საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს და ტონი შეარჩიოს" - ზარქუა
"ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს და ტონი შეარჩიოს" - ზარქუა

ვი­სურ­ვებ­დი, ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ კე­თი­ლი ინე­ბოს, ტონი შე­არ­ჩი­ოს, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა აშშ-ის სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბას სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ირაკ­ლი ზარ­ქუა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი ფი­გუ­რი­რებს აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტში, ამი­ტომ ეს სა­კი­თხი, " იქ არ­კვი­ონ ერ­თმა­ნეთ­ში."

"მე ასე ვი­ტყო­დი, რომ ცრუ და უპა­სუ­ხის­მგებ­ლოა, რა გან­ცხა­დე­ბაც ამ თე­მა­ზე სა­ელ­ჩომ გა­ა­კე­თა და მე ვი­სურ­ვებ­დი, ტონი ყო­ველ­თვის შე­არ­ჩი­ონ ხოლ­მე, როცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან აქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა, მი­თუ­მე­ტეს, ჩვენ ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თეთ, რად­გან "ფა­რას" დო­კუ­მენ­ტში ეწე­რა. "ფა­რას" დო­კუ­მენ­ტში ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი ფი­გუ­რი­რებს, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ლო­ბის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში და თე­მა­ში. თუ რა­ი­მე კი­თხვე­ბი აქვთ, სა­ელ­ჩოს ან ვინ­მეს, მი­მარ­თონ კო­ლე­გებს თეთრ სახ­ლში, თუ "ფა­რას" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და კი­თხონ, რის სა­ფუძ­ველ­ზე ამო­ტივ­ტივ­და მათი სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი. ჩვენ­თან რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ?! შემ­დეგ­ში, ვი­სურ­ვებ­დი, ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ კე­თი­ლი ინე­ბოს, ტონი შე­არ­ჩი­ოს, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, ქარ­თველ ხალ­ხზე ან ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ზეა სა­უ­ბა­რი. ესაა ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ აირ­ჩია. ასე რომ, არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, უსა­ფუძ­ვლოდ ამ ტო­ნა­ლო­ბა­ში გვე­ლა­პა­რა­კოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შემ­დე­გი ელჩი იქ­ნე­ბა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი, ობი­ექ­ტუ­რი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მე­გო­ბა­რი, არა კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ხელ­მო­ცა­რუ­ლე­ბის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი," - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აცხა­დებს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, თბი­ლის­სა და ვა­შინგტონ­ში, შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის მიერ ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით".

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, თბი­ლის­ში აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში არა­ვის მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ლო­ბი­რე­ბა­ში და არც დახ­მა­რე­ბია მის ლო­ბის­ტებს რა­ი­მე შეხ­ვედ­რის და­გეგ­მვა­ში. აშშ-ის სა­ელ­ჩო აცხა­დებს, რომ "მავ­ნებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია", რაც ამ­ტკი­ცებს, ან გუ­ლის­ხმობს, რომ სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ლო­ბის­ტუ­რი ფირ­მე­ბის­გან ფული მი­ი­ღეს, "ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ცრუ და უპა­სუ­ხის­მგებ­ლოა".

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰჰ....
1

ფიცი გვწამს, საქმეები გვაკვირვებს

ნონა
5

ეს ქურდები უნდა იქცნენ ქვად და მიწად და განთავისუფლდეს ქვეყანა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს და ტონი შეარჩიოს" - ზარქუა

"ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს და ტონი შეარჩიოს" - ზარქუა

ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, - ასე ეხმიანება აშშ-ის საელჩოს განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

მისივე თქმით, საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს აშშ-ის იუსტიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ამიტომ ეს საკითხი, " იქ არკვიონ ერთმანეთში."

"მე ასე ვიტყოდი, რომ ცრუ და უპასუხისმგებლოა, რა განცხადებაც ამ თემაზე საელჩომ გააკეთა და მე ვისურვებდი, ტონი ყოველთვის შეარჩიონ ხოლმე, როცა საქართველოს მთავრობასთან აქვთ ურთიერთობა, მითუმეტეს, ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ, რადგან "ფარას" დოკუმენტში ეწერა. "ფარას" დოკუმენტში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს, რომელიც ჩართული იყო სააკაშვილის ლობისტური საქმიანობის პროცესში და თემაში. თუ რაიმე კითხვები აქვთ, საელჩოს ან ვინმეს, მიმართონ კოლეგებს თეთრ სახლში, თუ "ფარას" ადმინისტრაციაში და კითხონ, რის საფუძველზე ამოტივტივდა მათი საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი. ჩვენთან რა პრეტენზიები აქვთ?! შემდეგში, ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე ან ქართულ სახელმწიფოზეა საუბარი. ესაა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია. ასე რომ, არავის მივცემთ უფლებას, უსაფუძვლოდ ამ ტონალობაში გველაპარაკოს. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ელჩი იქნება გაწონასწორებული, სამართლიანი, ობიექტური და ქართველი ხალხის მეგობარი, არა კონკრეტული პარტიის, ოპოზიციონერი ხელმოცარულების, არამედ საქართველოს მეგობარი," - განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ "დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით".

განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ "მავნებლური ინფორმაცია", რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, "ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა".