მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სლოვენიელმა მეხანძრე-მაშველმა წყალდიდობის დროს ბაღის ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა, თვითონ კი ყველაფერი დაკარგა - გმირობის ამაღელვებელი ამბავი (ფოტოები)
სლოვენიელმა მეხანძრე-მაშველმა წყალდიდობის დროს ბაღის ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა,  თვითონ კი ყველაფერი დაკარგა - გმირობის ამაღელვებელი ამბავი (ფოტოები)

სან­დი ზა­იჩ­მა სლო­ვე­ნი­ა­ში სა­ბავ­შვო ბაღ­ში მყო­ფი 22 ბავ­შვი წყალ­დი­დო­ბის­გან იხ­სნა. ოპე­რა­ცი­ის დროს თა­ვად მე­ხან­ძრემ ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გა. ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და გმი­რუ­ლი ამ­ბა­ვი დღეს მე­დი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თე­მაა.

ბოლო დღე­ე­ბია, რაც სლო­ვე­ნი­ა­ში ქა­რიშ­ხა­ლი და წყალ­დი­დო­ბაა. მენ­გე­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში დატ­ბო­რი­ლი სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან 22 ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნის ამ­ბა­ვი კი გა­ო­ცე­ბას და სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლებს იწ­ვევს.

გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­ღელ­ვე­ბე­ლია მე­ხან­ძრე სან­დი ზა­ი­ჩის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც 15 წე­ლია სა­ხან­ძრო ბრი­გა­და­ში მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობს.

მას შემ­დეგ, რაც სლო­ვე­ნი­ა­ში სტი­ქია გაძ­ლი­ერ­და, სა­ხან­ძრო ბრი­გა­დებ­მა მი­ი­ღეს უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა.

"ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი იყო ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა, ხან­დაზ­მულ­თა და უძ­ლურ­თა გა­და­სარ­ჩე­ნად კარ­და­კარ დავ­დი­ო­დით, შემ­დეგ სა­ბავ­შვო ბა­ღი­და­ნაც დაგ­ვი­რე­კეს. დახ­მა­რე­ბას ითხოვ­დნენ.

ბავ­შვე­ბი შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ტი­როდ­ნენ და მშობ­ლებს ითხოვ­დნენ. წყლის დონე უკვე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო, სა­ხან­ძრო მან­ქა­ნით სა­ბავ­შვო ბა­ღამ­დე ვერ მი­ვე­დით. ამი­ტომ ად­გი­ლობ­რი­ვის­გან მა­ღა­ლი ტრაქ­ტო­რი ვი­თხო­ვეთ და ყვე­ლა ბავ­შვი უსაფრ­თხოდ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ“, - ყვე­ბა მე­დი­ას­თან ზა­ი­ჩი, რო­მელ­მაც ბავ­შვე­ბის სი­ცო­ცხლე იხ­სნა.

ინ­ტენ­სი­უ­რი ღა­მის სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, სან­დი ზა­ი­ჩი შოკ­ში ჩა­ვარ­და, რო­დე­საც შინ დაბ­რუნ­და. მე­ხან­ძრეს სა­კუ­თა­რი სახ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ორი მეტ­რი წყლი­თა და ტა­ლა­ხით და­ფა­რუ­ლი დახ­ვდა.

”ყვე­ლა­ფე­რი, რაც ოცი წელი ვა­შე­ნეთ, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ყვე­ლა ნივ­თი, დო­კუ­მენ­ტე­ბი, ტან­საც­მე­ლი, ტექ­ნი­კა. ყვე­ლა სუ­რა­თი და სხვა სა­მახ­სოვ­რო ნივ­თიც გა­ნად­გურ­და", - ამ­ბობს კაცი.

სა­ნამ ის თავ­და­უ­ზო­გა­ვად ეხ­მა­რე­ბო­და სხვებს, ქა­რიშ­ხალ­მა და­ან­გრია სახ­ლი, სა­დაც ის მე­უღ­ლეს­თან, და­წყე­ბი­თი სკო­ლის მოს­წავ­ლე ორ შვილ­თან და ცო­ლის მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, წყალ­დი­დო­ბას ყვე­ლა გა­და­ურ­ჩა. ახლა სახ­ლი მთლი­ა­ნად უნდა გა­რე­მონტდეს. "არ ვიცი რამ­დე­ნი დრო დას­ჭირ­დე­ბა სახ­ლის აღ­დგე­ნას, მაგ­რამ ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რი“.

  • სო­ლი­და­რო­ბა სან­დის

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სან­დი ზა­ი­ჩი ამ­ბობს, რომ ისევ იგი­ვე­ნა­ი­რად მო­იქ­ცე­ო­და. "მე­ხან­ძრე­ე­ბი ყვე­ლა­ფერს გუ­ლით აკე­თე­ბენ, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხაზ­ზე ვართ. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძა­ხე­ბის დროს ვსა­უზ­მობ­დეთ, მაგ­რამ მა­შინ­ვე ვდგე­ბით და მივ­დი­ვართ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ღირს, როცა იცი, რომ ვი­ღა­ცის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნე", - ამ­ბობს კაცი და ბედ­ნი­ე­რია, რომ მთე­ლი ოჯა­ხი კარ­გად არის.

სან­დის კო­ლე­გებ­მა და ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯახს და­ეხ­მა­რონ და სპე­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დი შექ­მნეს. შე­მო­წი­რუ­ლო­ბას ზა­ი­ჩის სახ­ლის აღ­სად­გე­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

სლო­ვე­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რო­ბერტ გო­ლო­ბის თქმით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სლო­ვე­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში, ეს იყო ყვე­ლა­ზე უფრო და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი სტი­ქია. მისი შე­ფა­სე­ბით, მთლი­ა­ნი ზა­რა­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­და­ა­ჭარ­ბებს და­ახ­ლო­ე­ბით 480-მი­ლი­ო­ნი ფრან­კის ეკ­ვი­ვა­ლენტს. ქვე­ყა­ნა­ში და­ზი­ან­და საგ­ზაო და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ასე­ვე ასო­ბით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიუტი
28

..ყველგან კარგია სადაც ჩვენ არა ვართ!

თამაზი
10

ნეტა სლოვენიაშიც თუ გამოვიდა ოპოზიცია და დაიწყო: სად იყო მთავრობა, რას აკეთებდა ქალაქის მერი და ა.შ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სლოვენიელმა მეხანძრე-მაშველმა წყალდიდობის დროს ბაღის ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა, თვითონ კი ყველაფერი დაკარგა - გმირობის ამაღელვებელი ამბავი (ფოტოები)

სლოვენიელმა მეხანძრე-მაშველმა წყალდიდობის დროს ბაღის ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა,  თვითონ კი ყველაფერი დაკარგა - გმირობის ამაღელვებელი ამბავი (ფოტოები)

სანდი ზაიჩმა სლოვენიაში საბავშვო ბაღში მყოფი 22 ბავშვი წყალდიდობისგან იხსნა. ოპერაციის დროს თავად მეხანძრემ ყველაფერი დაკარგა. ამაღელვებელი და გმირული ამბავი დღეს მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ბოლო დღეებია, რაც სლოვენიაში ქარიშხალი და წყალდიდობაა. მენგეშის მუნიციპალიტეტში დატბორილი საბავშვო ბაღიდან 22 ბავშვის გადარჩენის ამბავი კი გაოცებას და სიხარულის ცრემლებს იწვევს.

განსაკუთრებით ამაღელვებელია მეხანძრე სანდი ზაიჩის ისტორია, რომელიც 15 წელია სახანძრო ბრიგადაში მოხალისედ მუშაობს.

მას შემდეგ, რაც სლოვენიაში სტიქია გაძლიერდა, სახანძრო ბრიგადებმა მიიღეს უამრავი შეტყობინება.

"ჩვენთვის პრიორიტეტი იყო ადამიანების სიცოცხლე გადაგვერჩინა, ხანდაზმულთა და უძლურთა გადასარჩენად კარდაკარ დავდიოდით, შემდეგ საბავშვო ბაღიდანაც დაგვირეკეს. დახმარებას ითხოვდნენ.

ბავშვები შეშინებულები იყვნენ, ტიროდნენ და მშობლებს ითხოვდნენ. წყლის დონე უკვე ძალიან მაღალი იყო, სახანძრო მანქანით საბავშვო ბაღამდე ვერ მივედით. ამიტომ ადგილობრივისგან მაღალი ტრაქტორი ვითხოვეთ და ყველა ბავშვი უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ“, - ყვება მედიასთან ზაიჩი, რომელმაც ბავშვების სიცოცხლე იხსნა.

ინტენსიური ღამის სამაშველო ოპერაციების შემდეგ, სანდი ზაიჩი შოკში ჩავარდა, როდესაც შინ დაბრუნდა. მეხანძრეს საკუთარი სახლი დაახლოებით ორი მეტრი წყლითა და ტალახით დაფარული დახვდა.

”ყველაფერი, რაც ოცი წელი ვაშენეთ, განადგურებულია. ყველა ნივთი, დოკუმენტები, ტანსაცმელი, ტექნიკა. ყველა სურათი და სხვა სამახსოვრო ნივთიც განადგურდა", - ამბობს კაცი.

სანამ ის თავდაუზოგავად ეხმარებოდა სხვებს, ქარიშხალმა დაანგრია სახლი, სადაც ის მეუღლესთან, დაწყებითი სკოლის მოსწავლე ორ შვილთან და ცოლის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. საბედნიეროდ, წყალდიდობას ყველა გადაურჩა. ახლა სახლი მთლიანად უნდა გარემონტდეს. "არ ვიცი რამდენი დრო დასჭირდება სახლის აღდგენას, მაგრამ ალბათ ძალიან ბევრი“.

  • სოლიდარობა სანდის

მიუხედავად ყველაფრისა, სანდი ზაიჩი ამბობს, რომ ისევ იგივენაირად მოიქცეოდა. "მეხანძრეები ყველაფერს გულით აკეთებენ, 24 საათის განმავლობაში ხაზზე ვართ. შეიძლება გამოძახების დროს ვსაუზმობდეთ, მაგრამ მაშინვე ვდგებით და მივდივართ, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს, როცა იცი, რომ ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინე", - ამბობს კაცი და ბედნიერია, რომ მთელი ოჯახი კარგად არის.

სანდის კოლეგებმა და ოჯახის ახლობლებმა გადაწყვიტეს, რომ დაზარალებულ ოჯახს დაეხმარონ და სპეციალური ფონდი შექმნეს. შემოწირულობას ზაიჩის სახლის აღსადგენად გამოიყენებენ.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრის რობერტ გოლობის თქმით, დამოუკიდებელი სლოვენიის ისტორიაში, ეს იყო ყველაზე უფრო დამაზიანებელი სტიქია. მისი შეფასებით, მთლიანი ზარალი სავარაუდოდ, გადააჭარბებს დაახლოებით 480-მილიონი ფრანკის ეკვივალენტს. ქვეყანაში დაზიანდა საგზაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ასევე ასობით საცხოვრებელი კორპუსი.