მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველ დედას, რომელმაც ახალშობილი იტალიაში, ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს - როგორც ირკვევა, მან იმ სახლის აბაზანაში იმშობიარა, სადაც მუშაობდა
ქართველ დედას, რომელმაც ახალშობილი იტალიაში, ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს - როგორც ირკვევა, მან იმ სახლის აბაზანაში იმშობიარა, სადაც მუშაობდა

იტა­ლი­ა­ში, ტა­რან­ტოს ნა­გავ­საყ­რელ­თან და­ტო­ვე­ბუ­ლი ბავ­შვის 23 წლის დე­დამ შვი­ლის მი­ტო­ვე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას იტა­ლი­უ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს. ბოლო ცნო­ბე­ბით, ქარ­თველ­მა ქალ­მა გა­და­წყვი­ტა, ჩვი­ლი, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რივ­მა ექი­მებ­მა ლო­რენ­ცო და­არ­ქვეს, თა­ვად გა­ზარ­დოს.

"სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის მე­ში­ნო­და“, - უთხრა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებს, რომ­ლე­ბიც არას­რულ­წლოვ­ნის მი­ტო­ვე­ბის საქ­მეს იძი­ე­ბენ.

ქალი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­ა­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან უკვე გა­წე­რეს. ის ად­ვო­კატ­თან ერ­თად, პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­ვი­და, რათა ბავ­შვის დე­დო­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა, რის მე­რეც შეძ­ლებს მო­ი­თხო­ვოს შვი­ლის გაზ­რდის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გამო, აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მე­დია წერს, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, და­უბ­რუ­ნე­ბენ თუ არა დე­დას მი­ტო­ვე­ბულ ჩვილს თუ და­ნა­შა­უ­ლის გამო, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცე­მენ. მას გა­მო­ძი­ე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის მი­ტო­ვე­ბას ედა­ვე­ბა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა და­ა­კა­ვონ. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტა­რან­ტოს არას­რულ­წლო­ვან­თა სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნდა მი­ი­ღოს.

ქარ­თვე­ლი ქა­ლის ის­ტო­რია იტა­ლი­ა­ში

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქალს კი­დევ ერთი, 4 წლის ვაჟი ჰყავს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს.

ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ გა­სულ კვი­რას, პა­რას­კევს, 11 სა­ათ­ზე, შუ­ა­დღეს ქალ­მა იმ სახ­ლის აბა­ზა­ნა­ში იმ­შო­ბი­ა­რა, სა­დაც მომ­ვლე­ლად მუ­შა­ობ­და. ბავ­შვის ჭიპ­ლა­რი თა­ვად გა­დაჭ­რა და პლა­ცენ­ტა ნა­გავ­ში გა­და­აგ­დო. მე­ო­რე დი­ლით კი სა­ბან­ში გახ­ვე­უ­ლი ჩვი­ლი სა­ვაჭ­რო ჩან­თა­ში ჩას­ვა და ნა­გავ­საყ­რელ­თან და­ტო­ვა.

მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლი ად­გი­ლობ­რივ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც იმ დროს ძაღ­ლებს ასე­ირ­ნებ­და. მო­ქა­ლა­ქემ ბავ­შვის ტი­რი­ლი გა­ი­გო და მისი პოვ­ნის შემ­დეგ, 118-ზე და­რე­კა. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით ჩვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ქარ­თველ მომ­ვლელს პო­ლი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­აგ­ნო. საფრ­თხის ქვეშ იყო ქა­ლის სი­ცო­ცხლეც, რად­გან მას მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი სის­ხლდე­ნა ჰქონ­და.

კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით...

რას ამ­ბობს იტა­ლი­უ­რი კა­ნო­ნი არა­სა­სურ­ვე­ლი ბავ­შვე­ბის მო­შო­რე­ბის მსგავს შემ­თხვე­ვებ­ზე? - კა­ნო­ნი უფ­ლე­ბას აძ­ლევს დე­დას, არ აღი­ა­როს ბავ­შვი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ლო­რენ­ცოს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა, რომ ის "ანო­ნი­მუ­რი დე­დის­გან გაჩ­ნდა“.

მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ქარ­თველ­მა ქალ­მა არ იცო­და იტა­ლი­ა­ში მოქ­მე­დი პრო­ექ­ტის, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "სი­ცო­ცხლის აკ­ვა­ნის“ შე­სა­ხებ, თო­რემ მსგავს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებ­და. ეს არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ჭირ­ვე­ბულ დე­დებს, უსაფრ­თხოდ და­ტო­ვონ ახალ­შო­ბი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ. იტა­ლი­ა­ში იმიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით (მუხ­ლი 19) ორ­სუ­ლე­ბი­სა და ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქა­ლე­ბის ქვეყ­ნი­დან დე­პორ­ტი ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­დან 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია. წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ბავშვი არ უნდა დაუბრუნდეს დედას, რადგან ის ყოველთვის „დამნაშავე" იქნება მშობლის თვალში - მან ხომ მას იტალია „დააკარგვინა"! აქ სხვა კითხვაც მიჩნდება - ამ დედამ როგორ უნდა შეხედოს თვალებში იმ პატარა ბიჭს, რომელიც საქართველოში ჰყავს დატოვებული და რომელის ძმაც სასიკვდილოდ გაიმეტა!

)))
5

და შეიძლება ამ მკვლელ მშობლებს ბავშვი ანდო ხელახლა?! ქვეყნიდან უნდა გაძევდნენ ეს არაადამიანები ან ციხეში ამოლპნენ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქართველ დედას, რომელმაც ახალშობილი იტალიაში, ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს - როგორც ირკვევა, მან იმ სახლის აბაზანაში იმშობიარა, სადაც მუშაობდა

ქართველ დედას, რომელმაც ახალშობილი იტალიაში, ნაგვის ურნებთან დატოვა, ბავშვის დაბრუნება სურს - როგორც ირკვევა, მან იმ სახლის აბაზანაში იმშობიარა, სადაც მუშაობდა

იტალიაში, ტარანტოს ნაგავსაყრელთან დატოვებული ბავშვის 23 წლის დედამ შვილის მიტოვება გადაიფიქრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ბოლო ცნობებით, ქართველმა ქალმა გადაწყვიტა, ჩვილი, რომელსაც ადგილობრივმა ექიმებმა ლორენცო დაარქვეს, თავად გაზარდოს.

"სამსახურის დაკარგვის მეშინოდა“, - უთხრა ახალგაზრდა ქალმა გამომძიებლებს, რომლებიც არასრულწლოვნის მიტოვების საქმეს იძიებენ.

ქალი ადგილობრივი საავადმყოფოს სამეანო განყოფილებიდან უკვე გაწერეს. ის ადვოკატთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში წავიდა, რათა ბავშვის დედობა ეღიარებინა, რის მერეც შეძლებს მოითხოვოს შვილის გაზრდის უფლება, თუმცა ჯერჯერობით ბიუროკრატიული პროცედურების გამო, აღიარების პროცესი არ დასრულებულა. მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნებენ თუ არა დედას მიტოვებულ ჩვილს თუ დანაშაულის გამო, პასუხისგებაში მისცემენ. მას გამოძიება არასრულწლოვნის მიტოვებას ედავება და მკვლელობის მცდელობის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, შეიძლება დააკავონ. საბოლოო გადაწყვეტილება ტარანტოს არასრულწლოვანთა სასამართლოს პროკურატურამ უნდა მიიღოს.

ქართველი ქალის ისტორია იტალიაში

როგორც ცნობილია, ქალს კიდევ ერთი, 4 წლის ვაჟი ჰყავს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ გასულ კვირას, პარასკევს, 11 საათზე, შუადღეს ქალმა იმ სახლის აბაზანაში იმშობიარა, სადაც მომვლელად მუშაობდა. ბავშვის ჭიპლარი თავად გადაჭრა და პლაცენტა ნაგავში გადააგდო. მეორე დილით კი საბანში გახვეული ჩვილი სავაჭრო ჩანთაში ჩასვა და ნაგავსაყრელთან დატოვა.

მიტოვებული ჩვილი ადგილობრივმა აღმოაჩინა, რომელიც იმ დროს ძაღლებს ასეირნებდა. მოქალაქემ ბავშვის ტირილი გაიგო და მისი პოვნის შემდეგ, 118-ზე დარეკა. სასწრაფო დახმარების მანქანით ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქართველ მომვლელს პოლიციამ რამდენიმე საათის შემდეგ, სათვალთვალო კამერების მეშვეობით მიაგნო. საფრთხის ქვეშ იყო ქალის სიცოცხლეც, რადგან მას მშობიარობის შემდგომი სისხლდენა ჰქონდა.

კანონის მიხედვით...

რას ამბობს იტალიური კანონი არასასურველი ბავშვების მოშორების მსგავს შემთხვევებზე? - კანონი უფლებას აძლევს დედას, არ აღიაროს ბავშვი. ამ შემთხვევაში ლორენცოს დაბადების მოწმობაში ჩაიწერება, რომ ის "ანონიმური დედისგან გაჩნდა“.

მედიაში წერენ, რომ ქართველმა ქალმა არ იცოდა იტალიაში მოქმედი პროექტის, ეგრეთ წოდებული "სიცოცხლის აკვანის“ შესახებ, თორემ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საშუალებას აძლევს გაჭირვებულ დედებს, უსაფრთხოდ დატოვონ ახალშობილი სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ. იტალიაში იმიგრაციის შესახებ კონსოლიდირებული კანონის მიხედვით (მუხლი 19) ორსულებისა და ახალნამშობიარები ქალების ქვეყნიდან დეპორტი ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია. წყარო

წაიკითხეთ ასევე: