საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი?.." - როგორ ეხმაურება შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე კობახიძის განცხადებას
"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი?.." - როგორ ეხმაურება  შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე კობახიძის განცხადებას

მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე, რო­მე­ლიც 3 აგ­ვის­ტოს შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მე­უღ­ლეს­თან და მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად მე­წყერ­ში მოჰ­ყვა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"გა­დარ­ჩე­ნა დაგ­ვა­მად­ლეს, მა­ტყუ­ა­რე­ბიც გვი­წო­დეს და რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი? 3 აგ­ვის­ტო­დან 11 დღე გა­ვი­და. იქ­ნებ, ჯერ მო­გე­კი­თხეთ მა­ინც რო­მე­ლი­მე", - წერს ბე­რი­ა­ნი­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".

ცნო­ბის­თვის, დღეს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ოფის­ში ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს უპა­სუ­ხა. მისი თქმით, 3 აგ­ვის­ტოს "ვი­საც მის­წვდა ღვარ­ცო­ფუ­ლი მასა, გა­დარ­ჩე­ნის შან­სი, უბ­რა­ლოდ, არ ჰქონ­დათ".

"იყო ასე­ვე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს ერთ-ერთი ბავ­შვი 3 სა­ა­თი ებ­რძო­და ღვარ­ცოფს, რაც არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტყუ­ი­ლი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო იქ პრო­ცე­სი. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, სტი­ქია იყო მყი­სი­ე­რი... სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ვი­ღაც 3 სა­ა­თი ებ­რძო­და სტი­ქი­ას, უბ­რა­ლოდ არის ცა­რი­ე­ლი ტყუ­ი­ლი", - თქვა კო­ბა­ხი­ძემ.

კო­ბა­ხი­ძემ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მე­წყერ­ში დის­შვილ­თან ერ­თად მო­ყო­ლილ და­ვით ჯე­ლა­ძის შე­სა­ხებ და გა­ნა­ცხა­და, რომ ეეჭ­ვე­ბა, რე­ა­ლუ­რად გა­და­ლა­ხა თუ არა ჯე­ლა­ძემ გზა, სას­ტუმ­როს "სან­სეთ შოვ­ში" სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს გა­დას­ვლის მიზ­ნით.

აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუქ­ში" გა­მო­ეხ­მა­უ­რა და­ვით ჯე­ლა­ძე: "ვა­ი­მეე, ამას რას მო­ვუს­მი­ნე, ეს რა თქვი", - და­წე­რა მან.

შე­გახ­სე­ნებთ, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­წყერს 24 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მაშ­ვე­ლე­ბი ათამ­დე და­კარ­გულს ეძე­ბენ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაჭველი
11

რა შუაშია აქ რუსეთი?. კაცმა სიმართლე თქვა ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა შეუძლებელი იყოო. მადლობა უფალს,რომ გადარჩით, მაგრამ აღარ გინდათ ,,გმირის,,მანტიის მორგება. იქნებ თქვენზე უკეთესი ვაჟკაცები იყვნენ შუაგულში.

ლია
13

თქვენ რომ ჭკუა გქონდეთ, კობახიძეს სართოდ გაიყვანდით საჯარო სივრციდან,ნამეტანი ქერქეტაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი?.." - როგორ ეხმაურება შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე კობახიძის განცხადებას

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი?.." - როგორ ეხმაურება  შოვის ტრაგედიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე კობახიძის განცხადებას

მარიამ ბერიანიძე, რომელიც 3 აგვისტოს შოვში, სტიქიის ზონაში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მეწყერში მოჰყვა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა. იქნებ, ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე", - წერს ბერიანიძე "ფეისბუქში".

ცნობისთვის, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, 3 აგვისტოს "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი, უბრალოდ, არ ჰქონდათ".

"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა მეწყერში დისშვილთან ერთად მოყოლილ დავით ჯელაძის შესახებ და განაცხადა, რომ ეეჭვება, რეალურად გადალახა თუ არა ჯელაძემ გზა, სასტუმროს "სანსეთ შოვში" საპირისპირო მხარეს გადასვლის მიზნით.

აღნიშნულ განცხადებას "ფეისბუქში" გამოეხმაურა დავით ჯელაძე: "ვაიმეე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი", - დაწერა მან.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა.

ბოლო ინფორმაციით, მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ათამდე დაკარგულს ეძებენ.

ასევე იხილეთ: