სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლესთან დაშორებული ვარ, ჩემი იდუმალი პირადი ცხოვრება მაქვს... ჩემი შვილი რეჟისურაში მუშაობს" - ეკრანზე დაბრუნება წლების შემდეგ: როგორ ცხოვრობს რეალურად ჩცდ-ს ახალი პერსონაჟი?
"მეუღლესთან დაშორებული ვარ, ჩემი იდუმალი პირადი ცხოვრება მაქვს... ჩემი შვილი რეჟისურაში მუშაობს" - ეკრანზე დაბრუნება წლების შემდეგ: როგორ ცხოვრობს რეალურად ჩცდ-ს ახალი პერსონაჟი?

მსა­ხი­ო­ბი თეკო ჩუ­ბი­ნი­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ა­ლი­დან "შუა ქა­ლაქ­ში" გა­იც­ნო, შემ­დეგ იყო "ჟამი ყვა­ვი­ლო­ბი­სა", "ქა­ღალ­დის ტყვია", "რუ­სუ­ლი სამ­კუ­თხე­დი" და შემ­დეგ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა, სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი... ახ­ლა­ხან სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მა­რის როლ­ში მოგ­ვევ­ლი­ნა. მა­რის მე­უღ­ლე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია, აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი. რო­გორ შექ­მნა ეს პერ­სო­ნა­ჟი და რა გან­ცდაა წლე­ბის შემ­დეგ, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბა? - ამის შე­სა­ხებ თეკო თა­ვად გვე­სა­უბ­რა.

- ეკ­რან­ზე დიდ­ხანს აღარ ჩან­დი. ამ შე­მოქ­მე­დე­ბით პა­უ­ზა­ზე რას გვე­ტყვი?

- დიახ, დიდი ხა­ნია გა­და­ღე­ბე­ბი აღარ მქო­ნია, თე­ატ­რშიც 2019 წლამ­დე ვთა­მა­შობ­დი. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, კას­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი ვი­ყა­ვი, გა­და­ღე­ბებ­ზე ვმუ­შა­ობ­დი, ფილ­მე­ბის­თვის, რეკ­ლა­მე­ბის­თვის ვარ­ჩევ­დით მსა­ხი­ო­ბებს. ბოლო ფილ­მი, რო­მელ­ზეც ვი­მუ­შა­ვე, სოსო ბლი­ა­ძის "ოთა­რის სიკ­ვდი­ლი" იყო. ბოლო დროს და­ვინ­ტე­რეს­დი ფსი­ქო­ლო­გი­ით, შემ­დეგ - ფსი­ქოდ­რა­მით, რო­მე­ლიც ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან ირი­ბად კავ­შირ­შია. მო­ვინ­დო­მე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო და სას­წავ­ლებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვე­დი.

ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ, რად­გან კას­ტინ­გი გა­ვი­ა­რე და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მა­რის როლ­ზე და­მამ­ტკი­ცეს. პე­რი­ო­დუ­ლად ჩავ­დი­ვარ გერ­მა­ნი­ა­ში, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში მინ­დო­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, მაგ­რამ აქ გა­და­ღე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად და­მე­წყო და ეს გეგ­მა დრო­ე­ბით და­ვა­პა­უ­ზე. ასე­ვე ჩარ­თუ­ლი ვარ სო­ცი­ა­ლუ­რი თე­ატ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ვფიქ­რობ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი თე­ატ­რი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რია, მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვად ერ­თვე­ბა ამ პრო­ცეს­ში, თა­ვად ჰყვე­ბა ამ­ბებს და შემ­დეგ იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლად ხდე­ბა გა­თა­მა­შე­ბა. თე­რა­პი­ის ეფექ­ტიც კი აქვს. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ძალ­ზე მა­ინ­ტე­რე­სებს და ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ და­ფუძნ­დე­ბა და გან­ვი­თარ­დე­ბა. ახლა მთლი­ა­ნად "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ზე" ვარ გა­დარ­თუ­ლი.

- შენს პერ­სო­ნაჟს მარი ჰქვია. მის შე­სა­ხებ მი­ამ­ბე, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ეს პერ­სო­ნა­ჟი რი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო?

- სა­ინ­ტე­რე­სო იმით არის, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ჩემ­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მსა­ხი­ო­ბებს კი ასე­თი რო­ლე­ბი მე­ტად გვა­ინ­ტე­რე­სებს. მარი ცო­ტა­თი შტე­რი გო­გოა, ცო­ტა­თი ამ­ბი­ცი­უ­რი, მი­ა­მი­ტიც, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლიც. ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ნა­ცხოვ­რე­ბი ქა­ლის სი­ტუ­ტუ­ცე სჭირს; ცო­ტა­თი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლიც არის, ზე­და­პი­რუ­ლი, რა­ღაც მო­მენ­ტში მი­უ­ღე­ბე­ლიც და ამ ყვე­ლაფ­რით ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა. ოქ­როს შუ­ა­ლე­დის პოვ­ნაა სა­ჭი­რო ამ პერ­სო­ნა­ჟის თა­მა­ში­სას, მისი ეს თვი­სე­ბე­ბი რომ გა­მო­იკ­ვე­თოს, მაგ­რამ ძა­ლი­ან შტე­რი და სუ­ლე­ლიც არ გა­მოჩ­ნდეს.

- რო­დე­საც სცე­ნა­რი გად­მო­გიგ­ზავ­ნეს, ბუ­ნებ­რი­ვია, პერ­სო­ნა­ჟის სახე წარ­მო­სახ­ვა­ში ჩა­მო­გი­ყა­ლიბ­და, მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი რო­გორ და­ი­წყე? მისი მა­ნე­რე­ბი, სა­უბ­რის სტი­ლი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ოჯა­ხებს და­აკ­ვირ­დი? აქვე გკი­თხავ, მა­რის რე­ა­ლუ­რი პრო­ტო­ტი­პი ჰყავს?

- სცე­ნა­რის წა­კი­თხვის­თა­ნა­ვე ჩემი ერთი ნაც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი გა­მახ­სენ­და. ის ყო­ველ­თვის სა­ო­ცარ შე­კი­თხვებს მის­ვამ­და, ლა­პა­რა­კობ­და ჩემ­თვის ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად და მი­უ­ღებ­ლა­დაც კი; იყო გა­თა­მა­მე­ბუ­ლი, შეძ­ლე­ბუ­ლი ფე­ნი­დან. გა­მახ­სენ­და მისი მა­ნე­რა, გა­მო­ხედ­ვა, ცო­ტა­თი შტე­რუ­ლი შე­კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც მის­თვის ღრმა და ში­ნა­არ­სი­ა­ნი იყო. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ნახო ტე­ლე­ვი­ზი­ით, ფილ­მებ­შიც, ინ­სპი­რა­ცია აიღო მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი­დან, წა­კი­თხუ­ლი­დან... მარი ამ ყვე­ლაფ­რის ნა­ზა­ვია, თუმ­ცა ის ჩემი ნაც­ნო­ბი მა­ინც დო­მი­ნან­ტია ამ პერ­სო­ნაჟ­ში (იცი­ნის). ამ სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბა იმი­ტომ მომ­წონს, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნა­ხოს, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში. ზო­გი­ერ­თმა იქ­ნებ სა­კუ­თა­რი თა­ვიც აღ­მო­ა­ჩი­ნოს, სხვა თვა­ლით შე­ხე­დოს და არ მო­ე­წო­ნოს.

- გა­მოხ­მა­უ­რე­ბა რო­გო­რია?

- გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ბევ­რნა­ი­რი იყო. ახ­ლობ­ლებ­მა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა შე­მა­ფა­სეს, რამ­დე­ნად შევ­ძე­ლი რო­გორც მსა­ხი­ობ­მა ამ პერ­სო­ნა­ჟის გან­სა­ხი­ე­რე­ბა. მი­ხა­რია, რომ ბევ­რი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მო­ვის­მი­ნე, თუმ­ცა თა­ვად რომ ვუ­ყუ­რებ, ვთვლი, უკე­თე­სად თა­მა­შიც შე­იძ­ლე­ბო­და. ერთი მე­გობ­რის­გან კარ­გი რჩე­ვა მი­ვი­ღე. მი­თხრა, არ წა­ი­კი­თხო, ვინ რას და­წერს, ზო­გი­ერ­თი ძა­ლი­ან სას­ტი­კია, და­უნ­დო­ბე­ლი, ბო­რო­ტიც და გული არ გეტ­კი­ნო­სო.

