მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და Credit Suisse-ის შო­რის მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ.

რო­გორც იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია Metric-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბერ­მუ­დის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ უც­ვლე­ლად და­ტო­ვა ბერ­მუ­დის პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც Credit Suisse-ის შვი­ლო­ბით კომ­პა­ნი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის სა­სარ­გებ­ლოდ და­ე­კის­რა 607 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და, სინ­გა­პუ­რის პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი Credit Suisse Trust Limited-ს მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ 926 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ე­კის­რა. ამას­თან, ად­ვო­კა­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა შე­დეგს გა­მო­ი­ღებს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის ოჯა­ხის წევ­რებს სრულ აქ­ტი­ვებ­ზე წვდო­მა აღუდ­გე­ბათ.

"და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს/სა­ზო­გა­დო­ე­ბას დავ­პირ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი vs Credit Suisse საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, გა­გაც­ნობთ მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას.

ბერ­მუ­და­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე ბერ­მუ­დის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 2023 წლის 23 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უც­ვლე­ლად დარ­ჩა ბერ­მუ­დის პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც Credit Suisse-ის შვი­ლო­ბით კომ­პა­ნი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის (მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბი) სა­სარ­გებ­ლოდ და­ე­კის­რა 607 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და. სინ­გა­პურ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო დავა სინ­გა­პუ­რის პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს 2023 წლის 26 მა­ი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით Credit Suisse Trust Limited-ს მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ და­ე­კის­რა ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა 926 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით.

უკა­ნო­ნო/და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს გა­დარ­ჩე­ნი­ლი აქ­ტი­ვე­ბი სხვა­დას­ხვა იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ებ­თან მი­მარ­თე­ბით, თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ვი­ღებთ საქ­მის გან­ხილ­ვის ვა­დებს, პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ არ­სე­ბობს. წარ­მა­ტე­ბე­ბიც ყვე­ლა იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის სა­ხე­ზე არის.

კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაბ­რკო­ლე­ბე­ბი/პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნა, გრძელ­დე­ბა კი­დეც სა­სა­მარ­თლოს მიღ­მა არ­სე­ბულ სა­კი­თხებ­თან, კერ­ძოდ, Credit Suisse-ის/მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის/ უკა­ნო­ნო და, რო­გორც არა­ერ­თხელ ით­ქვა, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს გა­დარ­ჩე­ნილ ფუ­ლად სახ­სრებ­თან/აქ­ტი­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის/სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ Credit Suisse-ის/მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის/უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებს გა­დარ­ჩე­ნი­ლი აქ­ტი­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი Credit Suisse-დან გა­და­ტა­ნი­ლი იქნა სხვა შვე­ი­ცა­რულ ბან­კში (Julius Baer), თუმ­ცა აქ­ტი­ვე­ბის მმარ­თვე­ლად დარ­ჩა Credit Suisse-ის ტრას­ტი, და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გენ­ზის კუნ­ძულ­ზე.

Credit Suisse-ის ტრასტმა 2022 წლის მარ­ტი­დან შექ­მნა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი აქ­ტი­ვე­ბის წვდო­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თავ­და­პირ­ვე­ლად ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ტრასტმა ახ­სნა მი­ზე­ზით: "აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი“.

ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბუ­ლი მდო­მა­რე­ო­ბი­დან იყო ტრას­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა და ტრას­ტის დაშ­ლა, თუმ­ცა Credit Suisse-ის ტრას­ტი, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­შიც, შე­ე­ცა­და სა­კი­თხის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას. კერ­ძოდ, ტრასტმა მი­უ­თი­თა, რომ სა­სა­მარ­თლოს უნდა მი­ე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ტრას­ტის დაშ­ლა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და თუ არა არას­რულ­წლოვ­ნე­ბის და მო­მა­ვა­ლი/და­უ­ბა­დე­ბე­ლი შთა­მო­მავ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხა­რე­ე­ბის­თვის გან­ჭვრე­ტა­დი იყო სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გი, მა­ინც გახ­და სა­ჭი­რო სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა.

Credit Suisse-ის ტრას­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­და გა­ე­ჭი­ა­ნუ­რე­ბი­ნა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­დუ­რე­ბიც. ფაქ­ტი­უ­რად, ერთი წლის თავ­ზე (2023 წლის 24 მარ­ტი) დად­გა ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო და რომ­ლის სა­სა­მარ­თლო­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად მხო­ლოდ ერთი სხდო­მა იყოს სა­ჭი­რო; ერთ სხდო­მა­ში მოხ­და კი­დეც საქ­მის გან­ხილ­ვა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ Credit Suisse-ის ტრასტმა სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნი­დან მხო­ლოდ ორ თვე ნა­ხევ­რის (და­ახ­ლო­ე­ბით) შემ­დეგ, 2023 წლის 14 ივ­ნისს, მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია ტრას­ტის დაშ­ლი­სა და აქ­ტი­ვე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შვე­ი­ცა­რი­ულ­მა ბან­კმა (Julius Baer) უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს აქ­ტი­ვე­ბის მო­სასრჩე­ლე­ე­ბის­თვის გა­და­ცე­მა/გა­ნა­წი­ლე­ბა. Julius Baer-მა გა­ა­ნა­წი­ლა აქ­ტი­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 5%; დარ­ჩე­ნი­ლი აქ­ტი­ვე­ბის (95%) გა­და­ცე­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი შე­ექ­მნა დაბ­რკო­ლე­ბა. კერ­ძოდ, გა­და­სა­ცე­მი აქ­ტი­ვე­ბის 95% გან­თავ­სე­ბუ­ლი არის ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რო­მელ­საც, თა­ვის მხრივ, აქ­ტი­ვე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი აქვს ამე­რი­კულ, შე­და­რე­ბით მცი­რე კი – და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფონ­დებ­ში.

