ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
დაშავებული არიან მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა იქვე მდგომი ორი მსუბუქი ავტომანქანაც. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
მაგისთვის იღებენ გრანტებს რომ ქვეყანა წარმოაჩინონ უბედური მკვლელი და დაქცეული ,იმიტომ არ ასჯაროებენ დაფინანსებებს
არიან მძღოლები და არიან მარშრუტკების და დისტრიბუციის მანქანების მძღოლები.