მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო: რა განმარტებას აკეთებს ელჩი - "ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ამოღებული ან დაბრუნებული სიაში"
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო: რა განმარტებას აკეთებს ელჩი - "ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ამოღებული ან დაბრუნებული სიაში"

ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, ვახ­ტანგ მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ბელ­გი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სი­ი­დან ამო­ღე­ბა შე­საძ­ლოა გარ­კვე­ულ ტექ­ნი­კურ ან სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ბელ­გი­ის სხვა­დას­ხვა უწყე­ბას­თან.

„ევ­რო­კავ­ში­რის 20 სა­ხელ­მწი­ფო­დან 16 სა­ქარ­თვე­ლო აღი­ა­რე­ბუ­ლი ჰყავს რო­გორც უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა. გარ­და ამი­სა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას არ აქვს მსგავ­სი მიდ­გო­მა. აღ­ვნიშ­ნავ იმა­საც, რომ ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა ცვა­ლე­ბა­დია და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო შე­იძ­ლე­ბა იყოს რა­ღაც მო­მენ­ტში ამო­ღე­ბუ­ლი ან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ამ სი­ა­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ვი­მუ­შა­ოთ ჩვენს ბელ­გი­ელ კო­ლე­გებ­თან და მო­ვი­ძი­ოთ ინ­ფორ­მა­ცია, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა ეს მომ­ხდა­რი­ყო. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენ გვქონ­და აქ­ტი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ბელ­გი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან და სა­მი­ნის­ტროს ჰქონ­და პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი რე­კო­მენ­და­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო დარ­ჩე­ნი­ლი­ყო უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხან­და­ხან გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ტექ­ნი­კუ­რი ან სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გა­სულ წელს, პან­დე­მი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, გარ­კვე­უ­ლი მა­ტე­ბაც გვქონ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ბი­ლო­ბის კუ­თხით, მაგ­რამ აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს ჩვენ გვაქვს თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რი­ცხვის ვარ­დნა", - გა­ნა­ცხა­და მა­ხა­რობ­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ წე­ლი­წად­ში ერთხელ, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­საძ­ლოა მოხ­დეს გა­და­ხედ­ვა და უფრო დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად იქ­ნეს რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბუ­ლი.

ქარ­თველ­მა დიპ­ლო­მატ­მა ისა­უბ­რა უვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხზეც.

„რაც შე­ე­ხე­ბა უვი­ზო რე­ჟიმს, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან არ ყო­ფი­ლა. უფრო მე­ტიც, დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა და ბუ­ნებ­რი­ვია ეს თემა აუ­ცი­ლებ­ლად გაჟ­ღერ­დე­ბო­და, რამე საფრ­თხე რომ ყო­ფი­ლი­ყო აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავ, რომ ზო­გა­დად ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო მიჩ­ნე­უ­ლია, რო­გორც უსაფრ­თხო სა­ხელ­მწი­ფო", - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ მა­ხა­რობ­ლიშ­ვილ­მა.

ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თულ მხა­რეს ჰქონ­და აქ­ტი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან, ისე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თა­ნაც, ასე­ვე მი­დის შიდა კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ბელ­გი­ის უწყე­ბებს შო­რის და ალ­ბათ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ბელ­გი­უ­რი მხა­რე და­ა­ზუს­ტებს კონ­კრე­ტულ, შე­საძ­ლოა, ტექ­ნი­კურ და სტა­ტის­ტი­კურ მი­ზე­ზებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
7

მოვა დრო საქართველო იქნება უძლიერესი ქვეყანა და ყველა ეს უკულტურო ქვეყნები პასუხს აგებენთავიანთ სიტყვებზე.

ურო
1

 8 ივლისზე და მათი ფეხბურთელების ჯგუფში ჩატოვებაზე გაბრაზდნენ ალბათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო: რა განმარტებას აკეთებს ელჩი - "ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ამოღებული ან დაბრუნებული სიაში"

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო: რა განმარტებას აკეთებს ელჩი - "ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ამოღებული ან დაბრუნებული სიაში"

ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტებით, ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება შესაძლოა გარკვეულ ტექნიკურ ან სტატისტიკურ მონაცემებს უკავშირდებოდეს.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ბელგიის სხვადასხვა უწყებასთან.

„ევროკავშირის 20 სახელმწიფოდან 16 საქართველო აღიარებული ჰყავს როგორც უსაფრთხო ქვეყანა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ აქვს მსგავსი მიდგომა. აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს მოცემულობა ცვალებადია და ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ამოღებული ან დაბრუნებული ამ სიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ჩვენს ბელგიელ კოლეგებთან და მოვიძიოთ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა მიზეზით შეიძლება ეს მომხდარიყო. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და პოზიტიური რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილებები ხანდახან გარკვეული ტიპის ტექნიკური ან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მიიღება. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, პანდემიის შემდგომ პერიოდში, გარკვეული მატებაც გვქონდა მოქალაქეების მობილობის კუთხით, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ვარდნა", - განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე შესაძლოა მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად იქნეს რაიმე გადაწყვეტილებების მიღებული.

ქართველმა დიპლომატმა ისაუბრა უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზეც.

„რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, დღეს მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა და ბუნებრივია ეს თემა აუცილებლად გაჟღერდებოდა, რამე საფრთხე რომ ყოფილიყო აღნიშნული მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზოგადად ევროკავშირის მხრიდან საქართველო მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო სახელმწიფო", - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ელჩის განცხადებით, ქართულ მხარეს ჰქონდა აქტიური კონსულტაციები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, ასევე მიდის შიდა კომუნიკაციაც ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში ბელგიური მხარე დააზუსტებს კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკურ და სტატისტიკურ მიზეზებს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.