საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თინა ბოკუჩავას ვეკითხები: 2011 წლის 18 ივნისს რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი რომ შეიწირა, მაშინ რატომ არ შექმენით კომისია, რატომ?.." - მზია გოგალაძე
"თინა ბოკუჩავას ვეკითხები: 2011 წლის 18 ივნისს რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი რომ შეიწირა, მაშინ რატომ არ შექმენით კომისია, რატომ?.." - მზია გოგალაძე

2011 წლის 18 ივ­ნისს რი­კოთ­ზე მო­ვარ­დნილ­მა ღვარ­ცოფ­მა 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. სტი­ქი­ამ მთლი­ა­ნად წა­ლე­კა კვე­ბის ობი­ექ­ტი ”რი­კო­თი”. ხუთი და­ღუ­პუ­ლი ობი­ექ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი გახ­ლდათ, წყალ­მა 12 წლის გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცა, რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად მდი­ნა­რე­ზე სა­ცალ­ფე­ხო ხი­დით გა­და­დი­ო­და. ის ნა­თე­სა­ვებ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის იყო მო­ქა­ლა­ქე მზია გო­გა­ლა­ძის რძა­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი. შოვ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას გო­გა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა. ქალი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს და წერს, რომ იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ გა­მო­ი­ძია, თუ რა მოხ­და იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს...

მზია გო­გა­ლა­ძე:

"თავს ვი­კა­ვებ­დი ამ უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის დროს რა­მის თქმის­გან, მაგ­რამ თინა ბო­კუ­ჩა­ვას ვე­კი­თხე­ბი: 2011 წლის 18 ივ­ნისს რი­კოთ­ზე მო­ვარ­დნილ­მა ღვარ­ცოფ­მა 6 ადა­მი­ა­ნი რომ შე­ი­წი­რა, მათ შო­რის ჩემი რძა­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი. ბავ­შვე­ბით სავ­სე ავ­ტო­ბუ­სი რომ გა­ი­ტა­ცა და ჩა­მარ­ხა ღვარ­ცოფ­მა, იქ მყოფ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად რომ გა­და­არ­ჩი­ნეს ეს ბავ­შვე­ბი, მა­შინ რა­ტომ არ შექ­მე­ნით კო­მი­სია, რა­ტომ? და­ად­გი­ნეთ, რა მოხ­და მა­შინ?

"რი­კო­თის უღელ­ტე­ხი­ლის მახ­ლობ­ლად მო­ვარ­დნილ­მა ღვარ­ცოფ­მა 6 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა და აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­კავ­ში­რე­ბელ ორ­კი­ლო­მეტ­რი­ან გვი­რაბ­თან მდე­ბა­რე მთა­ვა­რი გზა და­ა­ზი­ა­ნა"

"შა­ბათს სა­ღა­მოს რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე მო­ვარ­დნილ­მა ღვარ­ცოფ­მა და მე­წყერ­მა 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. 2 ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. მაშ­ვე­ლე­ბი და­კარ­გუ­ლებს კვი­რას, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ ეძებ­დნენ. დად­გე­ნი­ლია, რომ და­ღუ­პუ­ლე­ბი რეს­ტო­რან "რი­კო­თის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მი­სა და სე­ტყვის შემ­დეგ მთი­დან მე­წყე­რი და ნი­აღ­ვა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­მო­ვი­და."

ესაა ამო­ნა­რი­დე­ბი მა­შინ­დე­ლი პრე­სი­დან.

ხოდა ახლა ვე­კი­თხე­ბი მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ახლა რომ გაჰ­ყვი­რი­ან:

1) რა­ტომ ვერ მო­ახ­დი­ნეთ პრე­ვენ­ცია, მი­თუ­მე­ტეს იქ მყინ­ვა­რი არ არის.

2) რა­ტომ არ გქონ­დათ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი აპა­რა­ტუ­რა, რა­ტომ?

რა მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა გაქვთ თქვენ, დღეს რამე მო­ი­თხო­ვოთ?

ანუ რა გა­მო­დის? თქვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ღვარ­ცო­ფის გა­ტა­ნე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლე სტი­ქი­ის ბრა­ლია და ახ­ლაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის? ხომ იყო აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, რა­ტომ არ და­ა­ყე­ნეთ სა­სიგ­ნა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი.

3) რა­ტომ არ შექ­მე­ნით სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია.

უბ­რა­ლოდ, 2011 წელს, მას­შტა­ბი იყო მცი­რე და მსხვერ­პლი ნაკ­ლე­ბი და უფალ­მა მი­წა­ში ჩა­მარ­ხულ ბავ­შვე­ბით სავ­სე ავ­ტო­ბუსს იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­უგ­ზავ­ნა მხსნე­ლად, თო­რემ მსხვერ­პლი გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბო­და.

ამ პოს­ტით არ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ შო­ვის ეს უდი­დე­სი ტრა­გე­დია გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი დარ­ჩეს და კი­თხვე­ბი არ და­ის­ვას.

გა­მო­ძი­ე­ბუ­ლიც უნდა იყოს და კი­თხვებ­ზეც პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს.

უბ­რა­ლოდ, მათ, ვინც ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა ყვი­რი­ან დღეს, 2011 წელს ვე­რა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ ჩემი რძა­ლი არ და­ღუ­პუ­ლი­ყო, არ და­ღუ­პუ­ლი­ყო პა­ტა­რა ბავ­შვი, არ და­ღუ­პუ­ლი­ყო 6 ადა­მი­ა­ნი და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს არ გა­მო­ევ­ლოთ ის სა­ში­ნე­ლე­ბა, მი­წა­ში ჩა­მარ­ხვა რომ ჰქვია ცო­ცხლად.

მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ გაქვთ, არა!..“

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

მართალს ამბობს ეს ქალბატონი, როცა ჭირდებათ მაშინ წივიან და კივიან, ხოლო მაგათ დროს თუ რამე მოხდა მსგავსი ეს ალბათ სასარგებლო იყო არა ქვეყნისთვის

ნინო
17

რადგან მაშინ არ შეიქმნა კომისია, ახლა უარესი უნდა გაკეთდეს????? რა ლოგიკაა ეს საერთოდ???? პატარა ბავშვის:,, აი, შენ რომ შოკოლადი არ მომეცი მაშინ, არც მე მოგცემ"....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თინა ბოკუჩავას ვეკითხები: 2011 წლის 18 ივნისს რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი რომ შეიწირა, მაშინ რატომ არ შექმენით კომისია, რატომ?.." - მზია გოგალაძე

"თინა ბოკუჩავას ვეკითხები: 2011 წლის 18 ივნისს რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი რომ შეიწირა, მაშინ რატომ არ შექმენით კომისია, რატომ?.." - მზია გოგალაძე

2011 წლის 18 ივნისს რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიამ მთლიანად წალეკა კვების ობიექტი ”რიკოთი”. ხუთი დაღუპული ობიექტის თანამშრომელი გახლდათ, წყალმა 12 წლის გოგონა გაიტაცა, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად მდინარეზე საცალფეხო ხიდით გადადიოდა. ის ნათესავებმა მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილებს შორის იყო მოქალაქე მზია გოგალაძის რძალი და შვილიშვილი. შოვში მომხდარ ტრაგედიას გოგალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. ქალი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს და წერს, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ არ გამოიძია, თუ რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს...

მზია გოგალაძე:

"თავს ვიკავებდი ამ უდიდესი ტრაგედიის დროს რამის თქმისგან, მაგრამ თინა ბოკუჩავას ვეკითხები: 2011 წლის 18 ივნისს რიკოთზე მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი რომ შეიწირა, მათ შორის ჩემი რძალი, სიცოცხლით სავსე ადამიანი და მცირეწლოვანი ბავშვი. ბავშვებით სავსე ავტობუსი რომ გაიტაცა და ჩამარხა ღვარცოფმა, იქ მყოფმა ადამიანებმა სიცოცხლის რისკის ფასად რომ გადაარჩინეს ეს ბავშვები, მაშინ რატომ არ შექმენით კომისია, რატომ? დაადგინეთ, რა მოხდა მაშინ?

"რიკოთის უღელტეხილის მახლობლად მოვარდნილმა ღვარცოფმა 6 ადამიანი იმსხვერპლა და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ორკილომეტრიან გვირაბთან მდებარე მთავარი გზა დააზიანა"

"შაბათს საღამოს რიკოთის უღელტეხილზე მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველები დაკარგულებს კვირას, მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. დადგენილია, რომ დაღუპულები რესტორან "რიკოთის" თანამშრომლები იყვნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გადაუღებელი წვიმისა და სეტყვის შემდეგ მთიდან მეწყერი და ნიაღვარი მოულოდნელად წამოვიდა."

ესაა ამონარიდები მაშინდელი პრესიდან.

ხოდა ახლა ვეკითხები მაშინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ახლა რომ გაჰყვირიან:

1) რატომ ვერ მოახდინეთ პრევენცია, მითუმეტეს იქ მყინვარი არ არის.

2) რატომ არ გქონდათ გამაფრთხილებელი აპარატურა, რატომ?

რა მორალური უფლება გაქვთ თქვენ, დღეს რამე მოითხოვოთ?

ანუ რა გამოდის? თქვენი მმართველობის პერიოდში ღვარცოფის გატანებული სიცოცხლე სტიქიის ბრალია და ახლაა ხელისუფლების? ხომ იყო აყვავებული ქვეყანა, რატომ არ დააყენეთ სასიგნალო მოწყობილობები.

3) რატომ არ შექმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

უბრალოდ, 2011 წელს, მასშტაბი იყო მცირე და მსხვერპლი ნაკლები და უფალმა მიწაში ჩამარხულ ბავშვებით სავსე ავტობუსს იქ მყოფი ადამიანები გამოუგზავნა მხსნელად, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.

ამ პოსტით არ ვგულისხმობ იმას, რომ შოვის ეს უდიდესი ტრაგედია გამოუძიებელი დარჩეს და კითხვები არ დაისვას.

გამოძიებულიც უნდა იყოს და კითხვებზეც პასუხი უნდა გაეცეს.

უბრალოდ, მათ, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირიან დღეს, 2011 წელს ვერაფერი გააკეთეს, რომ ჩემი რძალი არ დაღუპულიყო, არ დაღუპულიყო პატარა ბავშვი, არ დაღუპულიყო 6 ადამიანი და სკოლის მოსწავლეებს არ გამოევლოთ ის საშინელება, მიწაში ჩამარხვა რომ ჰქვია ცოცხლად.

მორალური უფლება არ გაქვთ, არა!..“