- რო­გორ ფიქ­რობ, ხომ არ გა­გი­ნა­წყენ­დე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ეს სტა­ტუ­სი რე­ა­ლუ­რად აქვს ცხოვ­რე­ბა­ში?

- მგო­ნია, მა­რის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერც ხვდე­ბი­ან, რომ ასე­თე­ბი არი­ან და სწო­რედ ამი­ტო­მაც არი­ან ასე­თე­ბი.

- სა­კუ­თა­რი თა­ვის ამოც­ნო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ?

- ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდეს კი­დეც. ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ხვდე­ბო­დე, ასე­თი რომ ხარ და ასე ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებ­დე.

- რო­გო­რია შენი და ეკ­რა­ნუ­ლი "მე­უღ­ლის" - ზვი­ად დო­ლი­ძის ტან­დე­მი?

- ზვი­ად დო­ლი­ძე, გარ­და იმი­სა, რომ კარ­გი მსა­ხი­ო­ბია, არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რი. ის თა­მაშს მი­მარ­ტი­ვებს, ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია. ჩემი აზ­რით, ჩვე­ნი სცე­ნე­ბი ძა­ლი­ან ორ­გა­ნუ­ლია და არა - ხე­ლოვ­ნუ­რი. ხში­რად მი­წევს მზია გე­წა­ძეს­თან დი­ა­ლო­გი. ის მსა­ხი­ო­ბი არ არის და ეს რომ გა­ვი­გე, თა­ვი­დან თით­ქოს და­ვი­ძა­ბე, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ვნა­ხე, რო­გორ კონ­ტაქ­ტობს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, რამ­დე­ნად ად­ვი­ლად აუღო ალღო, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვად ით­ვი­სებს რე­ჟი­სო­რის მი­თი­თე­ბას, ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­მეხ­სნა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პარტნი­ო­რებ­ში გა­მი­მარ­თლა.

- კადრს მიღ­მა სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბი ხში­რად ხდე­ბა?

- კადრს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ამ­ბე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხა­ლი­სოა, როცა მსა­ხი­ობს იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს. ეს თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ზვი­ად­ზე და თა­ვა­დაც არ ვუ­ჩი­ვი ნაკ­ლე­ბო­ბას. ზოგ­ჯერ გა­და­ღე­ბა რომ სრულ­დე­ბა, სუ­ლე­ლუ­რად წა­მოც­დე­ნილ ფრა­ზა­ზე ხუმ­რო­ბას მე­რეც ვაგ­რძე­ლებთ. ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამი­ტომ მიყ­ვარს.

- თა­ვი­დან­ვე აღ­ნიშ­ნე, მარი ჩემ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­აო, მას­თან სა­ერ­თოს ვე­რა­ფერს პო­უ­ლობ?

- (ფიქ­რობს) ძა­ლი­ან მი­ჭირს, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მო­მენ­ტში მეც ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თი გა­მო­ვავ­ლი­ნო და მერე დავ­მშვიდ­დე, მხო­ლოდ ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო მსგავ­სე­ბაა. ეს ქალი სა­ერ­თოდ სხვა­გან არის, მხო­ლოდ თა­ვის სივ­რცეს ხე­დავს, სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის იქით არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს. არც ის ადარ­დებს, როცა მე­უღ­ლე შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს, მხო­ლოდ იმის გამო, რომ იმ მო­მენ­ტში გა­ცხა­რე­ბუ­ლია. ეს ჩემი პერ­სო­ნა­ჟის­თვის ნორ­მაა და მი­სა­ღე­ბია. მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ პრობ­ლე­მას სწო­რად თუ შე­ხე­დავს, ეს კარ­გი იქ­ნე­ბა.

- შენს რე­ა­ლურ ოჯახ­ზე რას გვე­ტყვი?

- ერთი შვი­ლი მყავს, ნი­კო­ლო­ზი. უკვე 20 წლის არის. მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბუ­ლი ვარ, ჩემი იდუ­მა­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მაქვს. მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებს მსა­ხი­ო­ბე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე, არ მოვ­ყვე.

- ნი­კო­ლოზ­ზე რას გვე­ტყვი?

