქართული ლეგიონის" მეთაურს, როგორ აფასებს ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას და რა გეგმები აქვს, ამის შესახებ ინტერვიუში შეიტყობთ:

- რუსული საგამოძიებო სამსახური და სასამართლო არ არის ჩვენი შფოთვის საგანი, ჩვენ ახლა ძალიან განვიცდით იმას, რაც საქართველოში ხდება. იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რუს აგენტურას და "ტურისტებს" უშვებს საქართველოში, მათი შვილები, მამები და ძმები საქართველოს საუკეთესო ჯარისკაცებს ესვრიან. სულ ახლახან დაჭრეს ჩვენი ბიჭები...

- როგორ ახერხებს "ქართული ლეგიონი" მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოს როგორც დასავლურ, ასევე რუსულ მედიაში და უამრავი მითქმა-მოთქმის მიზეზი ხდებოდეს?

- ეს განპირობებულია ორი ფაქტორით - ჩვენს წინააღმდეგ აქტიურად მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები. ჩვენს გასაშავებლად დოკუმენტური ფილმებიც აქვთ გადაღებული. მეორე მხრივ, საერთაშორისო მასმედიაც ინტერესდება, თუ რატომ არის მაინცდამაინც "ქართულ ლეგიონზე" ასეთი შეტევა. პასუხი ასეთია - ჩვენ ვართ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინულ არმიაში. ჩვენთან ანუ ქართველებთან ერთად სხვა ეროვნების მებრძოლებიც არიან: ამერიკელები, ინგლისელები, მექსიკელები, თუმცა ყველაზე მეტი მაინც ქართველია. დღეისათვის "ქართული ლეგიონის" პირადი შემადგენლობა ორი ათას კაცამდეა. ამ ომში უკრაინელების შემდეგ ყველაზე ბევრი ქართველი იბრძვის. "ქართული ლეგიონი" პირველი ინტეგრირდა უკრაინულ არმიაში. ჩვენ 2016 წელს ოფიციალურად გავხდით უკრაინული შეიარაღებული ძალების კონტრაქტორები და დღეს სპეციალური დანაყოფი ვართ. ჩვენი მიმართულებაა განსაკუთრებით რთული სპეცოპერაციები, რუსი ტერორისტების სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სამეთაურო შტაბების განადგურება. ამიტომაც საუკეთესოდ მომზადებული ჯარისკაცები გვყავს. ჩვენ ყურადღებას ვიქცევთ პროფესიონალიზმითა და განადგურებული მტრის სტატისტიკით.

- ფილმის გადაღებას თქვენ შესახებ ამერიკელებიც გეგმავენ. როგორც ვიცით, მთავარი როლი შონ პენმა უნდა ითამაშოს.

- კი ითქვა, მაგრამ როდის რა იქნება ვერ გეტყვით. ჩვენ იმისთვის არ ვაკეთებთ რამეს, რომ მედიის ყურადღება მივიქციოთ და არც იმისთვის, რომ ჩვენ შესახებ ფილმები გადაიღონ. ჯარისკაცები ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.

- გავრცელდა მოსაზრება, რომ ბოლო დროს "ლეგიონს" ხშირად ტოვებენ ქართველები.

- ხანგრძლივი პროცესია გასავლელი იმისთვის, რომ "ქართული ლეგიონის" წევრი გახდე. ინტენსიური გადარჩევა მიმდინარეობს... ჩვენთვის ადამიანების სიცოცხლეა პრიორიტეტი. არაპროფესიონალი ადამიანი საფრთხეა არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ თანამებრძოლებისთვის. ათასგვარ ჭორს ავრცელებენ, მაგრამ ჩვენ არ ვრეაგირებთ, ვიცით, რომ მიზანმიმართული პროვოკაციებია.

- ბელარუსის ლიდერმა ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტთან ერთ-ერთი შეხვედრისას განაცხადა, რომ "უკრაინული კონტრშეტევა არ არსებობს". "ის არსებობს, მაგრამ ჩავარდა", - ასეთი იყო პუტინის განმარტება. მეორე მხრივ, ანალიტიკოსების აზრით, კონტრშეტევა ძალიან გაჭიანურდა და ომის სურათი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ, კონტრშეტევა ჩავარდა, გადაიდო თუ გაჭიანურდა?

- კონტრშეტევა არც ჩავარდა, არც გაჭიანურდა და არც გადაიდო. ის ნელი ტემპით, მაგრამ სრული სვლით მიმდინარეობს. რატომ? იმიტომ, რომ რუსებისგან განსხვავებით უკრაინის ხელისუფლება საკუთარ ჯარისკაცებს უფრთხილდება. მაინტერესებს, რას გულისხმობენ ანალიტიკოსები, როდესაც გაჭიანურებულ კონტრშეტევაზე ლაპარაკობენ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალების თანაფარდობაც ხომ უნდა გაითვალისწინონ?

მიუხედავად იმისა, რომ საარტილერიო ჭურვი რუსებს ბევრად მეტი აქვთ, უკრაინული ჯარი წინ მიიწევს. სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე დასახლებული პუნქტი ავიღეთ... ბევრი რამ დამოკიდებულია დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ამუნიციას გვაწვდიან. უკრაინელებს იმაზე მეტი საარტილერიო ჭურვის გამოყენებამ მოუწიათ, ვიდრე კონტრშეტევის დაწყებისას ვარაუდობდნენ. შესაბამისად, სხვადასხვა სპეციფიკის შეიარაღების დეფიციტია. უკრაინას არც იმის ფუფუნება აქვს, რომ დანაღმულ ველებზე ატაროს მებრძოლები. ყველაზე მეტად ახლა დანაღმული ველები გვაფერხებს. თუკი რაიმე ნაღმი აწარმოეს რუსებმა, საბჭოთა პერიოდიდან ბოლო დრომდე, ყველაფერი მიწაში ჩადეს. ამიტომ იძულებული ვართ, განსაკუთრებულად ფრთხილად ვიმოქმედოთ. შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინას კონტრშეტევისთვის ჯერ თავისი რესურსების მხოლოდ 20-30% აქვს გამოყენებული.

- სამხედრო ექსპერტების ნაწილის აზრით, რუსეთ-უკრაინის ომი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

- ეს არ იქნება მრავალწლიანი ომი. ასეთი შენელებული ტემპითაც კი უკრაინა ერთ წელიწადში გაათავისუფლებს რუსებისგან ტერიტორიებს. მეტსაც გეტყვით, რუსეთი მანამდე დაიწყებს შიგნიდან დაშლას, ვიდრე უკრაინა დეოკუპაციას დაასრულებს. პრიგოჟინის აჯანყებამ გვაჩვენა, რომ კრემლი შიგნიდან იწყებს რღვევას. პუტინს აღარც ძველებური მხარდაჭერა აქვს და აღარც გავლენა. მან რუსული არმია უკრაინაში დამარხა და ახლა მისი ნარჩენებით ცდილობს ძალაუფლების გახანგრძლივებას. უკრაინა კი ყოველდღიურად უახლესი ტექნოლოგიებითა და იარაღით მარაგდება.

- ბრძოლის ველზე უშუალოდ ხვდებოდით და დღესაც ხვდებით რუს სამხედროებს. როგორი იყო მათი ბრძოლისუნარიანობა ომის დაწყების პირველ დღეებში და როგორია ახლა?

- ადრე უფრო რთული იყო მათთან გამკლავება. ბოლოდროინდელ შეტაკებებში მათი არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობა იგრძნობა. სხვათა შორის, ძალიან ადვილი სამიზნეები არიან.

- ბოლო დროს რუსული ტელეგრამარხები ხშირად იუწყებიან მოსკოვში უკრაინული დრონების გამოჩენის შესახებ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ დრონების არმიის პირველი წლის შედეგები უკვე არსებობს.

- უკრაინული დრონების მოსკოვზე თავდასხმამ აშკარა გახადა, რომ მოსკოვი დაუცველია ისეთი პრიმიტიული დრონებისგანაც კი, რომელსაც უკრაინა უშვებდა. ეს გადაკეთებული სამოქალაქო დრონებია. უკრაინული დრონების არმია ძალიან მალე გაიზრდება, საკმაოდ მარტივი "მავიკებით" დაწყებული, საზღვაო და თავდასხმის დრონებით დამთავრებული, რომლებსაც დიდ მანძილზე მოქმედება შეუძლიათ. შესაბამისად, კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება. განაგრძეთ კითხვა