კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წუხელ მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეჩერდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა მდგომარეობაა ახლა?
წუხელ მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეჩერდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა მდგომარეობაა ახლა?

მოს­კო­ვის ორ აე­რო­პორ­ტში ვნუ­კო­ვო­სა და დო­მო­დე­დო­ვო­ში 10 აგ­ვის­ტოს ღა­მით, თვითმფრი­ნა­ვე­ბის მი­ღე­ბა და გამ­გზავ­რე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო. ამის შე­სა­ხებ REN TV-ს სა­ჰა­ე­რო ნავ­სად­გუ­რე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

პირ­ვე­ლი აე­რო­პორ­ტი, სა­დაც შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და, იყო ვნუ­კო­ვო. პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ოქ­სა­ნა სო­კო­ლო­ვას თქმით, თვითმფრი­ნა­ვე­ბის მი­ღე­ბა და გაშ­ვე­ბა 02:43-დან 05:15 სა­ა­თამ­დე შე­ჩერ­და.

"მოს­კო­ვის დო­მო­დე­დო­ვოს აე­რო­პორ­ტში და­წეს­და დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი თვითმფრი­ნა­ვე­ბის მი­ღე­ბა­სა და გამ­გზავ­რე­ბა­ზე. შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებ­და 02:59 სა­ა­თი­დან 05:15 სა­ა­თამ­დე", - გა­ნუ­ცხა­და REN TV-ს დო­მო­დე­დო­ვოს აე­რო­პორ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სეი არ­ტე­მენ­კომ.

დღე­ი­სათ­ვის ორი­ვე აე­რო­პორ­ტში ფრე­ნა აღ­დგე­ნი­ლია. რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ზო­მე­ბი იქნა მი­ღე­ბუ­ლი ვნუ­კო­ვო­სა და დო­მო­დე­დო­ვოს აე­რო­პორ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. აე­რო­პორ­ტე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტაბ­ლო­ე­ბის მი­ხედ­ვით, სულ მცი­რე 11 რე­ი­სი შე­ჩერ­და, შე­ზღუდ­ვე­ბი ღა­მის 2-დან დი­ლით 5 სა­ა­თამ­დე მოქ­მე­დებ­და.

შე­ზღუდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ცნო­ბი­ლი არ არის, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში წერ­დნენ, რომ ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სა­ჰა­ე­რო სივ­რცი­დან მო­მა­ვალ სა­ვა­რა­უ­დო საფრ­თხე­ებ­თან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა იყო მოს­კო­ვის ოლ­ქის ქა­ლაქ სერ­გი­ევ-პო­სად­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბა პი­რო­ტექ­ნი­კის სა­წყობ­ში მოხ­და. და­ი­ღუ­პა 1, და­შა­ვე­ბუ­ლია ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი.

გარ­და ამი­სა, წუ­ხელ მოს­კო­ვის მე­რი­ამ კვლავ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბა­ზე. მოს­კო­ვის მე­რის, სერ­გეი სო­ბი­ა­ნი­ნის თქმით, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ორი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს, რომ­ლე­ბიც მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიფ­რი­ნავ­დნენ.

დრო­ე­ბით თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც. უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, ასე­ვე მო­ი­გე­რი­ეს უკ­რა­ი­ნის 11 დრო­ნით თავ­დას­ხმა ანექ­სი­რე­ბუ­ლი სე­ვას­ტო­პო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამას­თა­ნა­ვე, მოს­კოვ­ში 10 აგ­ვის­ტოს ღა­მით "დო­მო­დე­დო­ვოს­თან" ხან­ძრი­სა და აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, ხან­ძა­რი ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე გა­ზის ბა­ლო­ნე­ბის აფეთ­ქე­ბამ გა­მო­იწ­ვია. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნახ­მად, ხან­ძა­რი სო­ფელ კონ­სტან­ტი­ნო­ვო­ში იყო, სა­ი­და­ნაც აე­რო­პორ­ტი 10 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
0

ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე ვავა უკრაინე 

Qeto
4

მივესალმებით! მალე სულ გაჩერებულიყოს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

წუხელ მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეჩერდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა მდგომარეობაა ახლა?

წუხელ მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეჩერდა - რა გახდა ამის მიზეზი და რა მდგომარეობაა ახლა?

მოსკოვის ორ აეროპორტში ვნუკოვოსა და დომოდედოვოში 10 აგვისტოს ღამით, თვითმფრინავების მიღება და გამგზავრება შეზღუდული იყო. ამის შესახებ REN TV-ს საჰაერო ნავსადგურების პრესსამსახურში განუცხადეს.

პირველი აეროპორტი, სადაც შეზღუდვები დაწესდა, იყო ვნუკოვო. პრესსამსახურის ხელმძღვანელის ოქსანა სოკოლოვას თქმით, თვითმფრინავების მიღება და გაშვება 02:43-დან 05:15 საათამდე შეჩერდა.

"მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში დაწესდა დროებითი შეზღუდვები თვითმფრინავების მიღებასა და გამგზავრებაზე. შეზღუდვები მოქმედებდა 02:59 საათიდან 05:15 საათამდე", - განუცხადა REN TV-ს დომოდედოვოს აეროპორტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსეი არტემენკომ.

დღეისათვის ორივე აეროპორტში ფრენა აღდგენილია. რუსული მედია წერს, რომ შემაკავებელი ზომები იქნა მიღებული ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აეროპორტების საინფორმაციო ტაბლოების მიხედვით, სულ მცირე 11 რეისი შეჩერდა, შეზღუდვები ღამის 2-დან დილით 5 საათამდე მოქმედებდა.

შეზღუდვებთან დაკავშირებით ოფიციალური მიზეზი ცნობილი არ არის, სოციალური ქსელში წერდნენ, რომ ეს დაკავშირებული იყო საჰაერო სივრციდან მომავალ სავარაუდო საფრთხეებთან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ძლიერი აფეთქება იყო მოსკოვის ოლქის ქალაქ სერგიევ-პოსადში. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის საწყობში მოხდა. დაიღუპა 1, დაშავებულია ათეულობით ადამიანი.

გარდა ამისა, წუხელ მოსკოვის მერიამ კვლავ გაავრცელა ინფორმაცია დრონებით თავდასხმის მოგერიებაზე. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ.

დროებით თავდასხმის მოგერიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების მტკიცებით, ასევე მოიგერიეს უკრაინის 11 დრონით თავდასხმა ანექსირებული სევასტოპოლის მიმართულებით.

ამასთანავე, მოსკოვში 10 აგვისტოს ღამით "დომოდედოვოსთან" ხანძრისა და აფეთქების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. ადგილობრივების ცნობით, ხანძარი ავტოგასამართ სადგურზე გაზის ბალონების აფეთქებამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ხანძარი სოფელ კონსტანტინოვოში იყო, საიდანაც აეროპორტი 10 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.