- ნი­კო­ლო­ზი არის ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი, ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭია და ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ ის ჩემი შვი­ლია. მან გა­და­წყვი­ტა რე­ჟი­სუ­რა­ში იმუ­შა­ოს, სცე­ნა­რებ­საც წერს, ახ­ლა­ხან მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი გა­და­ი­ღო. ძა­ლი­ან ღრმა და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ხა­რებს, ისაა, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ეს კი უმ­თავ­რე­სია.

- მის­გან რო­გო­რი შე­ფა­სე­ბა მო­ის­მი­ნე?

- ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი და მომ­თხოვ­ნია, ამა­ვე დროს დიპ­ლო­მა­ტიც. და­დე­ბით შე­ფა­სე­ბას­თან ერ­თად კრი­ტი­კაც მო­ვის­მი­ნე, სათ­ქმე­ლის ყვე­ლა დე­ტა­ლი სწო­რად მო­მა­წო­და, რაც უკვე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და და­მეხ­მა­რა. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩემი შვი­ლის შე­ფა­სე­ბაა, რად­გან მას სხვაგ­ვა­რი ხედ­ვა, სხვა­ნა­ი­რი ცოდ­ნა აქვს და სხვაგ­ვა­რად ვი­თარ­დე­ბა, ერთ პრიზ­მა­ში არ იყუ­რე­ბა....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
37

რა მზაკვრული იდეები აქვს ჩაფიქრებული ნაცების სცენარისტს დევდარიანს??

მანანა
37

ვაა ნაცსექტის სერიალი ისევ დაიწყო? ნეტა თუ ვინმე უყურებს ნორმალური?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მეუღლესთან დაშორებული ვარ, ჩემი იდუმალი პირადი ცხოვრება მაქვს... ჩემი შვილი რეჟისურაში მუშაობს" - ეკრანზე დაბრუნება წლების შემდეგ: როგორ ცხოვრობს რეალურად ჩცდ-ს ახალი პერსონაჟი?

"მეუღლესთან დაშორებული ვარ, ჩემი იდუმალი პირადი ცხოვრება მაქვს... ჩემი შვილი რეჟისურაში მუშაობს" - ეკრანზე დაბრუნება წლების შემდეგ: როგორ ცხოვრობს რეალურად ჩცდ-ს ახალი პერსონაჟი?

მსახიობი თეკო ჩუბინიძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "შუა ქალაქში" გაიცნო, შემდეგ იყო "ჟამი ყვავილობისა", "ქაღალდის ტყვია", "რუსული სამკუთხედი" და შემდეგ შემოქმედებითი პაუზა, სხვა ინტერესები... ახლახან სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მარის როლში მოგვევლინა. მარის მეუღლე პარლამენტის წევრია, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით გამორჩეული. როგორ შექმნა ეს პერსონაჟი და რა განცდაა წლების შემდეგ, გადასაღებ მოედანზე დაბრუნება? - ამის შესახებ თეკო თავად გვესაუბრა.

- ეკრანზე დიდხანს აღარ ჩანდი. ამ შემოქმედებით პაუზაზე რას გვეტყვი?

- დიახ, დიდი ხანია გადაღებები აღარ მქონია, თეატრშიც 2019 წლამდე ვთამაშობდი. ამ ხნის განმავლობაში ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა სხვა მიმართულებით წავიდა, კასტინგის მენეჯერი ვიყავი, გადაღებებზე ვმუშაობდი, ფილმებისთვის, რეკლამებისთვის ვარჩევდით მსახიობებს. ბოლო ფილმი, რომელზეც ვიმუშავე, სოსო ბლიაძის "ოთარის სიკვდილი" იყო. ბოლო დროს დავინტერესდი ფსიქოლოგიით, შემდეგ - ფსიქოდრამით, რომელიც ჩემს პროფესიასთან ირიბად კავშირშია. მოვინდომე, ამ მიმართულებით განათლება მიმეღო და სასწავლებლად გერმანიაში წავედი.

ახლა საქართველოში ვარ, რადგან კასტინგი გავიარე და "ჩემი ცოლის დაქალებში" მარის როლზე დამამტკიცეს. პერიოდულად ჩავდივარ გერმანიაში, მაგისტრატურაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ აქ გადაღებები აქტიურად დამეწყო და ეს გეგმა დროებით დავაპაუზე. ასევე ჩართული ვარ სოციალური თეატრის საქმიანობაში. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო იქნება. სოციალური თეატრი ინტერაქტიურია, მაყურებელი თავად ერთვება ამ პროცესში, თავად ჰყვება ამბებს და შემდეგ იმპროვიზებულად ხდება გათამაშება. თერაპიის ეფექტიც კი აქვს. ეს მიმართულება ძალზე მაინტერესებს და ბედნიერი ვიქნები, საქართველოში თუ დაფუძნდება და განვითარდება. ახლა მთლიანად "ჩემი ცოლის დაქალებზე" ვარ გადართული.

- შენს პერსონაჟს მარი ჰქვია. მის შესახებ მიამბე, როგორც მსახიობისთვის, ეს პერსონაჟი რითაა საინტერესო?

- საინტერესო იმით არის, რომ ეს ადამიანი ჩემგან სრულიად განსხვავებულია. მსახიობებს კი ასეთი როლები მეტად გვაინტერესებს. მარი ცოტათი შტერი გოგოა, ცოტათი ამბიციური, მიამიტიც, გამაღიზიანებელიც. ფუფუნებაში ნაცხოვრები ქალის სიტუტუცე სჭირს; ცოტათი დაუფიქრებელიც არის, ზედაპირული, რაღაც მომენტში მიუღებელიც და ამ ყველაფრით ძალზე საინტერესოა. ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო ამ პერსონაჟის თამაშისას, მისი ეს თვისებები რომ გამოიკვეთოს, მაგრამ ძალიან შტერი და სულელიც არ გამოჩნდეს.

- როდესაც სცენარი გადმოგიგზავნეს, ბუნებრივია, პერსონაჟის სახე წარმოსახვაში ჩამოგიყალიბდა, მუშაობის პროცესი როგორ დაიწყე? მისი მანერები, საუბრის სტილი, პოლიტიკოსების ოჯახებს დააკვირდი? აქვე გკითხავ, მარის რეალური პროტოტიპი ჰყავს?

- სცენარის წაკითხვისთანავე ჩემი ერთი ნაცნობი ქალბატონი გამახსენდა. ის ყოველთვის საოცარ შეკითხვებს მისვამდა, ლაპარაკობდა ჩემთვის ძალიან უცნაურად და მიუღებლადაც კი; იყო გათამამებული, შეძლებული ფენიდან. გამახსენდა მისი მანერა, გამოხედვა, ცოტათი შტერული შეკითხვები, რომელიც მისთვის ღრმა და შინაარსიანი იყო. ასეთი ადამიანები შეიძლება ნახო ტელევიზიით, ფილმებშიც, ინსპირაცია აიღო მოყოლილი ამბებიდან, წაკითხულიდან... მარი ამ ყველაფრის ნაზავია, თუმცა ის ჩემი ნაცნობი მაინც დომინანტია ამ პერსონაჟში (იცინის). ამ სერიალზე მუშაობა იმიტომ მომწონს, რომ მაყურებელმა ადვილად შეიძლება დაინახოს, როგორი ადამიანები არსებობენ ჩვენს რეალობაში. ზოგიერთმა იქნებ საკუთარი თავიც აღმოაჩინოს, სხვა თვალით შეხედოს და არ მოეწონოს.

- გამოხმაურება როგორია?

- გამოხმაურება ბევრნაირი იყო. ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა შემაფასეს, რამდენად შევძელი როგორც მსახიობმა ამ პერსონაჟის განსახიერება. მიხარია, რომ ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინე, თუმცა თავად რომ ვუყურებ, ვთვლი, უკეთესად თამაშიც შეიძლებოდა. ერთი მეგობრისგან კარგი რჩევა მივიღე. მითხრა, არ წაიკითხო, ვინ რას დაწერს, ზოგიერთი ძალიან სასტიკია, დაუნდობელი, ბოროტიც და გული არ გეტკინოსო.

- როგორ ფიქრობ, ხომ არ გაგინაწყენდებიან ის ადამიანები, ვისაც ეს სტატუსი რეალურად აქვს ცხოვრებაში?

- მგონია, მარისნაირი ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ ასეთები არიან და სწორედ ამიტომაც არიან ასეთები.