Julius Baer-ის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და არა­ერ­თხელ მი­მარ­თვას, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ცე­დუ­რუ­ლად რამ­დე­ნი­მე წუთ­ში არის სა­კი­თხის და­რე­გუ­ლი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი (მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი არის ფონ­დე­ბის მხრი­დან გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი), თით­ქმის ერთი თვე არის, რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ამე­რი­კუ­ლი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფონ­დე­ბი აფერ­ხე­ბენ მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის­თვის აქ­ტი­ვე­ბის გა­და­ცე­მას; იმ აქ­ტი­ვე­ბის გა­და­ცე­მას, რო­მელ­ზეც ფაქ­ტი­უ­რად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­სა­მარ­თლოს, მათ შო­რის, Credit Suisse-ის შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას, რე­ზო­ლუ­ცი­ის სა­ხით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კი, თა­ვის მხრივ, ნიშ­ნავს, რომ 2022 წლის მარ­ტი­დან ანუ, რო­გორც Credit Suisse-ის ტრას­ტი აღ­ნიშ­ნავ­და, "აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში მიმ­დი­ნა­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­დან“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის ოჯა­ხის წევ­რებს ფაქ­ტი­უ­რად შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ თა­ვი­ან­თი აქ­ტი­ვე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ზე წვდო­მა.

და ბო­ლოს, გა­მოვ­თქვამთ იმედს, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა გა­მო­ი­ღებს შე­დეგს და აღ­სდგე­ბა სრულ აქ­ტი­ვებ­ზე წვდო­მა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
1

ზედმეტი ფული არაა საჭირო და საერთოდ, ჩვენ რატომ გვაბარებენ ატჩოტებს? თავში ქვა უხლიათ.

რეალობა....
2

დიდი გადამგდები .....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ

"ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ივანიშვილის ადვოკატები დღეის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას ავრცელებენ.

როგორც იურიდიული კომპანია Metric-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ამასთან, ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სამართლებრივი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს სრულ აქტივებზე წვდომა აღუდგებათ.

"დაინტერესებულ პირებს/საზოგადოებას დავპირდით ინფორმაციით უზრუნველყოფას ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაგაცნობთ მოცემული მომენტისთვის არსებულ მდგომარეობას.

ბერმუდაში მიმდინარე სამოქალაქო საქმე ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის (მოსარჩელეები) სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა. სინგაპურში მიმდინარე სამოქალაქო დავა სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

უკანონო/დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი აქტივები სხვადასხვა იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო საქმეებთან მიმართებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქმის განხილვის ვადებს, პრეტენზიები არ არსებობს. წარმატებებიც ყველა იურისდიქციაში მოცემული მომენტისთვის სახეზე არის.

კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები/პრობლემები შეიქმნა, გრძელდება კიდეც სასამართლოს მიღმა არსებულ საკითხებთან, კერძოდ, Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/ უკანონო და, როგორც არაერთხელ ითქვა, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად სახსრებთან/აქტივებთან დაკავშირებით.

დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

Credit Suisse-ის ტრასტმა 2022 წლის მარტიდან შექმნა დაბრკოლებები აქტივების წვდომის მიმართულებით. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ტრასტმა ახსნა მიზეზით: "აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

ერთადერთი გამოსავალი არსებული მდომარეობიდან იყო ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი, მოცემულ შემთხვევაშიც, შეეცადა საკითხის ხელოვნურად გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვნების და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა.

Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე (2023 წლის 24 მარტი) დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც საქმის განხილვა.

უნდა აღინიშნოს, რომ Credit Suisse-ის ტრასტმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან მხოლოდ ორ თვე ნახევრის (დაახლოებით) შემდეგ, 2023 წლის 14 ივნისს, მიიღო რეზოლუცია ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების შესახებ.

აღნიშნულის საფუძველზე შვეიცარიულმა ბანკმა (Julius Baer) უნდა უზრუნველყოს აქტივების მოსასრჩელეებისთვის გადაცემა/განაწილება. Julius Baer-მა გაანაწილა აქტივების დაახლოებით 5%; დარჩენილი აქტივების (95%) გადაცემის მიმართულებით კი შეექმნა დაბრკოლება. კერძოდ, გადასაცემი აქტივების 95% განთავსებული არის ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი – დასავლეთ ევროპის ფონდებში.

Julius Baer-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ მიმართვას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად რამდენიმე წუთში არის საკითხის დარეგულირება შესაძლებელი (მხოლოდ ტექნიკური მოქმედებები არის ფონდების მხრიდან განსახორციელებელი), თითქმის ერთი თვე არის, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას; იმ აქტივების გადაცემას, რომელზეც ფაქტიურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, მათ შორის, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, რეზოლუციის სახით.

აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 2022 წლის მარტიდან ანუ, როგორც Credit Suisse-ის ტრასტი აღნიშნავდა, "აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან“ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს ფაქტიურად შეზღუდული აქვთ თავიანთი აქტივების გარკვეულ ნაწილზე წვდომა.

და ბოლოს, გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღსდგება სრულ აქტივებზე წვდომა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.