საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას საქართველო არ მიიღებს და ალბათ რუსეთში ან სომხეთში წავა" - დრანდის ციხიდან გაიქცა პატიმარი, რომელიც სამშვილიანი მამაკაცის მკვლელობაშია ბრალდებული: რას წერენ აფხაზები მომხდარზე?
"მას საქართველო არ მიიღებს და ალბათ რუსეთში ან სომხეთში წავა" - დრანდის ციხიდან გაიქცა პატიმარი, რომელიც სამშვილიანი მამაკაცის მკვლელობაშია ბრალდებული: რას წერენ აფხაზები მომხდარზე?

დრან­დის ცი­ხი­დან მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი გურ­გენ კი­რა­კო­სი­ა­ნი გა­იქ­ცა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, მან სა­პა­ტიმ­რო 13 აგ­ვის­ტოს და­ტო­ვა, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლებ­დნენ. ერთ-ერთი ვერ­სი­ით იმი­ტომ, რომ ეგო­ნათ, მას საქ­მის გახ­მა­უ­რე­ბამ­დე და­ა­კა­ვებ­დნენ, თუმ­ცა ვერ შეძ­ლეს...

Апсныпресc-ის ცნო­ბით, გურ­გენ კი­რა­კო­სი­ა­ნი, 2022 წლის 6 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს და ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის­თვის 15 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი.

"ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა კი­რა­კო­სი­ან­მა, სო­ფელ კა­მან­ში, კა­მა­თის ნი­ა­დაგ­ზე, კა­ლაშ­ნი­კო­ვი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა ედუ­არდ ქეც­ბას, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... მომ­ხდა­რის შემ­დეგ სო­ფელ კა­მა­ნის ტყე­ში და­ი­მა­ლა, სა­დაც რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ აფხა­ზურ­მა მი­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა და მკვლე­ლო­ბის, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბის მუხ­ლით, სო­ხუ­მის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­მარ­თლეს" - წერს გა­მო­ცე­მა.

  • კი­რა­კო­სი­ა­ნის დრან­დის ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვამ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მათი თქმით, დამ­ნა­შა­ვე გაქ­ცე­ვას და­მო­უ­კი­დებ­ლად, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ან ზე­დამ­ხედ­ვე­ლის გა­რე­შე ვერ და­გეგ­მავ­და. სხვე­ბის თქმით, დრან­დის ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვებს უკვე სე­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს და თუ ვინ­მე მო­ინ­დო­მებ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია...

"დრან­დის ცი­ხი­დან, რაც მე ვიცი, ბოლო ხა­ნებ­ში სამი ადა­მი­ა­ნი გა­იქ­ცა, ეს რაც ჩვე­ნი სა­ახ­ლობ­ლო­დან გა­ვი­გე... ერთ-ერთი მათ­გა­ნი პე­დო­ფი­ლი­ა­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ გო­გო­ნას ოჯახს ე.წ. კრი­შა არ ჰყავ­და და არც არა­ვის გა­უხ­მა­უ­რე­ბია ეს ამ­ბა­ვი. ით­ქვა, რომ დამ­ნა­შა­ვე, დაც­ვის დახ­მა­რე­ბით გა­იქ­ცა. თუ ვინ­მე იკი­თხავს, ვუ­პა­სუ­ხებ, რომ ცი­ხის დაც­ვას ძა­ლი­ან და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვს, უმე­ტე­სად სამ­სა­ხურ­ში არც კი და­დი­ან, რად­გან საწ­ვა­ვის და ან გზის ფული არ აქვთ. მი­ლი­ცი­ა­ზე კი თქვა ჩვენ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ფეხ­საც­მე­ლე­ბიც კი არ აქვთ, სამ­სა­ხურ­ში რომ ია­რო­ნო... ჰოდა, მოშ­ლი­ლი სის­ტე­მი­დან გაქ­ცე­ვა რა­ტომ გიკ­ვირთ" - წერს ოქ­სა­ნა ტურ­ნან­ბა.

გურ­გენ კი­რა­კო­სი­ა­ნი

"ეს კაცი მკვლე­ლო­ბის­თვის იჯდა, ოღონდ რე­ცი­დი­ვის­ტია. პირ­ვე­ლი საქ­მეც ჰქონ­და, ასე­ვე კაცი მოკ­ლა, 18 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მა­შინ აფხაზ­მა გა­მო­იყ­ვა­ნა, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ზე, სამი შვი­ლის მამა მოკ­ლა, ქეც­ბა... რო­დე­საც ჰკი­თხეს, რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა ეს, უპა­სუ­ხა, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო, მოკ­ლუ­ლი ედუ­არდ ქეც­ბა ჩემი ნა­თე­სა­ვი იყო, ერთი უბ­რა­ლო, მშრო­მე­ლი კაცი, ამი­ტო­მაც არ ატყდა მის მკვლე­ლო­ბა­ზე ამ­ბე­ბი, აფხა­ზეთ­ში ხომ უფუ­ლო­ე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბად არ ით­ვლე­ბი­ან... ახლა ის­მის კი­თხვა - რო­გორ მო­ა­ხერ­ხა გაქ­ცე­ვა?!" - წერს დაურ ქეც­ბა.

"ვი­თომ გა­ო­ცე­ბუ­ლი რომ არი­ან, რო­გორ მო­ა­ხერ­ხაო. არა­და, ყვე­ლამ იცის, რო­მე­ლი ჯგუ­ფი რა მუხ­ლზე, რო­მელ და­ნა­შა­ულ­ზე მუ­შა­ობს - ნარ­კო­დი­ლე­რებ­ზე სხვა არის, დაჭ­რა­ზე, მკვლე­ლო­ბა­ზე, თაღ­ლი­თო­ბა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტა­ცი­ა­ო­ბა აქვთ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბაც ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს, ეს კი ნიშ­ნავს, რომ მას ან თა­ვად აქვს ფული, ან მფარ­ვე­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში დიდ­ხანს არ და­ტო­ვებს. კი­რა­კო­სი­ანს დიდი ალ­ბა­თო­ბით კარ­გი დამ­გეგ­მა­ვი ეყო­ლე­ბო­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, მას ქვე­ყა­ნა უკვე და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს. სა­მა­გი­ე­როდ, ვი­ღა­ცამ კარ­გი ფული გა­ა­კე­თა" - მი­აჩ­ნია ას­მათ არ­ძინ­ბას.

"სო­მეხს სა­ქარ­თვე­ლო არ მი­ი­ღებს, ამი­ტომ, ალ­ბათ თა­ვის რუ­სეთ­ში ან სომ­ხეთ­ში გა­იქ­ცე­ვა... ფული ჰქო­ნია და არც ფსო­უ­ზე გა­დას­ვლა გა­უ­ჭირ­დე­ბა. ყვე­ლა­ნი ერ­თად ცირ­კში ვცხოვ­რობთ, რო­მელ­საც ბო­რო­ტი რე­ჟი­სო­რი ჰყავს" - მი­აჩ­ნია ვან­და ან­ქვაბს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბეშქენ კირაკოსისძე
2

გურგენი ყოველთვის წესივრად ცხოვრობდა და მოღვაწეობას აკეთებდა აფხაზვი და ქარტველი ხალხების მეგობრობაში.

თუ
3

თუ ეგრე ადვილია გაქცევა და მილიციას ფეხსაცმელი არ აქვს. ჩვები ბიჭი რომ გყავთ ბებუა, დროშის დაწვის გამო რომ ზის, გამოუშვით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მას საქართველო არ მიიღებს და ალბათ რუსეთში ან სომხეთში წავა" - დრანდის ციხიდან გაიქცა პატიმარი, რომელიც სამშვილიანი მამაკაცის მკვლელობაშია ბრალდებული: რას წერენ აფხაზები მომხდარზე?

"მას საქართველო არ მიიღებს და ალბათ რუსეთში ან სომხეთში წავა" - დრანდის ციხიდან გაიქცა პატიმარი, რომელიც სამშვილიანი მამაკაცის მკვლელობაშია ბრალდებული: რას წერენ აფხაზები მომხდარზე?

დრანდის ციხიდან მკვლელობისთვის ბრალდებული გურგენ კირაკოსიანი გაიქცა. აფხაზური მედიის ცნობით, მან საპატიმრო 13 აგვისტოს დატოვა, თუმცა სამართალდამცავი უწყებები აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით იმიტომ, რომ ეგონათ, მას საქმის გახმაურებამდე დააკავებდნენ, თუმცა ვერ შეძლეს...

Апсныпресc-ის ცნობით, გურგენ კირაკოსიანი, 2022 წლის 6 თებერვალს დააკავეს და ადამიანის მკვლელობისთვის 15 წელი ჰქონდა მისჯილი.

"ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კირაკოსიანმა, სოფელ კამანში, კამათის ნიადაგზე, კალაშნიკოვიდან ცეცხლი გაუხსნა ედუარდ ქეცბას, რომელიც მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა... მომხდარის შემდეგ სოფელ კამანის ტყეში დაიმალა, სადაც რამდენიმე დღის შემდეგ აფხაზურმა მილიციამ დააკავა და მკვლელობის, იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების მუხლით, სოხუმის რაიონულ სასამართლოში გაასამართლეს" - წერს გამოცემა.

  • კირაკოსიანის დრანდის ციხიდან გაქცევამ ადგილობრივი მოსახლეობა გააღიზიანა. მათი თქმით, დამნაშავე გაქცევას დამოუკიდებლად, ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ან ზედამხედველის გარეშე ვერ დაგეგმავდა. სხვების თქმით, დრანდის ციხიდან გაქცევებს უკვე სერიული ხასიათი აქვს და თუ ვინმე მოინდომებდა, შეუძლებელი არაფერია...

"დრანდის ციხიდან, რაც მე ვიცი, ბოლო ხანებში სამი ადამიანი გაიქცა, ეს რაც ჩვენი საახლობლოდან გავიგე... ერთ-ერთი მათგანი პედოფილიაში იყო ბრალდებული, მაგრამ გოგონას ოჯახს ე.წ. კრიშა არ ჰყავდა და არც არავის გაუხმაურებია ეს ამბავი. ითქვა, რომ დამნაშავე, დაცვის დახმარებით გაიქცა. თუ ვინმე იკითხავს, ვუპასუხებ, რომ ციხის დაცვას ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვს, უმეტესად სამსახურში არც კი დადიან, რადგან საწვავის და ან გზის ფული არ აქვთ. მილიციაზე კი თქვა ჩვენმა პრეზიდენტმა, ფეხსაცმელებიც კი არ აქვთ, სამსახურში რომ იარონო... ჰოდა, მოშლილი სისტემიდან გაქცევა რატომ გიკვირთ" - წერს ოქსანა ტურნანბა.

გურგენ კირაკოსიანი

"ეს კაცი მკვლელობისთვის იჯდა, ოღონდ რეციდივისტია. პირველი საქმეც ჰქონდა, ასევე კაცი მოკლა, 18 ჭრილობა მიაყენა. მაშინ აფხაზმა გამოიყვანა, მეორე შემთხვევაზე, სამი შვილის მამა მოკლა, ქეცბა... როდესაც ჰკითხეს, რატომ ჩაიდინა ეს, უპასუხა, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, მოკლული ედუარდ ქეცბა ჩემი ნათესავი იყო, ერთი უბრალო, მშრომელი კაცი, ამიტომაც არ ატყდა მის მკვლელობაზე ამბები, აფხაზეთში ხომ უფულოები ადამიანებად არ ითვლებიან... ახლა ისმის კითხვა - როგორ მოახერხა გაქცევა?!" - წერს დაურ ქეცბა.

"ვითომ გაოცებული რომ არიან, როგორ მოახერხაო. არადა, ყველამ იცის, რომელი ჯგუფი რა მუხლზე, რომელ დანაშაულზე მუშაობს - ნარკოდილერებზე სხვა არის, დაჭრაზე, მკვლელობაზე, თაღლითობაზე. განსაკუთრებული ტაციაობა აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელთა უმეტესობაც ნარკორეალიზაციისთვის იხდიდა სასჯელს, ეს კი ნიშნავს, რომ მას ან თავად აქვს ფული, ან მფარველი ჰყავს, რომელიც ციხეში დიდხანს არ დატოვებს. კირაკოსიანს დიდი ალბათობით კარგი დამგეგმავი ეყოლებოდა და სავარაუდოდ, მას ქვეყანა უკვე დატოვებული აქვს. სამაგიეროდ, ვიღაცამ კარგი ფული გააკეთა" - მიაჩნია ასმათ არძინბას.

"სომეხს საქართველო არ მიიღებს, ამიტომ, ალბათ თავის რუსეთში ან სომხეთში გაიქცევა... ფული ჰქონია და არც ფსოუზე გადასვლა გაუჭირდება. ყველანი ერთად ცირკში ვცხოვრობთ, რომელსაც ბოროტი რეჟისორი ჰყავს" - მიაჩნია ვანდა ანქვაბს.