მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცუკერბერგი მასკს ოქტაგონზე დაპირისპირებას 26 აგვისტოს სთავაზობს, თუმცა ილონისგან ჯერჯერობით მხოლოდ დუმილია
ცუკერბერგი მასკს ოქტაგონზე დაპირისპირებას 26 აგვისტოს სთავაზობს, თუმცა ილონისგან ჯერჯერობით მხოლოდ დუმილია

Facebook-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა "თვი­თე­რის" მფლო­ბელ ილონ მასკთან ოქ­ტა­გონ­ზე შერ­კი­ნე­ბის იდეა სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ი­ღო და მასკს ბრძო­ლის თა­რი­ღის და­ზუს­ტე­ბაც სთხო­ვა.

ცუ­კერ­ბერ­გმა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ახალ პლატ­ფორ­მა­ზე, Threads-ზე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მასკს შეს­თა­ვა­ზა, ბრძო­ლა 26 აგ­ვის­ტოს გა­ე­მარ­თათ, მაგ­რამ მე­ტო­ქის­გან პა­სუ­ხი ჯერ არ მი­უ­ღია.

ბრძო­ლის თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ილო­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით დუმს.

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი ოქ­ტა­გონ­ზე რე­ა­ლუ­რი ბრძო­ლის შე­სა­ხებ ივ­ნი­სი­დან სა­უბ­რო­ბენ. “Zuck vs. Musk” მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მასკმა 20 ივ­ნისს პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც მან ცუ­კერ­ბერგთან გა­ლი­ა­ში შერ­კი­ნე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.

"მე­ტას" მფლო­ბელ­მა მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა უკან არ და­ი­ხია და მას­კის "ტვი­ტის" სქ­რინ­შო­თი გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით - "მდე­ბა­რე­ო­ბა მომ­წე­რე". მასკმა ცუ­კერ­ბერგს სურ­ვი­ლი შე­უს­რუ­ლა და უპა­სუ­ხა, რომ ვე­გა­სის ოქ­ტა­გონ­ზე მი­სუ­ლი­ყო.

ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ილონ­მა ცუ­კერ­ბერგს შეს­თა­ვა­ზა UFC-ის ორ­თაბ­რძო­ლე­ბის­თვი­საა და ლას-ვე­გას­ში მდე­ბა­რე­ობს.

მასკმა ახ­ლა­ხან ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ მათი მატ­ჩი X-ის, იგი­ვე "თვი­თე­რის" პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა და შე­მო­სა­ვა­ლი ვე­ტე­რან­თა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­და­ი­რი­ცხე­ბა.

"არ ჯო­ბია უფრო სა­ი­მე­დო პლატ­ფორ­მა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად შეძ­ლებს საქ­ველ­მოქ­მე­დო მიზ­ნით ფუ­ლის მო­ზიდ­ვას?" - ასე­თი იყო ცუ­კერ­ბერ­გის პა­სუ­ხი მას­კის იდე­ა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ილონ­მა გა­სულ კვი­რას თა­ვი­სი მო­ლო­დი­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა: "თუ ბრძო­ლა ხან­მოკ­ლე იქ­ნე­ბა, ალ­ბათ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მე ვიქ­ნე­ბი, თუ დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, მა­შინ ალ­ბათ მარ­კი გა­ი­მარ­ჯვებს, გამ­ძლე­ო­ბის ხარ­ჯზე. ტა­ნით მე ბევ­რად უფრო დიდი ვარ", -აღ­ნიშ­ნა მან.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მიშა
1

აჰა, ესეც მსოფლიო ცივილიზაციის პარადოქსი.

ორი, საუკეთესო გონის ადამიანი ფიზიკური შერკინებით არკვევს უკეთესს. 

საქველმოქმედო მიზნები სულაც არ სძენს ამ ბრძოლას რომანტიკულ ხიბლს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ცუკერბერგი მასკს ოქტაგონზე დაპირისპირებას 26 აგვისტოს სთავაზობს, თუმცა ილონისგან ჯერჯერობით მხოლოდ დუმილია

ცუკერბერგი მასკს ოქტაგონზე დაპირისპირებას 26 აგვისტოს სთავაზობს, თუმცა ილონისგან ჯერჯერობით მხოლოდ დუმილია

Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა "თვითერის" მფლობელ ილონ მასკთან ოქტაგონზე შერკინების იდეა სრულიად სერიოზულად მიიღო და მასკს ბრძოლის თარიღის დაზუსტებაც სთხოვა.

ცუკერბერგმა სოციალური მედიის ახალ პლატფორმაზე, Threads-ზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მასკს შესთავაზა, ბრძოლა 26 აგვისტოს გაემართათ, მაგრამ მეტოქისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

ბრძოლის თარიღთან დაკავშირებით ილონი ჯერჯერობით დუმს.

სოციალური მედიის წამყვანი კომპანიების დირექტორები ოქტაგონზე რეალური ბრძოლის შესახებ ივნისიდან საუბრობენ. “Zuck vs. Musk” მას შემდეგ დაიწყო, რაც მასკმა 20 ივნისს პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან ცუკერბერგთან გალიაში შერკინების სურვილი გამოთქვა.

"მეტას" მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა უკან არ დაიხია და მასკის "ტვიტის" სქრინშოთი გამოაქვეყნა წარწერით - "მდებარეობა მომწერე". მასკმა ცუკერბერგს სურვილი შეუსრულა და უპასუხა, რომ ვეგასის ოქტაგონზე მისულიყო.

ადგილი, რომელიც ილონმა ცუკერბერგს შესთავაზა UFC-ის ორთაბრძოლებისთვისაა და ლას-ვეგასში მდებარეობს.

მასკმა ახლახან ისიც განაცხადა, რომ მათი მატჩი X-ის, იგივე "თვითერის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა და შემოსავალი ვეტერანთა საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხება.

"არ ჯობია უფრო საიმედო პლატფორმა გამოვიყენოთ, რომელიც რეალურად შეძლებს საქველმოქმედო მიზნით ფულის მოზიდვას?" - ასეთი იყო ცუკერბერგის პასუხი მასკის იდეაზე.

აღსანიშნავია, რომ ილონმა გასულ კვირას თავისი მოლოდინების შესახებაც ისაუბრა: "თუ ბრძოლა ხანმოკლე იქნება, ალბათ, გამარჯვებული მე ვიქნები, თუ დიდხანს გაგრძელდა, მაშინ ალბათ მარკი გაიმარჯვებს, გამძლეობის ხარჯზე. ტანით მე ბევრად უფრო დიდი ვარ", -აღნიშნა მან.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა