საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე" - ირაკლი კობახიძე
"სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე" - ირაკლი კობახიძე

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე რა­ჭა­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც მან ჟრნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის შეხ­ვდა მე­წყრის ზო­ნა­ში მო­ყო­ლილ და­ვით ჯე­ლა­ძეს და გა­ე­სუბ­რა მას. კო­ბა­ხი­ძის თქმით, ის ნა­ნობს, რომ და­ვით ჯე­ლა­ძეს "გული ატ­კი­ნა".

"მე მქონ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი და­ვით ჯე­ლა­ძეს­თან, ასე­ვე შევ­ხვდი მას. პირ­ვე­ლი რაც მინ­და გი­თხრათ, ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ, დათო გუ­ლი­ა­ნი, ვაჟ­კა­ცი, რაჭ­ვე­ლი კა­ცია. მან დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც გა­დახ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ის­ტო­რი­აა, რე­ა­ლუ­რად მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ მისი დის­შვი­ლი უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ეყ­ვა­ნა. თა­ვის თავს აჯო­ბა, ისე­თი გზა გა­ი­ა­რა.

მე მინ­და გან­ვმარ­ტო რაზე იყო სა­უ­ბა­რი, იყო ბრი­ფინ­გი სა­დაც ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მაჩ­ვე­ნა ფოტო, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ვნა­ხე, იცით რომ ხში­რად ყალ­ბი ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა და არც ვი­ცო­დი, ვის მიერ იყო და­დე­ბუ­ლი და რა იყო ასა­ხუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი­თხვა დავ­სვი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლეს ეს ფოტო და მო­ცე­მუ­ლო­ბა. ამის შემ­დეგ გა­ვერ­კვიე ყვე­ლა­ფერ­ში.

სი­ნა­ნუ­ლი მინ­და გა­მოვ­ხა­ტო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ დათო ჯე­ლა­ძეს გული ვატ­კი­ნე, რაც მან თქვა. ეს არის და­სა­ნა­ნი.”

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ორი დღის წინ, ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ "პრაქ­ტი­კუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია" იმ გზის გავ­ლა მე­წყე­რის დროს, რაც შოვ­ში, სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში მო­ყო­ლილ­მა და­ვით ჯე­ლა­ძემ დის­შვილ­თან, პა­ტა­რა მა­შოს­თან ერ­თად გა­ი­ა­რა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 93 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფისო
1

შეცდომების აღიარება და სინანულის გამოხატვა, მხოლოდ დიდსულოვან და ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ!

gio
5

ეგ ენა უნდა გააჩერო, დამალეთ ეს სადმე არ გამოაჩინოთ... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე" - ირაკლი კობახიძე

"სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე" - ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რაჭაში იმყოფება. როგორც მან ჟრნალისტებს განუცხადა, ის შეხვდა მეწყრის ზონაში მოყოლილ დავით ჯელაძეს და გაესუბრა მას. კობახიძის თქმით, ის ნანობს, რომ დავით ჯელაძეს "გული ატკინა".

"მე მქონდა სატელეფონო საუბარი დავით ჯელაძესთან, ასევე შევხვდი მას. პირველი რაც მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, დათო გულიანი, ვაჟკაცი, რაჭველი კაცია. მან დეტალურად გაიხსენა ისტორია, რომელიც გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი უსაფრთხო ტერიტორიაზე გაეყვანა. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა გაიარა.

მე მინდა განვმარტო რაზე იყო საუბარი, იყო ბრიფინგი სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე, იცით რომ ხშირად ყალბი ფოტოები ვრცელდება და არც ვიცოდი, ვის მიერ იყო დადებული და რა იყო ასახული. აქედან გამომდინარე კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში.

სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. ეს არის დასანანი.”

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ "პრაქტიკულად წარმოუდგენელია" იმ გზის გავლა მეწყერის დროს, რაც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოყოლილმა დავით ჯელაძემ დისშვილთან, პატარა მაშოსთან ერთად გაიარა.

ასევე იხილეთ: