საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრუიზი სოჭი-ბათუმის მიმართულებით: Astoria Grande ტურისტებს ქალაქის დათვალიერებას სთავაზობს - რას ამბობენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გავრცელებულ ინფორმაციაზე?
კრუიზი სოჭი-ბათუმის მიმართულებით: Astoria Grande ტურისტებს ქალაქის დათვალიერებას სთავაზობს - რას ამბობენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გავრცელებულ ინფორმაციაზე?

22 ივ­ლისს საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რი Astoria Grande სო­ჭი­დან ახა­ლი მარ­შრუ­ტით გა­ემ­გზავ­რა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში გა­ჩე­რე­ბას მო­ი­ცავს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ეხო კავ­კა­ზა“ ავ­რცე­ლებს.

მე­დი­ის ცნო­ბით, ახა­ლი მარ­შრუ­ტით კრუ­იზ­ზე 850 მგზავ­რი გა­ემ­გზავ­რა, ლა­ი­ნე­რი კი ბა­თუმ­ში მე­ხუ­თე დღეს შევა. ტუ­რის­ტებს სთა­ვა­ზო­ბენ ბა­თუ­მის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას და ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­სინ­ჯვას. გარ­და ამი­სა, ლა­ი­ნე­რის მე­ნი­უს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი და­ე­მა­ტა.

"მათ ტუ­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნით გა­და­წყვი­ტეს და­მა­ტე­ბი­თი გა­ჩე­რე­ბა შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტს შე­უძ­ლია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­დოს ინ­ტე­რე­სი ფრე­ნის მი­მართ. უფრო მე­ტიც, მგზავრს არ სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ცე­მა”- ნათ­ქვა­მია ტე­ლე­კომ­პა­ნია Rossiya 1-ის სი­უ­ჟეტ­ში.

"ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი და­ა­ფა­სე­ბენ ამ ქა­ლა­ქის გა­სა­ო­ცარ ატ­მოს­ფე­რო­სა და კულ­ტუ­რას. ჩვენ მო­ვამ­ზა­დეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ექ­სკურ­სიო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­ეც­ნოთ ამ ქა­ლაქს და მის კულ­ტუ­რას”, - თქვა მუ­ზა­ფერ ოზმა, საკ­რუ­ი­ზო კომ­პა­ნი­ის სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯე­რის მო­ად­გი­ლემ.

Astoria Grande ვებ­სა­იტ­ზე მო­რი­გი "ვარ­სკვლა­ვუ­რი" კრუ­ი­ზის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. სოჭი-ტრა­პი­ზო­ნი-ბა­თუ­მი-ამას­რა-სტამ­ბო­ლი-სო­ჭის მარ­შრუტ­ზე. ის სოჭს 29 ივ­ლისს და­ტო­ვებს.

"ვარ­სკვლა­ვუ­რი" კრუ­ი­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 000 რუბლს აღე­მა­ტე­ბა (და­ახ­ლო­ე­ბით 1100 აშშ დო­ლარს).

  • სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტომ გე­მის ბა­თუ­მის პორ­ტში შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, საკ­რუ­ი­ზო გე­მის ASTORIA GRANDE-ს შე­მოს­ვლა კო­მერ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა, იგი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე კომ­პა­ნია Goodwin Shipping Limited-ის სა­ხე­ლით და სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა.

"გე­მის სა­ა­გენ­ტო კომ­პა­ნი­ის INFLOT მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 27 ივ­ლისს ბა­თუ­მის სა­ზღვაო ნავ­სად­გურ­ში პა­ლა­უს დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი საკ­რუ­ი­ზო გე­მის ASTORIA GRANDE შე­მოს­ვლა იგეგ­მე­ბა, რო­მელ­საც თურ­ქუ­ლი საკ­რუ­ი­ზო კომ­პა­ნია Miray Cruises International - ი ემ­სა­ხუ­რე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საკ­რუ­ი­ზო გე­მის ASTORIA GRANDE-ს შე­მოს­ვლა კო­მერ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა. იგი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე კომ­პა­ნია Goodwin Shipping Limited-ის სა­ხე­ლით და სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­ში არ ფიქ­სირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტი სა­ა­გენ­ტო, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლებს რო­გორც გე­მე­ბის, ასე­ვე გემთმფლო­ბე­ლე­ბის შე­მოწ­მე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­თან მი­მარ­თე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი გემი, ან გე­მის მფლო­ბე­ლი არის სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში, მას არ ეძ­ლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­სად­გუ­რებ­ში შე­მოს­ვლი­სა და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
15

მოკლედ, ყველა მხრიდან შემოგვესივნენ რუსები. ჯერ ხმელეთიდან, მერე ჰაერიდან და ბოლოს ზღვიდანაც. ჩვენი მთავრობისაგან არ მიკვირს, მარა თურქეთი რომ ნატოს წევრია, რატო უშვებს სტამბულსა და ტრაბზონში? თუ მარტო საქართველოსთვის უნდა იყოს აკრძალული?

მახო
9

არ გვინდა რუსული გემი,მგზავრები ხაჭაპურის ჭამის დროს რუსულად ლაპარაკობენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კრუიზი სოჭი-ბათუმის მიმართულებით: Astoria Grande ტურისტებს ქალაქის დათვალიერებას სთავაზობს - რას ამბობენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გავრცელებულ ინფორმაციაზე?

კრუიზი სოჭი-ბათუმის მიმართულებით: Astoria Grande ტურისტებს ქალაქის დათვალიერებას სთავაზობს - რას ამბობენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გავრცელებულ ინფორმაციაზე?

22 ივლისს საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ახალი მარშრუტით კრუიზზე 850 მგზავრი გაემგზავრა, ლაინერი კი ბათუმში მეხუთე დღეს შევა. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას. გარდა ამისა, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძები დაემატა.

"მათ ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი ფრენის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების გაცემა”- ნათქვამია ტელეკომპანია Rossiya 1-ის სიუჟეტში.

"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ამ ქალაქის გასაოცარ ატმოსფეროსა და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ამ ქალაქს და მის კულტურას”, - თქვა მუზაფერ ოზმა, საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილემ.

Astoria Grande ვებსაიტზე მორიგი "ვარსკვლავური" კრუიზის შესახებ იუწყება. სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭის მარშრუტზე. ის სოჭს 29 ივლისს დატოვებს.

"ვარსკვლავური" კრუიზის ღირებულება 100 000 რუბლს აღემატება (დაახლოებით 1100 აშშ დოლარს).

  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გემის ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა, იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

"გემის სააგენტო კომპანიის INFLOT მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 27 ივლისს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE შემოსვლა იგეგმება, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International - ი ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.