მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Euphoria-ს ვარსკვლავი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა - "ერთი კვირის წინ მან მამა დაკარგა"
Euphoria-ს ვარსკვლავი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა - "ერთი კვირის წინ მან მამა დაკარგა"

სე­რი­ალ Euphoria-ს ვარ­სკვლა­ვი, ან­გუს კლა­უ­დი 25 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ფეს­კოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი ორ­შა­ბათს, ოუკ­ლენდში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი.

კლა­უ­დის ოჯახ­მა სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი თა­ვად გა­ავ­რცე­ლა:

"გული სა­შინ­ლად გვაქვს დამ­ძი­მე­ბუ­ლი, ასეთ გა­სა­ო­ცარ ადა­მი­ან­თან რომ გვი­წევს გა­მომ­შვი­დო­ბე­ბა", - წე­რენ ისი­ნი.

ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბით, ან­გუს­მა გა­სულ კვი­რას მა­მა­მი­სი დაკ­რძა­ლა, რო­მე­ლიც მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რიც იყო. "მსა­ხი­ობს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ერ­თა­დერ­თი, რაც გვამ­ხნე­ვებს, იმის ცოდ­ნაა, რომ ან­გუ­სი ახლა მა­მას­თან ერ­თად იქ­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ან­გუ­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სე­რი­ალ Euphoria-ს შემ­ქმნე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბის ქსე­ლი HBO გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "წარ­მო­უდ­გენ­ლად ვწუხ­ვართ ან­გუს კლა­უ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ის უზო­მოდ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და HBO-სა და Euphoria-ს ოჯა­ხის საყ­ვა­რე­ლი წევ­რი იყო".

GQ-სთან 2019 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში ან­გუს­მა ისა­უბ­რა, რომ მას ვარ­სკვლა­ვად, ან თუნ­დაც მსა­ხი­ო­ბად გახ­დო­მის მის­წრა­ფე­ბა არ ჰქო­ნია. ის ვაფ­ლის სახ­ლში მუ­შა­ობ­და, როცა ერთ დღეს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად კას­ტინ­გის აგენ­ტმა გა­ა­ჩე­რა:

"და­ვი­ბე­ნი, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მი­ცე­მა არ მინ­დო­და, ვი­ფიქ­რე, თაღ­ლი­თი იყო", - ყვე­ბო­და მსა­ხი­ო­ბი. ან­გუ­სის კა­რი­ე­რამ პიკს სწო­რედ 2019 წელს მი­აღ­წია. სწო­რედ ამ წელს გა­მო­ვი­და Euphoria, რო­მე­ლიც, მა­ლე­ვე, ათწლე­უ­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუდ იქცა აშშ-ში.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

Euphoria-ს ვარსკვლავი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა - "ერთი კვირის წინ მან მამა დაკარგა"

Euphoria-ს ვარსკვლავი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა - "ერთი კვირის წინ მან მამა დაკარგა"

სერიალ Euphoria-ს ვარსკვლავი, ანგუს კლაუდი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფესკოს როლის შემსრულებელი მსახიობი ორშაბათს, ოუკლენდში, კალიფორნიაში, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.

კლაუდის ოჯახმა სამწუხარო ამბავი თავად გაავრცელა:

"გული საშინლად გვაქვს დამძიმებული, ასეთ გასაოცარ ადამიანთან რომ გვიწევს გამომშვიდობება", - წერენ ისინი.

ოჯახის განცხადებით, ანგუსმა გასულ კვირას მამამისი დაკრძალა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარიც იყო. "მსახიობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ერთადერთი, რაც გვამხნევებს, იმის ცოდნაა, რომ ანგუსი ახლა მამასთან ერთად იქნება", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ანგუსის გარდაცვალებას სერიალ Euphoria-ს შემქმნელი სატელევიზიო არხების ქსელი HBO გამოეხმაურა: "წარმოუდგენლად ვწუხვართ ანგუს კლაუდის გარდაცვალების გამო. ის უზომოდ ნიჭიერი ადამიანი და HBO-სა და Euphoria-ს ოჯახის საყვარელი წევრი იყო".

GQ-სთან 2019 წლის ინტერვიუში ანგუსმა ისაუბრა, რომ მას ვარსკვლავად, ან თუნდაც მსახიობად გახდომის მისწრაფება არ ჰქონია. ის ვაფლის სახლში მუშაობდა, როცა ერთ დღეს, მოულოდნელად კასტინგის აგენტმა გააჩერა:

"დავიბენი, ტელეფონის ნომრის მიცემა არ მინდოდა, ვიფიქრე, თაღლითი იყო", - ყვებოდა მსახიობი. ანგუსის კარიერამ პიკს სწორედ 2019 წელს მიაღწია. სწორედ ამ წელს გამოვიდა Euphoria, რომელიც, მალევე, ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუდ იქცა აშშ-ში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა