სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალეკო მალხაზიშვილს ტელეფონზე რომ დავურეკე და გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ხმა შეეცვალა" - რატომ დატოვეს "კომედი ჯგუფი" იუმორისტებმა და როგორია მათი ჩანაფიქრი
"ალეკო მალხაზიშვილს ტელეფონზე რომ დავურეკე და გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ხმა შეეცვალა" - რატომ დატოვეს "კომედი ჯგუფი" იუმორისტებმა და როგორია მათი ჩანაფიქრი

იუ­მო­რის­ტებ­მა თემო ნი­ქა­ბა­ძემ, გივი პა­პა­ვამ და გი­ორ­გი ჩირ­გა­ძემ 7-წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, "კო­მე­დი ჯგუ­ფის" და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. რა გახ­და ამის მი­ზე­ზი, რო­გორ იხ­სე­ნე­ბენ გუნდთან ერ­თად გა­ტა­რე­ბულ 7 წელს და რო­გო­რია მათი სა­მო­მავ­ლო გეგ­მა? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თემო და გივი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

- "კო­მე­დი ჯგუ­ფი­დან" წა­მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა­ტომ მი­ი­ღეთ?

გივი:

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად არ მიგ­ვი­ღია. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია ის გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ამ ჯგუფ­თან ერ­თად, 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­ვიგ­როვ­და, სხვაგ­ვა­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

თემო:

- "კო­მე­დი ჯგუფ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გი იყო, მაგ­რამ სი­ახ­ლის დრო დად­გა, ახლა ბედს ცო­ტა­თი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვცდით და ახალ გა­მოწ­ვე­ვებს შე­ვე­ჭი­დე­ბით.

გივი:

- მე, თე­მომ და გი­ორ­გი ჩირ­გა­ძემ იუ­თუბ-გვერ­დი გა­ვა­კე­თეთ, რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა უკვე ჩა­ვუშ­ვით და სურ­ვი­ლი გვაქვს, მო­მა­ვალ­შიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მუ­შა­ოთ. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, ტე­ლე­ვი­ზია დრო­ე­ბით დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა.

- დრო­ე­ბით?

- სა­ვა­რა­უ­დოდ.

- სხვა არ­ხი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ხომ არ ელო­დე­ბით?

- ჩვე­ნი მი­ზა­ნი იუ­თუბ-არ­ხის - "სა­ხა­ზა­ვი" გან­ვი­თა­რე­ბაა.

- ხომ შე­გეძ­ლოთ, ეს საქ­მე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გე­კე­თე­ბი­ნათ?

- ასეც ვა­კე­თებ­დით, მაგ­რამ სულ დრო­ის დე­ფი­ცი­ტი გვქონ­და. გვინ­და არხი ისე და იმ ფორ­მით გან­ვა­ვი­თა­როთ, რო­გორც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გვაქვს.

- რო­გორ მი­ი­ღო გუნ­დმა თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- რთუ­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბაც და დამ­შვი­დო­ბე­ბაც. რო­გორც ჩვენ, ასე­ვე გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს გული ძა­ლი­ან დაგ­ვწყდა. იყო სენ­ტი­მენ­ტე­ბი, მე­სი­ჯე­ბი, ბევ­რი თბი­ლი სი­ტყვა; ისე­თი ემო­ცი­ე­ბი, თვალ­ზე ცრემ­ლი რომ მო­გად­გე­ბა, მაგ­რამ არა უშავს, ჩვე­ნი გზე­ბი მო­მა­ვალ­ში ალ­ბათ ისევ გა­და­იკ­ვე­თე­ბა. რაც და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, ისაა, რომ მე­გობ­რო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. მარ­თა­ლია, გუნ­დი­დან წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მათ გვერ­დით ვიქ­ნე­ბი და თუ დავ­ჭირ­დე­ბით, მხარ­ში ამო­ვუდ­გე­ბით. ამ ადა­მი­ა­ნებ­თან გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­რო­ვა.

თემო:

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად არც ოჯა­ხის­თვის, არც მე­გობ­რე­ბის­თვის დრო არ გვრჩე­ბო­და. ამ ეტაპ­ზე ცო­ტას და­ვის­ვე­ნებთ, თან კა­რი­ე­რუ­ლა­დაც ასე ვამ­ჯო­ბი­ნეთ. ის წლე­ბი, რო­მე­ლიც ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, ძალ­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი იყო.

რო­დე­საც "მან­სან­კან­ში" თა­მა­შობ, შენ­თვის მთა­ვა­რი მწვერ­ვა­ლი "კო­მე­დი შოუა". ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი, ამ ჯგუფ­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი და როცა ოც­ნე­ბა ამიხ­და, ეს იყო უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვა, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. გავ­ხდი იმ გუნ­დის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკ­რან­ზე ვუ­ყუ­რებ­დი. მინ­და ჟურ­ნა­ლის "გზა" სა­შუ­ა­ლე­ბით მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს: მსა­ხი­ო­ბებს, სცე­ნა­რის­ტებს, კა­მე­რებს მიღ­მა მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს. ყო­ველ­თვის მათი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი.

- თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად ვის უთხა­რით?

გივი:

- ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილს ტე­ლე­ფონ­ზე და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი. გა­ნი­ცა­და, ხმა შე­ეც­ვა­ლა. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ხალ­ხმაც ამ გუნ­დი­დან გა­მიც­ნო და შე­მიყ­ვა­რა.

- ამ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რთუ­ლი დღე­ე­ბიც გქონ­დათ. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, გუნ­დის ორად გა­ყო­ფა, შემ­დეგ არხზე დარ­ჩე­ნი­ლე­ბის სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­დას­ვლა... ამ პე­რი­ოდს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- რა თქმა უნდა, უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი იყო, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დგო­მით გა­და­ვა­გო­რეთ. ალე­კო ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­თან პი­რა­დად მი­დი­ო­და, ცდი­ლობ­და გა­ემ­ხი­ა­რუ­ლე­ბი­ნა, იმ ადა­მი­ა­ნამ­დე მა­შინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ისე მძაფ­რად არ მი­ე­ტა­ნა, რო­გო­რიც იყო.

- ახლა თუ იყო მცდე­ლო­ბა, გა­და­გე­ფიქ­რე­ბი­ნათ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

თემო:

- რა თქმა უნდა, ეს მცდე­ლო­ბაც იყო, მაგ­რამ... "კო­მე­დი ჯგუფ­ში" იმ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, მჯე­რა, მათი სკეტ­ჩე­ბი ისე­თი­ვე კარ­გი და ლაღი სა­ყუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც ადრე იყო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ყუ­რე­ბე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბას ისევ მი­ი­ღებს. ჩემ­თვის, გი­ვის­თვის, გი­ორ­გის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ გუნ­დის გა­რე­შე ყოფ­ნა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი ამ­ბე­ბიც ხდე­ბა.

- კარ­გი იუ­მო­რის კე­თე­ბა მარ­ტი­ვი არ არის, რთუ­ლია ეკ­რა­ნი­დან გა­ა­ცი­ნო მა­ყუ­რე­ბე­ლი. ამ სირ­თუ­ლეს, სა­ნამ გა­და­ღე­ბებ­ში ჩა­ერ­თვე­ბო­დით, აღიქ­ვამ­დით?

- ძა­ლი­ან რთუ­ლია მო­ი­ფიქ­რო სი­უ­ჟე­ტი, და­წე­რო კარ­გი ხუმ­რო­ბა. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ხომ ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ყვე­ლას რა­ღაც პრობ­ლე­მა აქვს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ი­ვი­წყო და კა­მე­რის წინ რომ დად­გე­ბი, რო­გორ ცუდ ხა­სი­ათ­ზეც უნდა იყო, უნდა ითა­მა­შო. იუ­მო­რის კე­თე­ბა ურ­თუ­ლე­სი საქ­მეა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ალეკო მალხაზიშვილს ტელეფონზე რომ დავურეკე და გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ხმა შეეცვალა" - რატომ დატოვეს "კომედი ჯგუფი" იუმორისტებმა და როგორია მათი ჩანაფიქრი

"ალეკო მალხაზიშვილს ტელეფონზე რომ დავურეკე და გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ხმა შეეცვალა" - რატომ დატოვეს "კომედი ჯგუფი" იუმორისტებმა და როგორია მათი ჩანაფიქრი

იუმორისტებმა თემო ნიქაბაძემ, გივი პაპავამ და გიორგი ჩირგაძემ 7-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, "კომედი ჯგუფის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. რა გახდა ამის მიზეზი, როგორ იხსენებენ გუნდთან ერთად გატარებულ 7 წელს და როგორია მათი სამომავლო გეგმა? - ამ ყველაფერზე თემო და გივი გვესაუბრებიან.

- "კომედი ჯგუფიდან" წამოსვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

გივი:

- ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიგვიღია. ჩვენი სურვილია ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად, 7 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა, სხვაგვარად გამოვიყენოთ.

თემო:

- "კომედი ჯგუფთან" თანამშრომლობა მართლა ძალიან კარგი იყო, მაგრამ სიახლის დრო დადგა, ახლა ბედს ცოტათი სხვა მიმართულებით ვცდით და ახალ გამოწვევებს შევეჭიდებით.

გივი:

- მე, თემომ და გიორგი ჩირგაძემ იუთუბ-გვერდი გავაკეთეთ, რამდენიმე გადაცემა უკვე ჩავუშვით და სურვილი გვაქვს, მომავალშიც ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ტელევიზია დროებით დაგვეტოვებინა.

- დროებით?

- სავარაუდოდ.

- სხვა არხიდან შემოთავაზებას ხომ არ ელოდებით?

- ჩვენი მიზანი იუთუბ-არხის - "სახაზავი" განვითარებაა.

- ხომ შეგეძლოთ, ეს საქმე ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად გეკეთებინათ?

- ასეც ვაკეთებდით, მაგრამ სულ დროის დეფიციტი გვქონდა. გვინდა არხი ისე და იმ ფორმით განვავითაროთ, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს.

- როგორ მიიღო გუნდმა თქვენი გადაწყვეტილება?

- რთული იყო გადაწყვეტილების მიღებაც და დამშვიდობებაც. როგორც ჩვენ, ასევე გუნდის თითოეულ წევრს გული ძალიან დაგვწყდა. იყო სენტიმენტები, მესიჯები, ბევრი თბილი სიტყვა; ისეთი ემოციები, თვალზე ცრემლი რომ მოგადგება, მაგრამ არა უშავს, ჩვენი გზები მომავალში ალბათ ისევ გადაიკვეთება. რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მეგობრობა გაგრძელდება. მართალია, გუნდიდან წამოვედი, მაგრამ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები და თუ დავჭირდებით, მხარში ამოვუდგებით. ამ ადამიანებთან გატარებულმა წლებმა უდიდესი გამოცდილება დამიგროვა.

თემო:

- ტელევიზიაში მუშაობა ძალიან რთულია, ფაქტობრივად არც ოჯახისთვის, არც მეგობრებისთვის დრო არ გვრჩებოდა. ამ ეტაპზე ცოტას დავისვენებთ, თან კარიერულადაც ასე ვამჯობინეთ. ის წლები, რომელიც ერთად გავატარეთ, ძალზე ნაყოფიერი იყო.

როდესაც "მანსანკანში" თამაშობ, შენთვის მთავარი მწვერვალი "კომედი შოუა". ბავშვობიდან ვოცნებობდი, ამ ჯგუფში მოვხვედრილიყავი და როცა ოცნება ამიხდა, ეს იყო უდიდესი გამოწვევა, ძალიან ვნერვიულობდი. გავხდი იმ გუნდის ნაწილი, რომელსაც წლების განმავლობაში ეკრანზე ვუყურებდი. მინდა ჟურნალის "გზა" საშუალებით მადლობა გადავუხადო გუნდის თითოეულ წევრს: მსახიობებს, სცენარისტებს, კამერებს მიღმა მომუშავე ადამიანებს. ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები.

- თქვენი გადაწყვეტილების შესახებ პირველად ვის უთხარით?

გივი:

- ალეკო მალხაზიშვილს ტელეფონზე დავურეკე და ვუთხარი. განიცადა, ხმა შეეცვალა. ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ხალხმაც ამ გუნდიდან გამიცნო და შემიყვარა.

- ამ 7 წლის განმავლობაში რთული დღეებიც გქონდათ. ტელევიზიაში განვითარებული ცნობილი მოვლენები, გუნდის ორად გაყოფა, შემდეგ არხზე დარჩენილების სხვა ტელევიზიაში გადასვლა... ამ პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

- რა თქმა უნდა, უმძიმესი დღეები იყო, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომით გადავაგორეთ. ალეკო ყველა თანამშრომელთან პირადად მიდიოდა, ცდილობდა გაემხიარულებინა, იმ ადამიანამდე მაშინდელი მდგომარეობა ისე მძაფრად არ მიეტანა, როგორიც იყო.

- ახლა თუ იყო მცდელობა, გადაგეფიქრებინათ მიღებული გადაწყვეტილება?

თემო:

- რა თქმა უნდა, ეს მცდელობაც იყო, მაგრამ... "კომედი ჯგუფში" იმდენი ნიჭიერი ადამიანი მუშაობს, მჯერა, მათი სკეტჩები ისეთივე კარგი და ლაღი საყურებელი იქნება, როგორიც ადრე იყო. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი სიამოვნებას ისევ მიიღებს. ჩემთვის, გივისთვის, გიორგისთვის ძალიან რთულია ამ გუნდის გარეშე ყოფნა, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი ამბებიც ხდება.

- კარგი იუმორის კეთება მარტივი არ არის, რთულია ეკრანიდან გააცინო მაყურებელი. ამ სირთულეს, სანამ გადაღებებში ჩაერთვებოდით, აღიქვამდით?

- ძალიან რთულია მოიფიქრო სიუჟეტი, დაწერო კარგი ხუმრობა. ყველა ადამიანი ხომ ძალიან ინდივიდუალურია, ყველას რაღაც პრობლემა აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო და კამერის წინ რომ დადგები, როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა იყო, უნდა ითამაშო. იუმორის კეთება ურთულესი საქმეა...წაიკითხეთ სრულად