რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესას სამჯერ შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და 15 დრონი და "კალიბრის" ტიპის 8 რაკეტა ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
"მტერმა ღამით სამჯერ შეუტია ოდესის ოლქს, გამოიყენა დრონების ორი ტალღა, სულ 15 ცალი და "კალიბრის" ტიპის საზღვაო ბაზირების 8 რაკეტა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს", - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.
გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების ჩამოგდების შედეგად, ნამსხვრევებით დაზიანდა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელი და სუპერმარკეტი, დაშავდა სამი ადამიანი. ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად რამდენიმე კორპუსის მინები და აივნები, ასევე ავტომობილები დაზიანდა.
სხვათა შორის, ნებისმიერი რაკეტა გრავიტაციის ძალით დედამიწის ზედაპირზე ნადგურდება.
აბა გვიან გაზაფხულს უკრაინა იწყებს შეტევასო? რუსებს რაკეტები აღარ აქვთო?
უკრაინელებს უკვე ცოცხალი ძალის პრობლემებიც დაეწყოთ. ამ ომს ალბათ რამოდენიმე წელს გააგრძელებენ და ბოლოს შეეშვებიან რუსეთს. ასეთი პირი უჩანს, ესენი (ევროპა...) რუსებს კი ვერ დაღლიან და დაასუსტებენ, მალე თვითონ დასუსტდებიან. უკრაინელები რა თქმა უნდა ფეხებზე კიდიათ, მაგრამ ამ უკრაინის მთავრობას რა ჯანდაბად უღირთ ასეთი ფული და სიცოცხლე......
ეს ჩვენი მთავრობა ხომ ყველაფერში უუნაროები არიან, მაგრამ მაგით მაინც არიან ცოტა დასაფასებელი რომ უკრაინელებს და ათასი მტრის რჩევას არ აყვნენ და იმ ომის ხაფანგში არ გაგვაბეს.