სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს" - პატრიარქი შოვის ტრაგედიაზე
"ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს" - პატრიარქი შოვის ტრაგედიაზე

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე შოვ­ში მომ­ღა­დი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბი­სას და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

რო­გორც პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, შო­ვის ტრა­გე­დი­ამ ერთხელ კი­დევ ყვე­ლას შეგ­ვახ­სე­ნა, რომ არა­ვინ იცის, წუ­თი­სოფ­ლი­დან გას­ვლის ჟამი ვის რო­დის და­უდ­გე­ბა, ამი­ტო­მაც ნე­ბის­მი­ერ დროს მზად უნდა ვი­ყოთ ამის­თვის.

"რა­ჭა­ში ახ­ლა­ხანს მომ­ხდა­რი სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა დიდი გან­საც­დე­ლია ქვეყ­ნის­თვის; მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ჩვენც, ფრი­ად ვწუხ­ვართ და გუ­ლი­თა­დად ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს; შო­ვის ტრა­გე­დი­ამ ერთხელ კი­დევ ყვე­ლას შეგ­ვახ­სე­ნა, რომ არა­ვინ იცის, წუ­თი­სოფ­ლი­დან გას­ვლის ჟამი ვის რო­დის და­უდ­გე­ბა; ამი­ტო­მაც ნე­ბის­მი­ერ დროს მზად უნდა ვი­ყოთ ამის­თვის; ჩვე­ნი მზად­ყოფ­ნა კი ჩვე­ნი მტკი­ცე რწმე­ნა, ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლი და ჩვენს კე­თილ საქ­მე­თა სიმ­რავ­ლეა.

ქრის­ტი­ა­ნის­თვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი გან­შო­რე­ბაა ახ­ლო­ბელ­თან და ამი­ტო­მაც ჩვე­ნი მწუ­ხა­რე­ბა სა­სო­წარმკვე­თი არ უნდა იყოს. აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა გა­ნა­ქარ­ვა სიკ­ვდი­ლი და მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლის ზე­იმს და­უ­დო სა­თა­ვე. ესაა ჩვე­ნი რწმე­ნის სა­ფუძ­ვე­ლი, ჩვე­ნი ნუ­გე­ში­სა და იმე­დის წყა­რო; და ეს გან­წყო­ბა, გლო­ვას­თან ერ­თად, ყვე­ლას უნდა გვქონ­დეს. მინ­და, დღეს უფალს დიდი მარ­ხვის სა­ვედ­რებ­ლის სი­ტყვე­ბით მივ­მარ­თო:

"რო­მელ­ნი შთან­თქა წყალ­მან, რო­მელ­ნი მოსრნა წვი­მა­მან და ღვარ­თა და ნაფშვენ­მან სიმ­რავ­ლე­მან შე­აშ­თვნეს და და­ფა­რა ქვე­ყა­ნა­მან, ძვრა­მან და სვრა­მან და პი­რად-პი­რად­მან სიკ­ვდილ­მან, და მდი­ნა­რე­თა და წყა­რო­თა შინა, სახ­ლი­თა გან­გლილ­თა (სახ­ლის ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ­თა) დაძ­ვრი­სა­გან და­ფა­რულ­თა ... სარ­წმუ­ნო­ე­ბით შენ­და მო­სულ­თა მორ­წმუ­ნე­თა, ქრის­ტე ღმერ­თო, წყა­ლო­ბით გა­ნუს­ვე­ნე.“ ყოვ­ლად­წ­მინ­დაო სა­მე­ბაო, ასე­ვე გე­ვედ­რე­ბი, გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი გა­ნამ­ტკი­ცე, გა­ნაძ­ლი­ე­რე და მშვი­დო­ბით შე­ნით აკურ­თხე; და­ლო­ცე და სა­სო­ე­ბა შენი მოჰ­მად­ლე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, ამინ!" - ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
0

ქრისტიანობას თუ გამოთაყვანებას ეძახით ვაი თქვენს პატრონს

ფეფე
1

რა დღეშია ზოგიერთი,ღმერთი არ გაუწყრეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს" - პატრიარქი შოვის ტრაგედიაზე

"ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს" - პატრიარქი შოვის ტრაგედიაზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შოვში მომღადი სტიქიური უბედურებისას დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი, შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება, ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის.

"რაჭაში ახლახანს მომხდარი სტიქიური უბედურება დიდი განსაცდელია ქვეყნისთვის; მთელი საქართველო და ჩვენც, ფრიად ვწუხვართ და გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს; შოვის ტრაგედიამ ერთხელ კიდევ ყველას შეგვახსენა, რომ არავინ იცის, წუთისოფლიდან გასვლის ჟამი ვის როდის დაუდგება; ამიტომაც ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ამისთვის; ჩვენი მზადყოფნა კი ჩვენი მტკიცე რწმენა, ურთიერთსიყვარული და ჩვენს კეთილ საქმეთა სიმრავლეა.

ქრისტიანისთვის გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობელთან და ამიტომაც ჩვენი მწუხარება სასოწარმკვეთი არ უნდა იყოს. აღდგომილმა მაცხოვარმა განაქარვა სიკვდილი და მარადიული სიცოცხლის ზეიმს დაუდო სათავე. ესაა ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი ნუგეშისა და იმედის წყარო; და ეს განწყობა, გლოვასთან ერთად, ყველას უნდა გვქონდეს. მინდა, დღეს უფალს დიდი მარხვის სავედრებლის სიტყვებით მივმართო:

"რომელნი შთანთქა წყალმან, რომელნი მოსრნა წვიმამან და ღვართა და ნაფშვენმან სიმრავლემან შეაშთვნეს და დაფარა ქვეყანამან, ძვრამან და სვრამან და პირად-პირადმან სიკვდილმან, და მდინარეთა და წყაროთა შინა, სახლითა განგლილთა (სახლის ნანგრევებში მოყოლილთა) დაძვრისაგან დაფარულთა ... სარწმუნოებით შენდა მოსულთა მორწმუნეთა, ქრისტე ღმერთო, წყალობით განუსვენე.“ ყოვლადწმინდაო სამებაო, ასევე გევედრები, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები განამტკიცე, განაძლიერე და მშვიდობით შენით აკურთხე; დალოცე და სასოება შენი მოჰმადლე სრულიად საქართველოს, ამინ!" - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.