პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თხები ჰყავდათ, ერთმანეთის ეზოში გადადიოდნენ და ამაზე იჩხუბეს... იმუქრებოდა კიდეც ნუკრი, - მე ნერვიული კაცი ვარ, მაგას არ გავახარებო" - ხონში მომხდარი მკვლელობის დეტალები
"თხები ჰყავდათ, ერთმანეთის ეზოში გადადიოდნენ და ამაზე იჩხუბეს... იმუქრებოდა კიდეც ნუკრი, - მე ნერვიული კაცი ვარ, მაგას არ გავახარებო" - ხონში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გოჩა ჯი­ხა­იშ­ში მე­ზობ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მკვლე­ლო­ბა მოხ­და, - გარ­დაც­ვლი­ლია 62 წლის ბარ­ნა­ბი ჩო­მა­ხი­ძე. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი, 43 წლის ნუკ­რი ჩო­მა­ხი­ძე, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე 108-ე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, სოფ­ლის ერთ-ერთი მცხოვ­რე­ბი გვი­ამ­ბობს, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

- უსას­ტი­კე­სი მკვლე­ლო­ბა მოხ­და... ვერ აგი­წერთ, რამ­ხე­ლა შოკი მი­ვი­ღეთ, როცა მე­ზობ­ლე­ბი, ბარ­ნა­ბის ყვი­რილ­ზე ქუ­ჩა­ში გავცვივ­დით და ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი კაცი სა­კუ­თარ სის­ხლში სულთმობ­რძა­ვი ვნა­ხეთ, - სა­წყალს დახ­ვრე­ტი­ლი ჰქონ­და ზურ­გი და­ნით. მისი გა­დარ­ჩე­ნა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც რა არ გა­ვა­კე­თეთ მის გა­და­სარ­ჩე­ნად. სულ ამა­ოდ, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურს უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. ამ შო­კი­დან ვერ გა­მოვ­სულ­ვართ და ვერც ვე­რა­სო­დეს გა­მო­ვალთ - არა­ვის ვუ­სურ­ვებ, ასე­თი სიკ­ვდი­ლის შემ­სწრე გახ­დეს.

- მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი რა გახ­და?

- რე­ა­ლუ­რად ის, რომ ხალ­ხს ფსი­ქი­კა მა­სობ­რი­ვად და­უ­ზი­ან­და. ვერ ვხვდე­ბი, რა ხდე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი­სა­გან ცუდს რომ არა­ფერს მო­ე­ლი, უცებ ისეთ სა­ში­ნე­ლე­ბას ჩა­ი­დენს, გა­ოგ­ნე­ბულს გტო­ვებს. ასე მოხ­და ჩვენ­თა­ნაც. გარ­დაც­ვლი­ლი ნუკ­რი ჩო­მა­ხი­ძის კა­რის მე­ზო­ბე­ლი იყო. დავა აქამ­დე არა­სო­დეს ჰქო­ნი­ათ. მაგ­რამ ახლა თხე­ბი გახ­და და­ვის მი­ზე­ზი, - თხე­ბი ჰყავ­დათ, ერ­თმა­ნე­თის ეზო­ში გა­და­დი­ოდ­ნენ და ამა­ზე იჩხუ­ბეს. პრობ­ლე­მას ეზოს უკე­თე­სად შე­ღობ­ვა მო­აგ­ვა­რებ­და, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თეს. ამი­ტომ ჩხუ­ბი გაგ­რძელ­და და ამ უბე­დუ­რე­ბით დას­რულ­და. იმუქ­რე­ბო­და კი­დეც ნუკ­რი, - მე ნერ­ვი­უ­ლი კაცი ვარ, მა­გას არ გა­ვა­ხა­რებ, მოვ­კლა­ვო, მაგ­რამ ეს არც საბ­რა­ლო ბარ­ნა­ბის სჯე­რო­და და არც - სხვას, 43 წლის კაც­მა თხე­ბის გამო ისე­თი ადა­მი­ა­ნი რო­გორ უნდა მოკ­ლას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვის ხელ­შიც გა­ი­ზარ­და?! გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გფფ
1

დხის ღობე არ არსებობს, თხას უნდა ყავდეს მწყემსი.

ელდარი
0

ჰოდა ახლა საკანში მოუწევს ნერვიულობა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თხები ჰყავდათ, ერთმანეთის ეზოში გადადიოდნენ და ამაზე იჩხუბეს... იმუქრებოდა კიდეც ნუკრი, - მე ნერვიული კაცი ვარ, მაგას არ გავახარებო" - ხონში მომხდარი მკვლელობის დეტალები

"თხები ჰყავდათ, ერთმანეთის ეზოში გადადიოდნენ და ამაზე იჩხუბეს... იმუქრებოდა კიდეც ნუკრი, - მე ნერვიული კაცი ვარ, მაგას არ გავახარებო" - ხონში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში მეზობლების ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა მოხდა, - გარდაცვლილია 62 წლის ბარნაბი ჩომახიძე. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაკავებულია ერთი პირი, 43 წლის ნუკრი ჩომახიძე, რომლის წინააღმდეგ საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დანაშაულის შესახებ, სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები გვიამბობს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- უსასტიკესი მკვლელობა მოხდა... ვერ აგიწერთ, რამხელა შოკი მივიღეთ, როცა მეზობლები, ბარნაბის ყვირილზე ქუჩაში გავცვივდით და ჯერ კიდევ ცოცხალი კაცი საკუთარ სისხლში სულთმობრძავი ვნახეთ, - საწყალს დახვრეტილი ჰქონდა ზურგი დანით. მისი გადარჩენა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც რა არ გავაკეთეთ მის გადასარჩენად. სულ ამაოდ, სასწრაფო დახმარების სამსახურს უკვე გარდაცვლილი დახვდა. ამ შოკიდან ვერ გამოვსულვართ და ვერც ვერასოდეს გამოვალთ - არავის ვუსურვებ, ასეთი სიკვდილის შემსწრე გახდეს.

- მკვლელობის მიზეზი რა გახდა?

- რეალურად ის, რომ ხალხს ფსიქიკა მასობრივად დაუზიანდა. ვერ ვხვდები, რა ხდება, მაგრამ ადამიანისაგან ცუდს რომ არაფერს მოელი, უცებ ისეთ საშინელებას ჩაიდენს, გაოგნებულს გტოვებს. ასე მოხდა ჩვენთანაც. გარდაცვლილი ნუკრი ჩომახიძის კარის მეზობელი იყო. დავა აქამდე არასოდეს ჰქონიათ. მაგრამ ახლა თხები გახდა დავის მიზეზი, - თხები ჰყავდათ, ერთმანეთის ეზოში გადადიოდნენ და ამაზე იჩხუბეს. პრობლემას ეზოს უკეთესად შეღობვა მოაგვარებდა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ამიტომ ჩხუბი გაგრძელდა და ამ უბედურებით დასრულდა. იმუქრებოდა კიდეც ნუკრი, - მე ნერვიული კაცი ვარ, მაგას არ გავახარებ, მოვკლავო, მაგრამ ეს არც საბრალო ბარნაბის სჯეროდა და არც - სხვას, 43 წლის კაცმა თხების გამო ისეთი ადამიანი როგორ უნდა მოკლას, ფაქტობრივად, ვის ხელშიც გაიზარდა?! განაგრძეთ კითხვა