მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა" - პაატა მანჯგალაძე
"კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა" - პაატა მანჯგალაძე

კო­ბა­ხი­ძე­სა და ზა­ხა­რო­ვას შო­რის მხო­ლოდ სქეს­შია სხვა­ო­ბა, მიდ­გო­მებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ში გან­სხვა­ვე­ბა არ არის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" დე­პუ­ტატ­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მან­ჯგა­ლა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მა­რია ზა­ხა­რო­ვას გან­ცხა­დე­ბას ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი­სა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა "მე­სი­ჯე­ბი" მუდ­მი­ვად ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს, რაც შემ­თხვე­ვი­თი არ არის.

"ჩვენ ჯერ კი­დევ წინა წელს გავ­მარ­თეთ ბრი­ფინ­გი და ვთქვით, რომ რუსი კუ­რა­ტო­რე­ბი უმ­ზა­დებ­დნენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სა­სა­უბ­რო "მე­სი­ჯ­ბოქ­სებს". შემ­თხვე­ვი­თი არ არის მა­რია ზა­ხა­რო­ვას, კო­ბა­ხი­ძის და "ხალ­ხის ძა­ლის" ნა­რა­ტი­ვე­ბი­სა და "მე­სი­ჯე­ბის" დამ­თხვე­ვა. თუ ამო­ვი­ღებთ ბოლო პე­რი­ოდ­ში ამ რუ­სულ "მე­სი­ჯ­ბოქსს", ვნა­ხავთ, რომ კო­ბა­ხი­ძე­სა და ზა­ხა­რო­ვას შო­რის მხო­ლოდ სქეს­შია სხვა­ო­ბა, მიდ­გო­მებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ში გან­სხვა­ვე­ბა არ არის,"- გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ ბა­თუმ­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბით საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რის ჩას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ამ აქ­ცი­ას ქვეყ­ნის შიგ­ნით არა­ნა­ი­რი მხარ­და­ჭე­რა არ ჰქონ­და და მას "რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია და­სავ­ლე­ლი სპონ­სო­რე­ბის მო­თხოვ­ნით აწყობს."

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nata
0

ამასთან რომ ჟურნალისტი მივა და ბოდვებს ჩაიწერს......ფუ რააა

ალექს
0

პოლიტიკა ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევის ინსტრუმენტია, თუ გატარებული პოლიტიკა უკუშედეგს იძლევა, ის მცდარია, ან შეგნებულად მავნებლურია, მაშ ნაცმო ან ცდება, ან მავნებელია, მე თუ მკითხავ, ორივეა !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა" - პაატა მანჯგალაძე

"კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა" - პაატა მანჯგალაძე

კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა მარია ზახაროვას განცხადებას ბათუმში გამართულ აქციაზე და აღნიშნა, რომ უმრავლესობის წევრებისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა "მესიჯები" მუდმივად ემთხვევა ერთმანეთს, რაც შემთხვევითი არ არის.

"ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს გავმართეთ ბრიფინგი და ვთქვით, რომ რუსი კურატორები უმზადებდნენ "ქართულ ოცნებას" სასაუბრო "მესიჯბოქსებს". შემთხვევითი არ არის მარია ზახაროვას, კობახიძის და "ხალხის ძალის" ნარატივებისა და "მესიჯების" დამთხვევა. თუ ამოვიღებთ ბოლო პერიოდში ამ რუსულ "მესიჯბოქსს", ვნახავთ, რომ კობახიძესა და ზახაროვას შორის მხოლოდ სქესშია სხვაობა, მიდგომებსა და დამოკიდებულებებში განსხვავება არ არის,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას "რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს."