რეფორმირების პროცესის ფარგლებში, სს „საპარტნიორო ფონდი“ ლოგოს ესკიზის შემუშავებაზე კონკურსს აცხადებს. „სს საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად ფონდის სახელწოდების იცვლება.
კონკურსის მიზანია ფონდის ახალი სახელწოდების მიხედვით, სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ (ინგლისურად: Development Fund of Georgia - DFG) ლოგოს ესკიზის შექმნა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე როგორც საქართველოს, ისე - უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკურ და იურიდიული პირებს, ასევე, უმაღლესი სასწავლებლების პროფილური ფაკულტეტების სტუდენტებს.
კონკურსის პირობების თანახმად, ლოგო უნდა ასახავდეს ფონდის საქმიანობის სპეციფიკას (ფონდის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.fund.ge და https://matsne.gov.ge/ka/document/view/1290372?publication=5 ). ასევე, მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი მისი განთავსება ფონდის ორგანიზაციის ნებისმიერ პოლიგრაფიულ თუ ბრენდულ პროდუქციაზე.
ლოგო უნდა შესრულდეს, როგორც ფერად, ასევე - თეთრ ზედაპირზე აღქმად
ფერებში და უნდა მოიცავდეს ფონდის სახელწოდების ქართულ და ინგლისურ ვერსიებს.
კონკურსანტმა ნამუშევრის აღქმადობის გაზრდის მიზნით, ზემოთ მოთხოვნილ ელექტრონულ მასალებთან ერთად, შესაძლებელია დამატებით წარმოადგინოს ლოგოს რელიეფური/სივრცითი ესკიზი. ესკიზური ნამუშევრის მომზადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოება: ესკიზური ნამუშევარი კომპოზიციური თვალსაზრისით უნდა პასუხობდეს საკონსკურსო პირობებს. შესაძლებელია ნებისმიერი სიმბოლოს გამოყენება (გარდა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სიმბოლიკებისა).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 17 აგვისტო.
დეტალურ ინფორმაციას კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ, გაეცნოთ ფონდის ვებ-გვერდზე: https://fund.ge/site/news/649