სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნონგოლოზის ბავშვები" - მსოფლიოში ყველაზე საშიში და გასაიდუმლოებული აფრიკული კლანი, უმკაცრესი იერარქიით: "ისინი სხვებისგან განსხვავდებიან"
"ნონგოლოზის ბავშვები" - მსოფლიოში ყველაზე საშიში და გასაიდუმლოებული აფრიკული კლანი, უმკაცრესი იერარქიით: "ისინი სხვებისგან განსხვავდებიან"

სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში არ­სე­ბულ, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ, მაგ­რამ თით­ქმის სა­უ­კუ­ნო­ვან კლან­ზე "ნონ­გო­ლო­ზის ბავ­შვე­ბი" ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ეს არის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი და ბარ­ბა­რო­სუ­ლი ბან­და, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბად კას­ტურ სის­ტე­მა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, სა­ი­დუმ­ლო მკვლე­ლო­ბი­სა და რი­ტუ­ა­ლე­ბის დიდი ის­ტო­რია აქვს და მსოფ­ლი­ო­ში შიდსის გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ კე­რად მი­იჩ­ნე­ვა.

მისი მე­ომ­რე­ბი რე­ლი­გი­ურ ფუნ­და­მენ­ტურ მომ­ზა­დე­ბას წი­ნაპ­რე­ბის­გან იღე­ბენ და გარ­კვე­უ­ლი ნორ­მე­ბი, რო­გორც კო­დექ­სი, და­ზე­პი­რე­ბუ­ლი აქვთ. ერთი შე­ხედ­ვით, ეს გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორ ია­კუ­ძა, თუმ­ცა არ­სობ­რი­ვად, სი­სას­ტი­კით და ტრა­დი­ცი­ე­ბით, შორს დგას მის­გან.

მო­ნოგ­რა­ფი ჯონი სტე­ინ­ბერ­გი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ამ კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ცხოვ­რე­ბის წეს­ზე და მას უნი­კა­ლურ შემ­თხვე­ვას უწო­დებს. reactor.cc-ს მიერ მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლა­ში ავ­ტო­რი ჰყვე­ბა, რომ მათ სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, ათო­ბით კლა­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ "ნონ­გო­ლო­ზის ბავ­შვებს", რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი­თა და სა­ი­დუმ­ლო რი­ტუ­ა­ლე­ბით ცხოვ­რო­ბენ, აფ­რი­კულ მა­სო­ნებ­საც უწო­დე­ბენ.

მათი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ნომ­რი­ლია კლა­ნე­ბის მი­ხევ­დით. მათი ნა­წი­ლი მი­თე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ არი­ან და მი­აჩ­ნი­ათ, რომ მათი მი­სია ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ბი­რე­ბა, მათი სრულ­ფა­სო­ვა­ნი მომ­ზა­დე­ბა და შემ­დე­გი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის გან­ვი­თა­რე­ბაა. ისი­ნი სხვე­ბის­გან იმით გან­სხვავ­დე­ბი­ან, რომ ახალ კად­რებს ძი­რი­თა­დად ცი­ხე­ში აგ­რო­ვე­ბენ, შემ­დეგ კი, აი­ძუ­ლე­ბენ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მათი პრინ­ცი­პე­ბით იცხოვ­რონ. თუმ­ცა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი ამ უმ­ძი­მეს კა­ნო­ნებს, ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს, მუდ­მივ კონ­ტროლს, კო­ლექ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას ვერ უძ­ლებს და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობს, რა­საც ეწი­რე­ბა კი­დეც.

"არის გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ისი­ნი სამ­სა­ხურს შო­უ­ლო­ბენ, პი­როვ­ნუ­ლად ვი­თარ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, ში­ნა­გა­ნად კლა­ნის ერ­თგუ­ლი დარ­ჩნენ და მათი მი­თი­თე­ბა შე­ას­რუ­ლონ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მათ ასა­მარ­თლე­ბენ, სჯი­ან, ხო­ცა­ვენ და ეს ყვე­ლა მათ­გან­მა თა­ვი­დან­ვე იცის... ტატუ ყვე­ლა მათ­განს აქვს, მაგ­რამ თა­ვი­ან­თი ნიშ­ნით, ზოგ­ჯერ დამ­ნა­შა­ვეს თა­ვის საქ­მეს ზედ აწე­რენ, ყვე­ლა შეც­დო­მას თა­ვი­სი სიმ­ბო­ლი­კა აქვს, რათა ყვე­ლამ იცო­დეს, ვინ არის და რის გამო და­ი­სა­ჯა, რომ მისი ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა" - წერს ავ­ტო­რი.

26, 27, 28 - ეს არის მომ­დევ­ნო სამი კლა­ნი, რო­მელ­თა და­ვა­ლე­ბაა, შავი სა­მუ­შაო, ომე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლის შემ­დე­გაც, უნდა გაქ­რნენ, ამი­ტომ მათ მოჩ­ვე­ნე­ბებს უწო­დე­ბენ.

  • "ნონ­გო­ლო­ზის ბავ­შვე­ბის" კრი­მი­ნა­ლურ კლან­ში უმ­კაც­რე­სი იერ­არ­ქი­აა. მას­ში ით­ვლე­ბი­ან ქა­ლე­ბიც, ახალ­გაზ­რდა, შუ­ახ­ნის და ასა­კო­ვა­ნი, გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბის რა­ღაც ეტაპ­ზე ხელი მო­ე­ცა­რათ, ან უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნებ­ზე, მათ შო­რის, ახ­ლობ­ლებ­ზე, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე გული აუც­რუვ­დათ და ყვე­ლაფ­რის მი­ტო­ვე­ბა მო­უნ­დათ.

ნო­მე­რი 26 - სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია ჩა­წყო­ბილ საქ­მე­ებ­ზე, გა­დაგ­დე­ბა­ზე, კონ­ტრა­ბან­და­ზე, ასე­ვე, მათი მი­სი­აა ძარ­ცვა და კლა­ნის გამ­დიდ­რე­ბა. ისი­ნი ლი­დერს ხმის მი­ცე­მით ირ­ჩე­ვენ, რო­მე­ლიც შემ­დეგ ნიშ­ნავს ბან­დის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს - გე­ნერ­ლებს, ინ­სპექ­ტო­რებს, კლერ­კებს, ექი­მებს, კა­პიტ­ნებს, სერ­ჟან­ტებს, რი­გი­თებს... მათ შო­რის არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც გა­ნათ­ლე­ბა და­სავ­ლეთ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, იცი­ან ენე­ბი, აქვთ კარ­გი კავ­ში­რე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა...

ნო­მე­რი 27 - ბან­დებს შო­რის მშვი­დო­ბა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ 26-სა და 27 დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის, და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ერ­თგვა­რი ხიდი იყ­ვნენ. ამას­თან, ისი­ნი ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან კონ­ტრა­ბან­დის­ტებს, ქურ­დებს, გეგ­მა­ვენ დე­ტა­ლებ­ში გათ­ვლილ საქ­მე­ებს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით იგო­ნე­ბენ შიდა ენას, ჟარ­გო­ნებს, არ­ჩე­ვენ და­ვა­ლე­ბის ად­გი­ლებს, "საქ­მე­ზე" გა­საგ­ზავნ კად­რებს. გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად მი­დი­ან ყვე­ლა­ზე შავ სა­მუ­შა­ო­ზე, შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბებ­ზე...

ნო­მე­რი 28 - ბან­და­ში ურ­თუ­ლეს და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებს, მათ წინა ორის მიერ აღე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი, მათი ხა­რის­ხი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩა­რე­ვა უწევთ. ისი­ნი ცივ­სის­ხლი­ა­ნი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან, რო­გორც ბან­დის სა­მიზ­ნის, ასე­ვე თა­ვი­სი­ა­ნე­ბის მი­მარ­თაც. შეც­დო­მას არა­ვის პა­ტი­ო­ბენ" - წერს ავ­ტო­რი.

მო­ნოგ­რა­ფის თა­ნახ­მად, კლა­ნი ფი­ლო­სო­ფოს­მა და იმავდრო­უ­ლად, სე­რი­ულ­მა მკვლელ­მა, ვინ­მე პო­მა­ბას­მა და­ა­ფუძნა, რო­მე­ლიც გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, თეთრკა­ნი­ან­თა წი­ნა­აღ­მდეგ მა­სობ­რივ ბრძო­ლას ედგა სა­თა­ვე­ში... ის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, ცხოვ­რობ­და, შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ, რი­ტუ­ა­ლებს ატა­რებ­დნენ. ღა­ლა­ტი სიკ­ვდი­ლით ის­ჯე­ბო­და. თუმ­ცა, ერთხე­ლაც, მათ შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა მოხ­და, ლი­დე­რი სხვებს გა­ე­მიჯ­ნა და გა­მოქ­ვა­ბულ­ში გან­მარ­ტოვ­და. თუმ­ცა, დრო­დად­რო, სას­ტიკ საქ­მე­ებ­ში მის კვალს ხე­დავ­დნენ, რის გა­მოც, მოჩ­ვე­ნე­ბა შე­არ­ქვეს. თა­ნა­მედ­რო­ვე "ნან­გო­ლო­ზის ბავ­შვებ­ში" მას მიმ­დევ­რე­ბი ჰყავს, ისი­ნი, ვი­საც ურ­ჩევ­ნია ჩრდილ­ში იყოს.