- საკუთარი თავის ამოცნობა გაუჭირდებათ?

- ზოგიერთი შეიძლება მიხვდეს კიდეც. ჩემთვის წარმოუდგენელია, ხვდებოდე, ასეთი რომ ხარ და ასე ცხოვრებას აგრძელებდე.

- როგორია შენი და ეკრანული "მეუღლის" - ზვიად დოლიძის ტანდემი?

- ზვიად დოლიძე, გარდა იმისა, რომ კარგი მსახიობია, არის არაჩვეულებრივი პარტნიორი. ის თამაშს მიმარტივებს, ძალიან ბუნებრივია. ჩემი აზრით, ჩვენი სცენები ძალიან ორგანულია და არა - ხელოვნური. ხშირად მიწევს მზია გეწაძესთან დიალოგი. ის მსახიობი არ არის და ეს რომ გავიგე, თავიდან თითქოს დავიძაბე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახე, როგორ კონტაქტობს გადასაღებ მოედანზე, რამდენად ადვილად აუღო ალღო, რამდენად მარტივად ითვისებს რეჟისორის მითითებას, ეს დაძაბულობა მომეხსნა. შეიძლება ითქვას, პარტნიორებში გამიმართლა.

- კადრს მიღმა სახალისო ამბები ხშირად ხდება?

- კადრს მიღმა დარჩენილი ამბები ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით სახალისოა, როცა მსახიობს იუმორის გრძნობა აქვს. ეს თამამად შეიძლება ითქვას ზვიადზე და თავადაც არ ვუჩივი ნაკლებობას. ზოგჯერ გადაღება რომ სრულდება, სულელურად წამოცდენილ ფრაზაზე ხუმრობას მერეც ვაგრძელებთ. ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა ამიტომ მიყვარს.

- თავიდანვე აღნიშნე, მარი ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანიაო, მასთან საერთოს ვერაფერს პოულობ?

- (ფიქრობს) ძალიან მიჭირს, შეიძლება რაღაც მომენტში მეც ფეთქებადი ხასიათი გამოვავლინო და მერე დავმშვიდდე, მხოლოდ ეს უმნიშვნელო მსგავსებაა. ეს ქალი საერთოდ სხვაგან არის, მხოლოდ თავის სივრცეს ხედავს, საკუთარი კეთილდღეობის იქით არაფერი აინტერესებს. არც ის ადარდებს, როცა მეუღლე შეურაცხყოფას აყენებს, მხოლოდ იმის გამო, რომ იმ მომენტში გაცხარებულია. ეს ჩემი პერსონაჟისთვის ნორმაა და მისაღებია. მაყურებელი ამ პრობლემას სწორად თუ შეხედავს, ეს კარგი იქნება.

- შენს რეალურ ოჯახზე რას გვეტყვი?

- ერთი შვილი მყავს, ნიკოლოზი. უკვე 20 წლის არის. მეუღლესთან დაშორებული ვარ, ჩემი იდუმალი პირადი ცხოვრება მაქვს. მაყურებელს ყოველთვის აინტერესებს მსახიობების პირადი ცხოვრება, მაგრამ გადავწყვიტე, არ მოვყვე.

- ნიკოლოზზე რას გვეტყვი?

- ნიკოლოზი არის ჩემი ბედნიერება. ძალიან კარგი, ნიჭიერი ბიჭია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი შვილია. მან გადაწყვიტა რეჟისურაში იმუშაოს, სცენარებსაც წერს, ახლახან მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ძალიან ღრმა და დაკვირვებულია, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მახარებს, ისაა, რომ კარგი ადამიანია, ეს კი უმთავრესია.

- მისგან როგორი შეფასება მოისმინე?

- ძალიან კრიტიკული და მომთხოვნია, ამავე დროს დიპლომატიც. დადებით შეფასებასთან ერთად კრიტიკაც მოვისმინე, სათქმელის ყველა დეტალი სწორად მომაწოდა, რაც უკვე გავითვალისწინე და დამეხმარა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილის შეფასებაა, რადგან მას სხვაგვარი ხედვა, სხვანაირი ცოდნა აქვს და სხვაგვარად ვითარდება, ერთ პრიზმაში არ იყურება....წაიკითხეთ სრულად