მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი" - ხაბეიშვილი თანაპარტიელების ბათუმურ ქეიფზე
"ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი" - ხაბეიშვილი თანაპარტიელების ბათუმურ ქეიფზე

ნე­ბის­მი­ე­რი ქე­ი­ფი ასეთ დროს ჩემ­თვის არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და ცხა­დია, ეს ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გა­მარ­თლდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. ამით ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბის შე­საძ­ლო ქე­იფ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტის დას­მულ შე­კი­თხვას.

მი­სი­ვე თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი ქე­ი­ფი ასეთ დროს გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია, მაგ­რამ აქვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დას­ვას შე­კი­თხვა, სტი­ქი­ის დროს სად იყ­ვნენ ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ვი­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა ევა­ლე­ბო­და.

"მუ­ხათ­გვერ­დის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე ჩვე­ნი გმი­რე­ბის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად ასულს, კონ­კრე­ტულ­მა სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ამ, რო­მე­ლიც ზო­გა­დად პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, და­მის­ვა შე­კი­თხვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თურ­მე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებ­მა სა­დღაც იქე­ი­ფეს. კი­თხვა დას­ვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი კი­თხვა არ და­უს­ვამს შოვ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ზე, არა­ნა­ი­რი კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვა არ გას­ჩე­ნია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ღა­მით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­ა­ტო­ვეს, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მდი­ნა­რე გაქ­რა, ვერ­ტმფრე­ნე­ბი არ გვყავს და ღა­მით გა­ნა­თე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და, ამა­ზე რომ კი­თხვე­ბი არ და­უს­ვამთ, იკი­თხა კონ­კრე­ტულ­მა სამ­თავ­რო­ბო მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბამ ქე­იფ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც პირ­და­პირ მინ­და ვთქვა, რომ ეს არც კად­რი, არც ვი­დეო ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არ იყო.

იმის გამო, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იმა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, რაც ადა­მი­ანს ნა­ნა­ხი არ მქონ­და, მე მინ­და და­ვა­ფიქ­სი­რო ჩემი პო­ზი­ცია - ასეთ პი­რო­ბებ­ში, ასე­თი გლო­ვის დღე­ებ­ში, კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, ვინც არ უნდა იყოს ეს, რა­ი­მე სა­ხის ქე­ი­ფი. კი­დევ ვამ­ბობ, ეს არის უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის. რო­გორც ორი შვი­ლის მა­მის­თვის, უმ­ძი­მე­სი სა­ყუ­რე­ბე­ლია ამ­დე­ნი ოჯა­ხის გამ­წა­რე­ბა. არა­ერ­თმა ოჯახ­მა ამ­დე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი. ნე­ბის­მი­ე­რი ქე­ი­ფი ასეთ დროს ჩემ­თვის არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და ცხა­დია, ეს ვერ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გა­მარ­თლდე­ბა, მაგ­რამ აქვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დას­ვას შე­კი­თხვა, სტი­ქი­ის პი­რო­ბებ­ში სად იყო პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრი, შსს მი­ნის­ტრი, სად იყ­ვნენ ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ვი­საც ეხე­ბო­და, ევა­ლე­ბო­და ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა.

კი­დევ ერთხელ ვუ­სამ­ძიმ­რებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ამ უმ­ძი­მეს ფაქტს და ასეთ მძი­მე პი­რო­ბებ­ში კო­მენ­ტა­რის კე­თე­ბა, ვწუხ­ვარ, ასეთ თე­მებ­ზე რომ გვი­წევს“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "იმედ­მა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რა­ჭა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რებ­მა ბა­თუმ­ში ქე­ი­ფი მო­ა­წყვეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­ტო­რან მეგ­რულ ლა­ზურ­ში ლხი­ნი სიმ­ღე­რე­ბის ფონ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გაგ­რძელ­და. რო­გორც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ბა­თუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ლე­ვან ან­თა­ძემ გან­მარ­ტა, ბავ­შვის ნათ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი ტაბატაძე
0

ეს რომ პირველი პირი იქნება იქ დამთავრებულია ყველაფერი!

გიორგი
4

შენ ცუდ საქციელს ,არ ამართლებს სხვისი ცუდი საქციელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი" - ხაბეიშვილი თანაპარტიელების ბათუმურ ქეიფზე

"ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი" - ხაბეიშვილი თანაპარტიელების ბათუმურ ქეიფზე

ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შესაძლო ქეიფთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას.

მისივე თქმით, ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს გაუმართლებელია, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დასვას შეკითხვა, სტიქიის დროს სად იყვნენ ის მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა.

"მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჩვენი გმირების პატივის მისაგებად ასულს, კონკრეტულმა სამთავრობო მედიამ, რომელიც ზოგადად პროვოკაციებითაა ცნობილი, დამისვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სადღაც იქეიფეს. კითხვა დასვა მედიასაშუალებამ, რომელსაც არანაირი კითხვა არ დაუსვამს შოვში განვითარებულ ტრაგედიაზე, არანაირი კრიტიკული კითხვა არ გასჩენია იმასთან დაკავშირებით, რომ ღამით მოქალაქეები მიატოვეს, ორი დღის განმავლობაში მდინარე გაქრა, ვერტმფრენები არ გვყავს და ღამით განათება ვერ ხერხდებოდა, ამაზე რომ კითხვები არ დაუსვამთ, იკითხა კონკრეტულმა სამთავრობო მედია საშუალებამ ქეიფთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არც კადრი, არც ვიდეო ჩემთვის ცნობილი არ იყო.

იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო იმაზე კომენტარის გაკეთება, რაც ადამიანს ნანახი არ მქონდა, მე მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია - ასეთ პირობებში, ასეთი გლოვის დღეებში, კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ეს, რაიმე სახის ქეიფი. კიდევ ვამბობ, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის. როგორც ორი შვილის მამისთვის, უმძიმესი საყურებელია ამდენი ოჯახის გამწარება. არაერთმა ოჯახმა ამდენი საყვარელი ადამიანი დაკარგა, მცირეწლოვანი ბავშვები. ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება, მაგრამ აქვე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დასვას შეკითხვა, სტიქიის პირობებში სად იყო პრემიერ - მინისტრი, შსს მინისტრი, სად იყვნენ ის მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც ეხებოდა, ევალებოდა ამ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უმძიმეს ფაქტს და ასეთ მძიმე პირობებში კომენტარის კეთება, ვწუხვარ, ასეთ თემებზე რომ გვიწევს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაჭაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ბათუმში ქეიფი მოაწყვეს.

მათი ინფორმაციით, რესტორან მეგრულ ლაზურში ლხინი სიმღერების ფონზე რამდენიმე საათი გაგრძელდა. როგორც ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლევან ანთაძემ განმარტა, ბავშვის ნათლობა აღნიშნეს.