"ახალ­ბე­დებს გა­მო­საც­დელ ვა­დას აძ­ლე­ვენ, ყო­ვე­ლი საქ­მის შემ­დეგ, მათ კლა­ნის ძვე­ლი კად­რე­ბი კი­თხა­ვენ, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად, სხვა­დას­ხვა დროს, რათა დარ­წმუნ­დნენ, რომ არ იტყუ­ე­ბა. ყვე­ლა მათ­გა­ნი ვალ­დე­ბუ­ლია, "ტრა­დი­ცი­ე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და ახა­ლი კად­რის მო­ძი­ე­ბა­ზე იზ­რუ­ნოს" - წერს მო­ნოგ­რა­ფი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
0

ბოლშევიკები-კომუნისტები-მხედრიონელები-მოქალაქეთა კავშირელები-ნაცანალურები - მანიაკი მკვლელების,ნარკომანების,მეძავეთა და მამათმავალთა რუსულ-გლობალისტური სექტა,რომლის სათავეშიც პუტინი და რუსი გენერალი თ.ალასანიაა.

ჩვენთანაც არიან
6

ბიძინას შვილობილები, კლანი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ნონგოლოზის ბავშვები" - მსოფლიოში ყველაზე საშიში და გასაიდუმლოებული აფრიკული კლანი, უმკაცრესი იერარქიით: "ისინი სხვებისგან განსხვავდებიან"

"ნონგოლოზის ბავშვები" - მსოფლიოში ყველაზე საშიში და გასაიდუმლოებული აფრიკული კლანი, უმკაცრესი იერარქიით: "ისინი სხვებისგან განსხვავდებიან"

სამხრეთ აფრიკაში არსებულ, გასაიდუმლოებულ, მაგრამ თითქმის საუკუნოვან კლანზე "ნონგოლოზის ბავშვები" ბევრი არაფერია ცნობილი. ეს არის ყველაზე მასშტაბური და ბარბაროსული ბანდა, რომელიც განვითარებად კასტურ სისტემაზეა დაფუძნებული, საიდუმლო მკვლელობისა და რიტუალების დიდი ისტორია აქვს და მსოფლიოში შიდსის გავრცელების ყველაზე მასშტაბურ კერად მიიჩნევა.

მისი მეომრები რელიგიურ ფუნდამენტურ მომზადებას წინაპრებისგან იღებენ და გარკვეული ნორმები, როგორც კოდექსი, დაზეპირებული აქვთ. ერთი შეხედვით, ეს გამოიყურება, როგორ იაკუძა, თუმცა არსობრივად, სისასტიკით და ტრადიციებით, შორს დგას მისგან.

მონოგრაფი ჯონი სტეინბერგი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ კრიმინალური დაჯგუფების ცხოვრების წესზე და მას უნიკალურ შემთხვევას უწოდებს. reactor.cc-ს მიერ მომზადებულ მასალაში ავტორი ჰყვება, რომ მათ სამხრეთ აფრიკაში, ათობით კლანური დაჯგუფება არსებობს, მაგრამ "ნონგოლოზის ბავშვებს", რომლებიც ციხეში ჩამოყალიბებული კანონებითა და საიდუმლო რიტუალებით ცხოვრობენ, აფრიკულ მასონებსაც უწოდებენ.

მათი საქმიანობა დანომრილია კლანების მიხევდით. მათი ნაწილი მითების გავლენის ქვეშ არიან და მიაჩნიათ, რომ მათი მისია ადამიანების გადაბირება, მათი სრულფასოვანი მომზადება და შემდეგი საქმიანობისთვის განვითარებაა. ისინი სხვებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ახალ კადრებს ძირითადად ციხეში აგროვებენ, შემდეგ კი, აიძულებენ, მთელი ცხოვრება მათი პრინციპებით იცხოვრონ. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი ამ უმძიმეს კანონებს, ფსიქოლოგიურ წნეხს, მუდმივ კონტროლს, კოლექტიურ ცხოვრებას ვერ უძლებს და თავისუფლების მოპოვებას ცდილობს, რასაც ეწირება კიდეც.

"არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ისინი სამსახურს შოულობენ, პიროვნულად ვითარდებიან, მაგრამ ვალდებული არიან, შინაგანად კლანის ერთგული დარჩნენ და მათი მითითება შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ასამართლებენ, სჯიან, ხოცავენ და ეს ყველა მათგანმა თავიდანვე იცის... ტატუ ყველა მათგანს აქვს, მაგრამ თავიანთი ნიშნით, ზოგჯერ დამნაშავეს თავის საქმეს ზედ აწერენ, ყველა შეცდომას თავისი სიმბოლიკა აქვს, რათა ყველამ იცოდეს, ვინ არის და რის გამო დაისაჯა, რომ მისი ნდობა არ შეიძლება" - წერს ავტორი.

26, 27, 28 - ეს არის მომდევნო სამი კლანი, რომელთა დავალებაა, შავი სამუშაო, ომები და განსაკუთრებულ საქმეებში მონაწილეობა, რომლის შემდეგაც, უნდა გაქრნენ, ამიტომ მათ მოჩვენებებს უწოდებენ.

  • "ნონგოლოზის ბავშვების" კრიმინალურ კლანში უმკაცრესი იერარქიაა. მასში ითვლებიან ქალებიც, ახალგაზრდა, შუახნის და ასაკოვანი, გამოცდილი ადამიანებიც, რომლებსაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ხელი მოეცარათ, ან უბრალოდ, ადამიანებზე, მათ შორის, ახლობლებზე, ოჯახის წევრებზე გული აუცრუვდათ და ყველაფრის მიტოვება მოუნდათ.

ნომერი 26 - სპეციალიზებულია ჩაწყობილ საქმეებზე, გადაგდებაზე, კონტრაბანდაზე, ასევე, მათი მისიაა ძარცვა და კლანის გამდიდრება. ისინი ლიდერს ხმის მიცემით ირჩევენ, რომელიც შემდეგ ნიშნავს ბანდის მინისტრთა კაბინეტს - გენერლებს, ინსპექტორებს, კლერკებს, ექიმებს, კაპიტნებს, სერჟანტებს, რიგითებს... მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც განათლება დასავლეთში აქვს მიღებული, იციან ენები, აქვთ კარგი კავშირები, გამოცდილება...

ნომერი 27 - ბანდებს შორის მშვიდობაზეა პასუხისმგებელი, ისინი ცდილობენ 26-სა და 27 დაჯგუფებებს შორის, დამაკავშირებელი ერთგვარი ხიდი იყვნენ. ამასთან, ისინი ეკონტაქტებიან კონტრაბანდისტებს, ქურდებს, გეგმავენ დეტალებში გათვლილ საქმეებს მსოფლიო მასშტაბით იგონებენ შიდა ენას, ჟარგონებს, არჩევენ დავალების ადგილებს, "საქმეზე" გასაგზავნ კადრებს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თავად მიდიან ყველაზე შავ სამუშაოზე, შეკვეთილ მკვლელობებზე...

ნომერი 28 - ბანდაში ურთულეს დავალებას ასრულებს, მათ წინა ორის მიერ აღებული დავალებების შესრულების კონტროლი, მათი ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში, ჩარევა უწევთ. ისინი ცივსისხლიანი შემსრულებლები არიან, როგორც ბანდის სამიზნის, ასევე თავისიანების მიმართაც. შეცდომას არავის პატიობენ" - წერს ავტორი.

მონოგრაფის თანახმად, კლანი ფილოსოფოსმა და იმავდროულად, სერიულმა მკვლელმა, ვინმე პომაბასმა დააფუძნა, რომელიც გადმოცემის თანახმად, თეთრკანიანთა წინააღმდეგ მასობრივ ბრძოლას ედგა სათავეში... ის თანამოაზრეებთან ერთად, ცხოვრობდა, შემოსავალს იღებდნენ, რიტუალებს ატარებდნენ. ღალატი სიკვდილით ისჯებოდა. თუმცა, ერთხელაც, მათ შორის განხეთქილება მოხდა, ლიდერი სხვებს გაემიჯნა და გამოქვაბულში განმარტოვდა. თუმცა, დროდადრო, სასტიკ საქმეებში მის კვალს ხედავდნენ, რის გამოც, მოჩვენება შეარქვეს. თანამედროვე "ნანგოლოზის ბავშვებში" მას მიმდევრები ჰყავს, ისინი, ვისაც ურჩევნია ჩრდილში იყოს.

"ახალბედებს გამოსაცდელ ვადას აძლევენ, ყოველი საქმის შემდეგ, მათ კლანის ძველი კადრები კითხავენ, სხვადასხვანაირად, სხვადასხვა დროს, რათა დარწმუნდნენ, რომ არ იტყუება. ყველა მათგანი ვალდებულია, "ტრადიციები შეინარჩუნოს და ახალი კადრის მოძიებაზე იზრუნოს" - წერს მონოგრაფი.