კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგედიამდე 4 დღით ადრე შოვში ვიყავი, ჩემი სოფლიდან 60 კილომეტრშია... საშინელება დატრიალდა" - რას ჰყვება რაჭიდან ონისე ონიანი?
"ტრაგედიამდე 4 დღით ადრე შოვში ვიყავი, ჩემი სოფლიდან 60 კილომეტრშია... საშინელება დატრიალდა" - რას ჰყვება რაჭიდან ონისე ონიანი?

რა­ჭა­ში, ხში­რად არის, წე­ლი­წად­ში სამი თვე... რა­ჭა­ში და­ი­ბა­და, ბავ­შვო­ბა იქ გა­ა­ტა­რა. რო­დე­საც სკო­ლი­დან სამ­თვი­ა­ნი არ­და­დე­გე­ბი იწყე­ბო­და, მთე­ლი ოჯა­ხი მი­დი­ო­და და­სას­ვე­ნებ­ლად. ახ­ლაც დგას იქ სახ­ლი, სა­დაც მთე­ლი მისი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბია...

"ეს გახ­ლავთ ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი – სად­მე­ლი, რო­მე­ლიც ალ­ბათ ყვე­ლა­ზე ულა­მა­ზე­სია მსოფ­ლი­ო­ში... - ნი­კორ­წმინ­და, ბა­რა­კო­ნი, წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია, შოვი, უწე­რა - რას არ ნა­ხავს და ისი­ა­მოვ­ნებს აქ ადა­მი­ა­ნი. ამი­ტო­მაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლია... სხვა­თა შო­რის, ვინც კი ჩემ­თან სტუმ­რად ჩა­მო­დის, ყვე­ლა მე­ო­რედ ან მე­სა­მედ მო­დის, რად­გან ძა­ლი­ან უხა­რი­ათ აქ ჩა­მოს­ვლა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ რაჭა ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სია მხა­რეა სა­ქარ­თვე­ლო­ში“- გვი­თხრა წლე­ბის წინ ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა ონი­სე ონი­ან­მა... მსა­ხი­ო­ბი ახ­ლაც რა­ჭა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ოთხი დღის წინ კი შოვს სტუმ­რობ­და...

ონი­სე ონი­ა­ნი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ით გა­მოწ­ვე­ულ მწუ­ხა­რე­ბა­ზე რა­ჭი­დან გვე­სა­უბ­რა...

- აბა რა უნდა ვთქვა, სა­ში­ნე­ლე­ბა დატ­რი­ალ­და, დიდი ტრა­გე­დი­აა, არ ვიცი სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ, ძა­ლი­ან მტკი­ვა და მა­წუ­ხებს ეს უბე­დუ­რი ამ­ბა­ვი, ყვე­ლა ოჯახს ვუ­სამ­ძიმ­რებ და არა­მარ­ტო ოჯახს, მთელს სა­ქარ­თვე­ლოს. ასე­თი დიდი ტრა­გე­დია არ ახ­სოვს რა­ჭას...

- რა­ჭა­ში იმ­ყო­ფე­ბით?

- დიახ, აქ ვარ და ტრა­გე­დი­ამ­დე 4 დღით ადრე შოვ­ში ვი­ყა­ვი. თით­ქოს სიმ­შვი­დე იყო, მაგ­რამ აი, არ ვიცი რა ვთქვა.. შოვი ჩემი სოფ­ლი­დან 60 კი­ლო­მეტრშია და დიახ, შოვს ხში­რად ვსტუმ­რობ­დი.

- რას ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი სა­თა­ნა­დოდ კეთ­დე­ბა?

- თავს არა­ვინ იზო­გავს, ვი­საც რო­გორ შე­უძ­ლია, ისე ეხ­მა­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს...

- თქვენ მთებ­შიც ხში­რად ადი­ო­დით... ტყე უმო­წყა­ლოდ იჩე­ხე­ბო­და, რა­ჭას ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლდაო, მარ­თლაც ასე იყო?

- მთა­შიც ვი­ყა­ვი ასუ­ლი, კერ­ძოდ გო­ნა­ში... ასე ერთი შე­ხედ­ვით თით­ქოს არ შე­იმ­ჩნე­ვა ტყის ჩეხ­ვა, მაგ­რამ... სიმ­შვი­დე იყო, ხალ­ხს მშვი­დი და ბედ­ნი­ე­რი სა­ხე­ე­ბი ჰქონ­და... და­ვათ­ვა­ლი­ე­რე კი­დევ ერთხელ შო­ვის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლე­ბი, ულა­მა­ზეს ტყე­ში გა­ვე­დით, ცოტა შე­ვის­ვე­ნეთ, დავ­ტკბით იქა­უ­რი ხე­დე­ბით და დავ­ბრუნ­დით სახ­ლში. გული მტკი­ვა, რომ სტი­ქი­ამ ასე გა­ა­ნად­გუ­რა ხალ­ხი და მთე­ლი შოვი....

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიმიტრი
5

მერე ბიძია რატომ.არ ჩაიცვი რეზინის ბოტები აიღე ხელში ნიჩაბი და არ ჩაეწერე მოხალისედ ან მისულიყავი და შეგეთავაზებინა რაიმე დახმარება

ლერი სუბელიანი
3

ონისეს დროა ახლა?როგორ დაისვენა გვიყვება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ტრაგედიამდე 4 დღით ადრე შოვში ვიყავი, ჩემი სოფლიდან 60 კილომეტრშია... საშინელება დატრიალდა" - რას ჰყვება რაჭიდან ონისე ონიანი?

"ტრაგედიამდე 4 დღით ადრე შოვში ვიყავი, ჩემი სოფლიდან 60 კილომეტრშია... საშინელება დატრიალდა" - რას ჰყვება რაჭიდან ონისე ონიანი?

რაჭაში, ხშირად არის, წელიწადში სამი თვე... რაჭაში დაიბადა, ბავშვობა იქ გაატარა. როდესაც სკოლიდან სამთვიანი არდადეგები იწყებოდა, მთელი ოჯახი მიდიოდა დასასვენებლად. ახლაც დგას იქ სახლი, სადაც მთელი მისი ბავშვობის მოგონებებია...

"ეს გახლავთ ამბროლაურის რაიონი, სოფელი – სადმელი, რომელიც ალბათ ყველაზე ულამაზესია მსოფლიოში... - ნიკორწმინდა, ბარაკონი, წმინდა გიორგის ეკლესია, შოვი, უწერა - რას არ ნახავს და ისიამოვნებს აქ ადამიანი. ამიტომაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია... სხვათა შორის, ვინც კი ჩემთან სტუმრად ჩამოდის, ყველა მეორედ ან მესამედ მოდის, რადგან ძალიან უხარიათ აქ ჩამოსვლა. მოგეხსენებათ რაჭა ერთ-ერთი ულამაზესია მხარეა საქართველოში“- გვითხრა წლების წინ ცნობილმა მსახიობმა ონისე ონიანმა... მსახიობი ახლაც რაჭაში იმყოფება, ოთხი დღის წინ კი შოვს სტუმრობდა...

ონისე ონიანი უმძიმესი ტრაგედიით გამოწვეულ მწუხარებაზე რაჭიდან გვესაუბრა...

- აბა რა უნდა ვთქვა, საშინელება დატრიალდა, დიდი ტრაგედიაა, არ ვიცი სიტყვებს ვერ ვპოულობ, ძალიან მტკივა და მაწუხებს ეს უბედური ამბავი, ყველა ოჯახს ვუსამძიმრებ და არამარტო ოჯახს, მთელს საქართველოს. ასეთი დიდი ტრაგედია არ ახსოვს რაჭას...

- რაჭაში იმყოფებით?

- დიახ, აქ ვარ და ტრაგედიამდე 4 დღით ადრე შოვში ვიყავი. თითქოს სიმშვიდე იყო, მაგრამ აი, არ ვიცი რა ვთქვა.. შოვი ჩემი სოფლიდან 60 კილომეტრშია და დიახ, შოვს ხშირად ვსტუმრობდი.

- რას ამბობს ადგილობრივი მოსახლეობა, ყველაფერი სათანადოდ კეთდება?

- თავს არავინ იზოგავს, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარებიან ერთმანეთს...

- თქვენ მთებშიც ხშირად ადიოდით... ტყე უმოწყალოდ იჩეხებოდა, რაჭას ყურადღება აკლდაო, მართლაც ასე იყო?

- მთაშიც ვიყავი ასული, კერძოდ გონაში... ასე ერთი შეხედვით თითქოს არ შეიმჩნევა ტყის ჩეხვა, მაგრამ... სიმშვიდე იყო, ხალხს მშვიდი და ბედნიერი სახეები ჰქონდა... დავათვალიერე კიდევ ერთხელ შოვის თვალსაჩინო ადგილები, ულამაზეს ტყეში გავედით, ცოტა შევისვენეთ, დავტკბით იქაური ხედებით და დავბრუნდით სახლში. გული მტკივა, რომ სტიქიამ ასე გაანადგურა ხალხი და მთელი შოვი....

წაიკითხეთ ასევე: