მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი განიხილებოდა დაზვერვის თანამშრომლად. მასა და პოროშენკოსთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ" - სკანდალური ინტერვიუ უკრაინის დაზვერვის ყოფილ შეფთან
"სააკაშვილი განიხილებოდა დაზვერვის თანამშრომლად. მასა და პოროშენკოსთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ" - სკანდალური ინტერვიუ უკრაინის დაზვერვის ყოფილ შეფთან

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი, ნი­კო­ლაი მა­ლო­მუ­ჟი "კვი­რის პა­ლიტ­რას" უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ა­ზე, საბ­ჭო­თა კა-გე-ბეს მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პებ­სა და სხვა თე­მებ­ზე ესა­უბ­რა.

მა­ლო­მუ­ჟი 1980-იანი წლე­ბი­დან მუ­შა­ობ­დით სსრკ-ისა და უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში. ამას­თან, 80-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს კი­ე­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სწავ­ლობ­და, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კუ­რა­ტო­რი იყო და პერ­სპექ­ტი­უ­ლი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე მუ­შა­ობ­და.

  • გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მელ­შიც ნი­კო­ლაი მა­ლო­მუ­ჟი სწო­რედ ამ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს:

- სხვა თე­მა­ზეც გკი­თხავთ - 1980-იანი წლე­ბი­დან მუ­შა­ობ­დით სსრკ-ისა და უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში, 1997-1998 წლებ­ში იყა­ვით უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი. 80-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს კი­ე­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სწავ­ლობ­და, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კუ­რა­ტო­რი იყა­ვით და პერ­სპექ­ტი­უ­ლი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე მუ­შა­ობ­დით. თქვენს სი­ა­ში ის რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მოხ­ვდა?

- მხო­ლოდ კი­ევ­ში არა, მა­შინ წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ყო­ველ­თვის იყო უშიშ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ახა­ლი კად­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვად. ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობ­და. რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და სხვა ფა­კულ­ტე­ტე­ბი ჰქონ­და, იქ 102 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირი­ცხე­ბო­და, მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან კი არა, ამე­რი­კის, ევ­რო­პის, აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან, მთლი­ა­ნო­ბა­ში, 2500-მდე სტუ­დენ­ტი, მა­გის­ტრან­ტი და ას­პი­რან­ტი, რაც ძა­ლი­ან კარ­გი ბაზა იყო დაზ­ვერ­ვი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის კად­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვად. მათ უნდა ჰქო­ნო­დათ გა­მორ­ჩე­უ­ლი, მრა­ვალ­მხრი­ვი უნა­რე­ბი, ორა­ტო­რუ­ლი ნიჭი, სი­ტუ­ა­ცი­ის სწრა­ფად შე­ფა­სე­ბის, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნა­რი. სრულ­ყო­ფი­ლად სცოდ­ნო­დათ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, სულ ცოტა, ორი ენის ფლო­ბა, რათა უცხო­ეთ­ში მივ­ლი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლად ემოქ­მე­დათ. თუმ­ცა მა­ნამ­დე მრა­ვალ­მხრივ შე­მოწ­მე­ბას გა­დი­ოდ­ნენ, სა­მე­დი­ცი­ნოს, ფსი­ქო­ლო­გი­ურს და ა.შ. საბ­ჭო­თა სის­ტე­მას თა­ვი­სი კად­რე­ბის სრუ­ლი ნდო­ბა უნდა ჰქო­ნო­და, ძა­ლი­ან დიდ შრო­მას დებ­და მათ­ში. მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბა ან სხვა მსგავ­სი და­ვა­ლე­ბა კი არა, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბიც ჰქონ­დათ, მა­გა­ლი­თად, თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ლი­დე­რო­ბა და სხვ... ამი­ტომ კად­რი სის­ტე­მა­ზე სრუ­ლად იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ დაზ­ვერ­ვი­სა და კონ­ტრდაზ­ვერ­ვის კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა გვე­ვა­ლე­ბო­და. ამ სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდნენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და პეტ­რო პო­რო­შენ­კო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ იყო, გან­სხვა­ვე­ბით, უცხო­ე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან, არა­და, დაზ­ვერ­ვის კად­რე­ბი რეს­პუბ­ლი­კებ­შიც სა­ჭი­რო იყო. იმ ეტაპ­ზე ისი­ნი დაზ­ვერ­ვის მე­თო­დო­ლო­გი­ას, სპე­ცი­ფი­კას სწავ­ლობ­დნენ. მა­ღა­ლი გა­ნათ­ლე­ბა მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო. ყვე­ლა მზვე­რა­ვი ვერ ხდე­ბო­და, ანუ ამ უნა­რებს ყვე­ლა ვერ ავი­თა­რებ­და. ამი­ტომ კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბო­და. საბ­ჭო­თა წლებ­ში ყვე­ლა სტუ­დენტს ვსწავ­ლობ­დით, ნა­წი­ლი ვერ გახ­და მზვე­რა­ვი, ამი­ტო­მაც სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ, ზოგი შე­ი­ხი გახ­და, ზო­გიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ან პრე­ზი­დენ­ტი...

- მა­გა­ლი­თად, სა­ა­კაშ­ვი­ლი და პო­რო­შენ­კო?

- სა­ა­კაშ­ვილს სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა ჰქონ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა შე­უ­შა­ლა ხელი, თან სა­ა­კაშ­ვი­ლი და პეტ­რო პო­რო­შენ­კო იმ პე­რი­ოდ­ში სწავ­ლობ­დნენ, რო­დე­საც უკვე საბ­ჭო­თა სის­ტე­მა მორ­ყე­უ­ლი იყო, გორ­ბა­ჩოვ­მა პე­რესტრო­ი­კა გა­მო­ა­ცხა­და, რა­საც რეს­პუბ­ლი­კებ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სურ­ვი­ლის ამო­ხეთ­ქა მოჰ­ყვა... თუმ­ცა, დიახ, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და დაზ­ვერ­ვის მო­მა­ვალ თა­ნამ­შრომ­ლად. მასა და პო­რო­შენ­კოს­თან უკ­რა­ი­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, რომ­ლე­ბიც კა-გე-ბეს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ. ეს იყო სა­ბა­ზი­სო ეტა­პი. რო­გორც ვთქვი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი დაშ­ლის პი­რას იყო, ამი­ტო­მაც ისი­ნი უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­და­ი­ბა­რა. სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­სა­უბ­რე­ბა გა­ი­ა­რა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ი­ღო და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა იქ უკვე არე­უ­ლო­ბა იყო და­წყე­ბუ­ლი. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და მისი მომ­ხრე­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
1

ხომ გამოვიდა სააკაშვილი ჯეიმს ბონდზე მაგარი, ჯერ ქალები დაუთვალეთ და მერე ფულები

რეალობა
2

ვისაც ის პერიოდი ახსოვს, იცის რომ მგიმო, პატრის ლუმუმბა, შევჩენკო და კიდევ ორიოდ სხვა საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი კგბს-სრული კონტროლის ქვეშ იყო. ეგ კი არა მისაღებ გამოცდებზე არ დაუშვებდნენ თუ კომკავშირის ცეკას რეკომენდაცია არ ქონდა აბიტურიენტს, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გაიცემოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სააკაშვილი განიხილებოდა დაზვერვის თანამშრომლად. მასა და პოროშენკოსთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ" - სკანდალური ინტერვიუ უკრაინის დაზვერვის ყოფილ შეფთან

"სააკაშვილი განიხილებოდა დაზვერვის თანამშრომლად. მასა და პოროშენკოსთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ" - სკანდალური ინტერვიუ უკრაინის დაზვერვის ყოფილ შეფთან

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე, არმიის გენერალი, ნიკოლაი მალომუჟი "კვირის პალიტრას" უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, საბჭოთა კა-გე-ბეს მუშაობის პრინციპებსა და სხვა თემებზე ესაუბრა.

მალომუჟი 1980-იანი წლებიდან მუშაობდით სსრკ-ისა და უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში. ამასთან, 80-იანი წლების მიწურულს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა, უშიშროების სამსახურის კურატორი იყო და პერსპექტიული კადრების შერჩევაზე მუშაობდა.

  • გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელშიც ნიკოლაი მალომუჟი სწორედ ამ პერიოდს იხსენებს:

- სხვა თემაზეც გკითხავთ - 1980-იანი წლებიდან მუშაობდით სსრკ-ისა და უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში, 1997-1998 წლებში იყავით უკრაინის უშიშროების სამსახურის ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვის განყოფილების უფროსი. 80-იანი წლების მიწურულს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა, უშიშროების სამსახურის კურატორი იყავით და პერსპექტიული კადრების შერჩევაზე მუშაობდით. თქვენს სიაში ის რა კრიტერიუმებით მოხვდა?

- მხოლოდ კიევში არა, მაშინ წამყვან უნივერსიტეტებში ყოველთვის იყო უშიშროების წარმომადგენლობა ახალი კადრების შესარჩევად. ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი საბჭოთა სივრცეში ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა. რადგან საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა ფაკულტეტები ჰქონდა, იქ 102 ქვეყნის წარმომადგენელი ირიცხებოდა, მხოლოდ სოციალისტური რესპუბლიკებიდან კი არა, ამერიკის, ევროპის, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, მთლიანობაში, 2500-მდე სტუდენტი, მაგისტრანტი და ასპირანტი, რაც ძალიან კარგი ბაზა იყო დაზვერვისა და კონტრდაზვერვის კადრების შესარჩევად. მათ უნდა ჰქონოდათ გამორჩეული, მრავალმხრივი უნარები, ორატორული ნიჭი, სიტუაციის სწრაფად შეფასების, გადაწყვეტილების მიღების უნარი. სრულყოფილად სცოდნოდათ საერთაშორისო სამართალი, აუცილებელი იყო, სულ ცოტა, ორი ენის ფლობა, რათა უცხოეთში მივლინების შემთხვევაში თავისუფლად ემოქმედათ. თუმცა მანამდე მრავალმხრივ შემოწმებას გადიოდნენ, სამედიცინოს, ფსიქოლოგიურს და ა.შ. საბჭოთა სისტემას თავისი კადრების სრული ნდობა უნდა ჰქონოდა, ძალიან დიდ შრომას დებდა მათში. მხოლოდ ინფორმაციის მოგროვება ან სხვა მსგავსი დავალება კი არა, უფრო მნიშვნელოვანი დავალებებიც ჰქონდათ, მაგალითად, თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკური ცვლილებები, ლიდერობა და სხვ... ამიტომ კადრი სისტემაზე სრულად იყო დამოკიდებული. ჩვენ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის კადრების შერჩევა გვევალებოდა. ამ სიაში აღმოჩნდნენ მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო. სიმართლე გითხრათ, საბჭოთა ქვეყნებიდან დიდი არჩევანი არ იყო, განსხვავებით, უცხოეთის ქვეყნებიდან, არადა, დაზვერვის კადრები რესპუბლიკებშიც საჭირო იყო. იმ ეტაპზე ისინი დაზვერვის მეთოდოლოგიას, სპეციფიკას სწავლობდნენ. მაღალი განათლება მთავარი მოთხოვნა იყო. ყველა მზვერავი ვერ ხდებოდა, ანუ ამ უნარებს ყველა ვერ ავითარებდა. ამიტომ კადრების შერჩევა, შესაძლებლობების მიხედვით ხდებოდა. საბჭოთა წლებში ყველა სტუდენტს ვსწავლობდით, ნაწილი ვერ გახდა მზვერავი, ამიტომაც სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ, ზოგი შეიხი გახდა, ზოგიც პრემიერ-მინისტრი, ან პრეზიდენტი...

- მაგალითად, სააკაშვილი და პოროშენკო?

- სააკაშვილს სხვა მოცემულობა ჰქონდა, საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა შეუშალა ხელი, თან სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო იმ პერიოდში სწავლობდნენ, როდესაც უკვე საბჭოთა სისტემა მორყეული იყო, გორბაჩოვმა პერესტროიკა გამოაცხადა, რასაც რესპუბლიკებში წლების განმავლობაში დაგროვილი თავისუფლების სურვილის ამოხეთქა მოჰყვა... თუმცა, დიახ, სააკაშვილი განიხილებოდა დაზვერვის მომავალ თანამშრომლად. მასა და პოროშენკოსთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ, რომლებიც კა-გე-ბეს ექვემდებარებოდნენ. ეს იყო საბაზისო ეტაპი. როგორც ვთქვი, საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო, ამიტომაც ისინი უკრაინის უშიშროების სამსახურმა გადაიბარა. სააკაშვილმა გასაუბრება გაიარა, რეკომენდაციები მიიღო და საქართველოში გაემგზავრა, თუმცა იქ უკვე არეულობა იყო დაწყებული. ზვიად გამსახურდია და მისი მომხრეები ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდნენ... წაიკითხეთ ვრცლად