მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკეანეში დაკარგული მეზღვაურის ისტორია: როგორ გადარჩა ტიმ შედოკი? - მაშველებს სჯერათ, რომ მას ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვამ მისცა ძალა
ოკეანეში დაკარგული მეზღვაურის ისტორია: როგორ გადარჩა ტიმ შედოკი? -  მაშველებს სჯერათ, რომ მას ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვამ მისცა ძალა

ავ­სტრა­ლი­ე­ლი მე­ზღვა­უ­რი და მისი ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი წყნარ ოკე­ა­ნე­ში ორ თვე­ზე მეტი ხნის წინ და­ი­კარ­გნენ, მაშ­ვე­ლებ­მა კი მათი პოვ­ნა მხო­ლოდ გა­სულ კვი­რას შეძ­ლეს. ყვე­ლას­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ მე­ზღვა­უ­რი ჯან­მრთე­ლია და თავს კარ­გად გრძნობს. ამის თა­ო­ბა­ზე ambebi.ge უკვე წერ­და.

რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, მა­მა­კაც­მა თევ­ზი­თა და წვი­მის წყლით მო­ა­ხერ­ხა გა­დარ­ჩე­ნა.

სიდ­ნე­ის მკვიდ­რი, 54 წლის ტი­მო­თი (ტიმ) შე­დო­კი და მისი ძაღ­ლი, ბელა, მექ­სი­კი­დან საფ­რან­გე­თის პო­ლი­ნე­ზი­ა­ში გა­ემ­გზავრნენ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ მათი ნავი ქა­რიშ­ხალ­მა და­ა­ზი­ა­ნა და გზა და­კარ­გეს. მა­მა­კა­ცის პოვ­ნა მისი მოგ­ზა­უ­რო­ბის და­წყე­ბი­დან 2 თვის შემ­დეგ მო­ხერ­ხდა, მას შემ­დეგ, რაც მისი ნავი ვერ­ტმფრე­ნი­დან შე­ნიშ­ნეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ტი­მო­თი შე­დოკ­მა სამ­სა­ხუ­რი მი­ა­ტო­ვა და 2020 წელს, პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში, მექ­სი­კის ქა­ლაქ ალი­ენ­დე­ში და­სახ­ლდა. სწო­რედ აქ გა­იც­ნო ბელა, მა­წან­წა­ლა ძაღ­ლი, რო­მე­ლიც მის მუდ­მივ თა­ნამ­გზავ­რად იქცა.

ავ­სტრა­ლი­ელ­მა ორი წლის წინ კა­ტა­მა­რა­ნი იყი­და, რად­გან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი სჭირ­დე­ბო­და და იზო­ლა­ცი­აც მოს­წონ­და.

"რა თქმა უნდა, გემ­ზე ცხოვ­რე­ბა და გე­მით ცურ­ვა ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­მაა, ეს გა­მოწ­ვე­ვა უფრო იყო", - ამ­ბობს შა­დო­კი.

ტიმ­მა წელს ოკე­ა­ნე­ში გას­ვლამ­დე იცო­და, რომ ქა­რიშ­ხლე­ბის სე­ზო­ნი მო­დი­ო­და, მაგ­რამ მა­ინც გა­რის­კა:

"ან მა­შინ­ვე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი ან 1 წელი კი­დევ მო­მე­ცა­და და მეტი ლო­დი­ნი აღარ შე­მეძ­ლო", - ამ­ბობს გა­დარ­ჩე­ნი­ლი მე­ზღვა­უ­რი. რო­გორც უკვე ვთქვით, შე­დო­კი და მისი ძაღ­ლი, ბელა, მექ­სი­კი­დან საფ­რან­გე­თის პო­ლი­ნე­ზი­ა­ში გა­ემ­გზავრნენ. შე­დო­კი კორ­ტე­სის ზღვი­დან წყნარ ოკე­ა­ნე­ში მა­ის­ში გა­ვი­და, თუმ­ცა თა­რი­ღე­ბი ახლა ბუნ­დოვ­ნად ახ­სოვს. მოგ­ზა­უ­რო­ბის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ქა­რიშ­ხალ­მა შე­დო­კი­სა და ბე­ლას­თვის ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა.

"დი­ნე­ბა გემს მი­მარ­თუ­ლე­ბას უც­ვლის, ასე რომ, თუ დრიფ­ტში ხართ, უეც­რად წრე­ში ტრი­ა­ლებთ, ქარი კი მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა. ტალ­ღე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობს და ისე­თი გრძნო­ბა გაქვს, თით­ქოს და­ჰიპ­ნო­ზე­ბუ­ლი ხარ და მო­რე­ვი გით­რევს".

ტიმ­მა ქა­რიშ­ხლის დროს აფ­რე­ბი, ელექტრო­ნი­კა, მათ შო­რის სა­ნა­ვი­გა­ციო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და საკ­ვე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო ნივ­თე­ბიც და­კარ­გა. მომ­დევ­ნო კვი­რე­ბი კი დაღ­ლი­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა უწევ­და: ნა­ვის შე­კე­თე­ბა, თევ­ზა­ო­ბა, წვი­მის წყლის მო­მა­რა­გე­ბა. შე­დო­კი ყვე­ბა, რომ დრო­დად­რო შიში ეუფ­ლე­ბო­და, რომ მე­ო­რე დღეს ზედ­მე­ტად დაღ­ლი­ლი და სუს­ტი იქ­ნე­ბო­და.

შე­დოკ­მა გა­დარ­ჩე­ნის გზა მე­დი­ტა­ცი­ა­ში, ოკე­ა­ნე­ში ცურ­ვა­სა და დღი­უ­რის წე­რა­ში იპო­ვა. ბე­ლას გა­მოკ­ვე­ბა და მას­ზე ზრუნ­ვა კი მე­თევ­ზეს კი­დევ უფრო მეტ ძა­ლას ჰმა­ტებ­და. ორი­ვე­ნი უმი თევ­ზით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ და წვი­მის წყალს სვამ­დნენ. შე­დო­კი უკვე ფიქ­რობ­და, რომ სიკ­ვდი­ლის­თვის იყ­ვნენ გან­წი­რუ­ლე­ბი, როცა მან, 12 ივ­ლისს, ვერ­ტმფრე­ნის ხმა გა­ი­გო. ის და ბელა ამ დროს უახ­ლო­ე­სი ხმე­ლე­თი­დან 2000 კმ-ის მო­შო­რე­ბით იყ­ვნენ.

მაშ­ვე­ლებს სჯე­რათ, რომ ბე­ლას გა­დარ­ჩე­ნის მო­რა­ლურ­მა ვალ­დე­ბუ­ლე­ბამ მის­ცა შე­დოკს ძალა. ხმე­ლეთ­ზე დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მე­თევ­ზემ გა­და­წყვი­ტა, ბელა ცხო­ველ­თა მოყ­ვა­რუ­ლი მაშ­ვე­ლის­თვის გა­და­ე­ცა. "ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემს ნაც­ვლად ავ­სტრა­ლი­ის სა­ელ­ჩომ მი­ი­ღო", - თქვა შე­დოკ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ ავ­სტრა­ლი­ას ცხო­ვე­ლე­ბის შეყ­ვა­ნის­თვის მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნო კა­ნო­ნე­ბი აქვს.

საქ­მე ისაა, რომ ტი­მო­თი ავ­სტრა­ლი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას მალე გეგ­მავს, რათა თა­ვი­სი მშობ­ლე­ბი და ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ხოს. მას ზღვა და ცურ­ვა ისევ უყ­ვარს, მაგ­რამ ჯერ არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად მალე შეძ­ლებს ხმე­ლე­თის­გან მო­შო­რე­ბას და წყალ­ში გა­ცურ­ვას.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
22

მიშა ორიწელიწადია მარტო ხმელ ჭადსა ჭამს და ამ კაცის ორთვიანი დიეტა თევზის ხორცით ნეტავი ვის გაუკვირდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ოკეანეში დაკარგული მეზღვაურის ისტორია: როგორ გადარჩა ტიმ შედოკი? - მაშველებს სჯერათ, რომ მას ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვამ მისცა ძალა

ოკეანეში დაკარგული მეზღვაურის ისტორია: როგორ გადარჩა ტიმ შედოკი? -  მაშველებს სჯერათ, რომ მას ოთხფეხა მეგობარზე ზრუნვამ მისცა ძალა

ავსტრალიელი მეზღვაური და მისი ოთხფეხა მეგობარი წყნარ ოკეანეში ორ თვეზე მეტი ხნის წინ დაიკარგნენ, მაშველებმა კი მათი პოვნა მხოლოდ გასულ კვირას შეძლეს. ყველასთვის დაუჯერებელია, მაგრამ მეზღვაური ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს. ამის თაობაზე ambebi.ge უკვე წერდა.

როგორც თვითონ ამბობს, მამაკაცმა თევზითა და წვიმის წყლით მოახერხა გადარჩენა.

სიდნეის მკვიდრი, 54 წლის ტიმოთი (ტიმ) შედოკი და მისი ძაღლი, ბელა, მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიაში გაემგზავრნენ, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ მათი ნავი ქარიშხალმა დააზიანა და გზა დაკარგეს. მამაკაცის პოვნა მისი მოგზაურობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ მოხერხდა, მას შემდეგ, რაც მისი ნავი ვერტმფრენიდან შენიშნეს.

როგორც ირკვევა, ტიმოთი შედოკმა სამსახური მიატოვა და 2020 წელს, პანდემიის დასაწყისში, მექსიკის ქალაქ ალიენდეში დასახლდა. სწორედ აქ გაიცნო ბელა, მაწანწალა ძაღლი, რომელიც მის მუდმივ თანამგზავრად იქცა.

ავსტრალიელმა ორი წლის წინ კატამარანი იყიდა, რადგან საცხოვრებელი ადგილი სჭირდებოდა და იზოლაციაც მოსწონდა.

"რა თქმა უნდა, გემზე ცხოვრება და გემით ცურვა ორი განსხვავებული რამაა, ეს გამოწვევა უფრო იყო", - ამბობს შადოკი.

ტიმმა წელს ოკეანეში გასვლამდე იცოდა, რომ ქარიშხლების სეზონი მოდიოდა, მაგრამ მაინც გარისკა:

"ან მაშინვე უნდა წავსულიყავი ან 1 წელი კიდევ მომეცადა და მეტი ლოდინი აღარ შემეძლო", - ამბობს გადარჩენილი მეზღვაური. როგორც უკვე ვთქვით, შედოკი და მისი ძაღლი, ბელა, მექსიკიდან საფრანგეთის პოლინეზიაში გაემგზავრნენ. შედოკი კორტესის ზღვიდან წყნარ ოკეანეში მაისში გავიდა, თუმცა თარიღები ახლა ბუნდოვნად ახსოვს. მოგზაურობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ქარიშხალმა შედოკისა და ბელასთვის ყველაფერი შეცვალა.

"დინება გემს მიმართულებას უცვლის, ასე რომ, თუ დრიფტში ხართ, უეცრად წრეში ტრიალებთ, ქარი კი მუდმივად იცვლება. ტალღები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს და ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს დაჰიპნოზებული ხარ და მორევი გითრევს".

ტიმმა ქარიშხლის დროს აფრები, ელექტრონიკა, მათ შორის სანავიგაციო აღჭურვილობა და საკვების მოსამზადებლად საჭირო ნივთებიც დაკარგა. მომდევნო კვირები კი დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლა უწევდა: ნავის შეკეთება, თევზაობა, წვიმის წყლის მომარაგება. შედოკი ყვება, რომ დროდადრო შიში ეუფლებოდა, რომ მეორე დღეს ზედმეტად დაღლილი და სუსტი იქნებოდა.

შედოკმა გადარჩენის გზა მედიტაციაში, ოკეანეში ცურვასა და დღიურის წერაში იპოვა. ბელას გამოკვება და მასზე ზრუნვა კი მეთევზეს კიდევ უფრო მეტ ძალას ჰმატებდა. ორივენი უმი თევზით იკვებებოდნენ და წვიმის წყალს სვამდნენ. შედოკი უკვე ფიქრობდა, რომ სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები, როცა მან, 12 ივლისს, ვერტმფრენის ხმა გაიგო. ის და ბელა ამ დროს უახლოესი ხმელეთიდან 2000 კმ-ის მოშორებით იყვნენ.

მაშველებს სჯერათ, რომ ბელას გადარჩენის მორალურმა ვალდებულებამ მისცა შედოკს ძალა. ხმელეთზე დაბრუნებულმა მეთევზემ გადაწყვიტა, ბელა ცხოველთა მოყვარული მაშველისთვის გადაეცა. "ეს გადაწყვეტილება ჩემს ნაცვლად ავსტრალიის საელჩომ მიიღო", - თქვა შედოკმა მოგვიანებით და აღნიშნა, რომ ავსტრალიას ცხოველების შეყვანისთვის მკაცრი საკარანტინო კანონები აქვს.

საქმე ისაა, რომ ტიმოთი ავსტრალიაში დაბრუნებას მალე გეგმავს, რათა თავისი მშობლები და ქალიშვილი ნახოს. მას ზღვა და ცურვა ისევ უყვარს, მაგრამ ჯერ არ არის დარწმუნებული, რამდენად მალე შეძლებს ხმელეთისგან მოშორებას და წყალში გაცურვას.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"