მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპეცოპერაცია ორ რეგიონში: ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე
სპეცოპერაცია ორ რეგიონში: ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ტე­რო­რის­ტულ და­ნა­შა­ულ­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სუს-ი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ორ რე­გი­ონ­ში ოთხ ლო­კა­ცი­ა­ზე ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ა­ტა­რა.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლია დრო­შე­ბი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ სიმ­ბო­ლი­კით და სხვა­დას­ხვა სა­ხის ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი გა­მო­ძი­ე­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 327-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით აწარ­მო­ებს. გრძელ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხა­სი­ა­თის გა­მოვ­ლე­ნის­თვის, ისე და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი მად­ლო­ბას უხ­დის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
0

რაღაც სიტუაციებს რომ ვფლობდეთ ისლამურ სამყაროში საჭიროა მათი გადმობირება და თანამშრომლობა

კოორდინატორი მამიდა
48

თავისუფლება უბნის კოორდინატორებს....კიდევ მოვა არჩევნები...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სპეცოპერაცია ორ რეგიონში: ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე

სპეცოპერაცია ორ რეგიონში: ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. გრძელდება აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საქმეში თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.