საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 წლის გოგონა, რომელსაც ერთი თვის წინ, უკრაინაში გული გადაუნერგეს, საავადმყოფოდან გაწერეს - სალომეა თავს კარგად გრძნობს
6 წლის გოგონა, რომელსაც ერთი თვის წინ, უკრაინაში გული გადაუნერგეს, საავადმყოფოდან გაწერეს - სალომეა თავს კარგად გრძნობს

6 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც ერთი თვის წინ გული გა­და­უ­ნერ­გეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს. ექი­მე­ბის თქმით, სა­ლო­მე­ამ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სწრა­ფად გა­ი­ა­რა. ის პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი იყო უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მელ­საც 6 წლის ასაკ­ში გა­და­უ­ნერ­გეს გული.

ექი­მებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ გო­გო­ნა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ სწრა­ფად გა­მო­ვი­და ანეს­თე­ზი­ი­დან და მა­შინ­ვე წყა­ლი და ბა­ნა­ნი მო­ი­თხო­ვა.

მე­დია წერს, რომ გო­გო­ნას ორი წლის ასაკ­ში ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­ე­მარ­თა. ბავ­შვის გული თან­და­თან გა­ი­ზარ­და ზო­მა­ში და სის­ხლის გა­და­ტუმბვის უნა­რი და­კარ­გა. მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბის გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სი მხო­ლოდ ტრან­სპლან­ტა­ცია იყო.

კარ­დი­ო­ქი­რურ­გის, უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გუ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, ბო­რის თო­დუ­რო­ვის თქმით, რო­მელ­მაც ჩა­ა­ტა­რა ტრან­სპლან­ტა­ცია, დო­ნო­რი პა­ცი­ენტზე პა­ტა­რა იყო, ამი­ტომ პა­ტა­რა გული ახალ ორ­გა­ნიზმს უნდა მორ­გე­ბო­და. თო­დუ­როვ­მა მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ოპე­რა­ცი­ა­ში 20-ზე მეტი ექი­მი იყო ჩარ­თუ­ლი.

სა­ლო­მე­ას დო­ნო­რი 4 წლის ასაკ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭუ­ნა იურ­ჩი­კი გახ­და, რომ­ლის დე­და­საც ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნას მკერ­დში გა­და­ნერ­გი­ლი შვი­ლის გუ­ლის ცემა მო­ას­მე­ნი­ნეს. ამის შემ­დეგ ქალ­მა სა­ლო­მე­ას შვი­ლის საყ­ვა­რე­ლი სა­თა­მა­შო აჩუ­ქა და უთხრა, რომ ახლა სა­მო­თხე­ში ჰყავ­და ან­გე­ლო­ზი, რო­მე­ლიც მას და­ი­ცავ­და.

სა­ლო­მე­ას გარ­და, 4 წლის იურ­ჩი­კის ორ­გა­ნო­ებ­მა კი­დევ ორი ​​ბავ­შვის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა: 12 წლის ან­ტო­ნის, რო­მელ­საც თირკმე­ლი გა­და­უ­ნერ­გეს და 15 წლის დი­მიტ­რის, რო­მელ­საც ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2023 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უკ­რა­ი­ნა­ში 257 ტრან­სპლან­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. 2000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს გა­და­ნერგვას ელო­დე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

!!!
0

დალოცე ბავშვები, უფალო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

6 წლის გოგონა, რომელსაც ერთი თვის წინ, უკრაინაში გული გადაუნერგეს, საავადმყოფოდან გაწერეს - სალომეა თავს კარგად გრძნობს

6 წლის გოგონა, რომელსაც ერთი თვის წინ, უკრაინაში გული გადაუნერგეს, საავადმყოფოდან გაწერეს - სალომეა თავს კარგად გრძნობს

6 წლის უკრაინელი გოგონა, რომელსაც ერთი თვის წინ გული გადაუნერგეს, საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების თქმით, სალომეამ რეაბილიტაცია სწრაფად გაიარა. ის პირველი პაციენტი იყო უკრაინაში, რომელსაც 6 წლის ასაკში გადაუნერგეს გული.

ექიმებმა აღნიშნეს, რომ გოგონა ოპერაციის შემდეგ სწრაფად გამოვიდა ანესთეზიიდან და მაშინვე წყალი და ბანანი მოითხოვა.

მედია წერს, რომ გოგონას ორი წლის ასაკში ვირუსული დაავადების გადატანის შემდეგ, დილატაციური კარდიომიოპათია დაემართა. ბავშვის გული თანდათან გაიზარდა ზომაში და სისხლის გადატუმბვის უნარი დაკარგა. მსგავსი დაავადების განკურნება შეუძლებელია, გადარჩენის ერთადერთი შანსი მხოლოდ ტრანსპლანტაცია იყო.

კარდიოქირურგის, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს გულის ინსტიტუტის დირექტორის, ბორის თოდუროვის თქმით, რომელმაც ჩაატარა ტრანსპლანტაცია, დონორი პაციენტზე პატარა იყო, ამიტომ პატარა გული ახალ ორგანიზმს უნდა მორგებოდა. თოდუროვმა მედიასთან განაცხადა, რომ ოპერაციაში 20-ზე მეტი ექიმი იყო ჩართული.

სალომეას დონორი 4 წლის ასაკში გარდაცვლილი ბიჭუნა იურჩიკი გახდა, რომლის დედასაც ოპერაციის დასრულების შემდეგ გოგონას მკერდში გადანერგილი შვილის გულის ცემა მოასმენინეს. ამის შემდეგ ქალმა სალომეას შვილის საყვარელი სათამაშო აჩუქა და უთხრა, რომ ახლა სამოთხეში ჰყავდა ანგელოზი, რომელიც მას დაიცავდა.

სალომეას გარდა, 4 წლის იურჩიკის ორგანოებმა კიდევ ორი ​​ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა: 12 წლის ანტონის, რომელსაც თირკმელი გადაუნერგეს და 15 წლის დიმიტრის, რომელსაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ნახევარში უკრაინაში 257 ტრანსპლანტაცია განხორციელდა. 2000-ზე მეტი პაციენტი სხვადასხვა ორგანოს გადანერგვას ელოდება.

წაიკითხეთ ასევე: