სოციალურ ქსელში ჯუთას დაზიანებული გზის ფოტოები ვრცელდება. კადრების გავრცელების შემდეგ კი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისთვი "მობილიზაცია დაწყებულია.
უწყების ცნობით, რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება.
“როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი.
2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი.
მიმდინარე წლის 21 ივლისს, სამშენებლო კომპანიას უკვე დაევალა წინასამშენებლო კვლევების განხორციელება და სამუშაოების დაწყება.
კონტრაქტორი ორგანიზაცია აწარმოებდა მოსამზადებელ და სამობილიზაციო სამუშაოებს. მომდევნო კვირიდან კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
რთული რელიეფიდან და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაოების მიმდინარეობისას, საავტომობილო გზაზე გადაადგილება აიკრძალება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში,ამაზე უარესი მდგომარეობაა გზაზე!!!!! დადის ყველა ტიპის მანქანა! ვალერა ფარქოსაძე (გამგებელი)გააღვიძეთ ვინმემ!!!!! ყოველ დღე ზის კეთილმოწყობილ კაბინეტში და უწკაპუნებს მარწყვებს კომპიუტერზე! ნახევარმა სოფელმა არ იცის ვინაა გამგებელი!არ მოგვეწოდება ნორმალურად წყალი!გზა არის კატასტროფულ მდგომარეობაში! გვიშველეთ!
ჯუთა კიარა ბათუმში ცენტრალურ გზაზე ახალ ბულვარში იმხელა ორმოში ჩავარტყი, რომ ,,რაზვალს" ზუსტად 40 წუთი ასწორებდა ხელოსანი. ეს უმაქნისი მთავრობა მართლა უნდა მიუჯინო გვერდით მაგ ნაძირალა ოპოზიციას რა. ან რამე სამსახური შექმენი რო ცენტრალურ გზებზე მაინც გააკონტროლოს გზის მდგომარეობა ან რამე ქენით თქვე უმაქნისო უსინდისოებო. ან ბულვარის საველოსიპედე გზა რას გავს ხრიგინხრიგინით კატაობს ხალხი და ყველას გვაწუხებს და ყველა გაგინებთ გულში თქვე სულელებო. რით ვერ გაძეხით? ან ავტოსადგურის გარშემო რით ვერ აყარეთ ის საჯანდაბე ასლანას დროინდელი აეროპორტის ფილები? გსიამოვნებთ ხალხი ყოველდღე რო გაგინებთ? ან ეს ქვაფენილები როგორ ვერ აყარეთ ქალაქში რო წესიერად გავიაროთ ხალხმა?