ბერლინში ძუ ლომი შენიშნეს. სამართალდამცავებმა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მაცხოვრებლებს სახლიდან გასვლა აუკრძალეს მანამ, ვიდრე ისინი გაქცეული ლომის დაჭერას შეძლებენ. "პოლიციამ მოქმედება წუხელ ღამით დაიწყო და ტერიტორიას ორი შვეულმფენი სწავლობდა, დღეს კი ცხოველზე ძებნა გაფართოვდა და მასზე 100 ოფიცერი ნადირობს", - განაცხადა პოლიციის სპიკერმა.
"ბოლო ინფორმაციით ვასკვნით, რომ ცხოველი ძუ ლომია", - უთხრა სპიკერმა Reuters-ს. საძიებო ზონა ამჟამად ბრანდებურგის მუნიციპალიტეტებს - კლაინმახნოვს და შტანსდორფს მოიცავს.
ბერლინის პოლიციამ "ტვიტერზე" განაცხადა, რომ მაღალი განგაშის ზონა დედაქალაქის სამხრეთ ნაწილს მოიცავს. კითხვაზე, თუ საიდან შეიძლება იყოს გარეული ცხოველი მოსული, პოლიციის სპიკერს პასუხი არ აქვს. მისი თქმით, რაიონში მრავალი ობიექტია (ცირკი, ზოოპარკი), საიდანაც შეიძლებოდა, რომ ლომი გაქცეულიყო, თუმცა ცხოველის დაკარგვის შესახებ არცერთ ორგანიზაციას არ განუცხადებია.
წყარო: reuters
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
გერმანელებს მაგ ძუ ლომის დაჭერა თუ უნდათ, აუცილებლად ვეფხვი უნდა გააგზავნონ მის დასაჭერად, არ ააქვს მნიშვნელობა რომელი სქესის იქნება ვეფხვი! გერმანელებს უნდა შევახსენოთ - "ვეფხვი ლომის სწორია,ძუ იყოს,თუნდა ხვადია!".
ჩვენ მძრწოლიარე ვეფხვები გვყავდა ქალაქშინ10 წლის წინ