საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსი ჯგუფმა" სლოვენიაში XS ის მეორე ფლაგმანი ფილიალი გახსნა
"ბიბლუსი ჯგუფმა" სლოვენიაში XS ის მეორე ფლაგმანი ფილიალი გახსნა

„ბიბ­ლუ­სი ჯგუფ­მა“ სლო­ვე­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ლი­უბ­ლი­ა­ნა­ში XS Igrace-ის (XS Toys) რი­გით მე­ო­რე ფლაგ­მა­ნი მა­ღა­ზია გახ­სნა. მა­ღა­ზია ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სა­ვაჭ­რო მოლ­ში BTC – CITY PARK-ში მდე­ბა­რე­ობს.

ჯგუფ­მა პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­ღა­ზია სლო­ვე­ნი­ა­ში გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ქა­ლაქ სე­ლი­ე­ში გახ­სნა. „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ გლო­ბა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია ქვე­ყა­ნა­ში ეტა­პობ­რი­ვად 10-მდე ფი­ლი­ა­ლის გახ­სნას და სა­თა­მა­შო­ე­ბის ბა­ზარ­ზე ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს მო­თა­მა­შედ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას მო­ი­აზ­რებს.

ჯგუ­ფის გლო­ბა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა მხო­ლოდ სლო­ვე­ნი­ა­ში შეს­ვლით არ ამო­ი­წუ­რე­ბა და ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ხორ­ვა­ტი­ის ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბაც იგეგ­მე­ბა.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ფარ­თო­ე­ბის ფარ­გლებ­ში იხ­სნე­ბა 100%-ით ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად თბი­ლი­სის ოფი­სი­დან იმარ­თე­ბა.

XS Toys მომ­ხმა­რებ­ლებს სლო­ვე­ნი­ა­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სა­ბავ­შვო პრო­დუქ­ცი­ას სთა­ვა­ზობს. მისი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ისე­თი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რი­ცაა: Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares and Bruder, Moose, Schleich, TY და სხვა.

“ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფი” სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი რი­თე­ი­ლე­რია და აერ­თი­ა­ნებს: წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელს - „ბიბ­ლუსს“, სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ებს - „პე­პე­ლას“ და XS Toys-ს, მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ე­ბის ქსელს - „მულ­ტის“ და კა­ფე­ე­ბის ქსელს - „პი­ა­ტოს“. ჯამ­ში ჯგუ­ფი 125 სა­ვაჭ­რო სივ­რცეს ფლობს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბიბლუსი ჯგუფმა" სლოვენიაში XS ის მეორე ფლაგმანი ფილიალი გახსნა

"ბიბლუსი ჯგუფმა" სლოვენიაში XS ის მეორე ფლაგმანი ფილიალი გახსნა

„ბიბლუსი ჯგუფმა“ სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში XS Igrace-ის (XS Toys) რიგით მეორე ფლაგმანი მაღაზია გახსნა. მაღაზია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში BTC – CITY PARK-ში მდებარეობს.

ჯგუფმა პირველი წარმატებული მაღაზია სლოვენიაში გასული წლის დეკემბერში ქალაქ სელიეში გახსნა. „ბიბლუსი ჯგუფის“ გლობალური განვითარების სტრატეგია ქვეყანაში ეტაპობრივად 10-მდე ფილიალის გახსნას და სათამაშოების ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ პოზიციონირებას მოიაზრებს.

ჯგუფის გლობალური განვითარების ხედვა მხოლოდ სლოვენიაში შესვლით არ ამოიწურება და ევროპის ბაზარზე უახლოეს მომავალში ხორვატიის ბაზრის ათვისებაც იგეგმება.

მათივე განმარტებით, საზღვარგარეთ გაფართოების ფარგლებში იხსნება 100%-ით ქართული კომპანიები, რომლებიც სრულად თბილისის ოფისიდან იმართება.

XS Toys მომხმარებლებს სლოვენიაში, ისევე როგორც საქართველოში უმაღლესი ხარისხის საბავშვო პროდუქციას სთავაზობს. მისი პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares and Bruder, Moose, Schleich, TY და სხვა.

“ბიბლუსი ჯგუფი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია და აერთიანებს: წიგნების მაღაზიათა ქსელს - „ბიბლუსს“, სათამაშოების მაღაზიებს - „პეპელას“ და XS Toys-ს, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს - „მულტის“ და კაფეების ქსელს - „პიატოს“. ჯამში ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.

NS