მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 წლის ასაკიდან კორტზე, ჩოგბურთელი მამა და მშვენიერი შეყვარებული - რა არის ცნობილი უიმბლდონის ტურნირის 20 წლის ტრიუმფატორზე?
4 წლის ასაკიდან კორტზე, ჩოგბურთელი მამა და მშვენიერი შეყვარებული - რა არის ცნობილი უიმბლდონის ტურნირის 20 წლის ტრიუმფატორზე?

ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ კი­დევ დიდ­ხანს არ გა­მოჩ­ნდე­ბო­და ჩოგ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც რა­ფა­ელ ნა­დალს, რო­ჯერ ფე­დე­რერ­სა და ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს გა­უ­ტოლ­დე­ბო­და, მაგ­რამ 2023 წლის უიმბლდო­ნის ტურ­ნი­რის ფი­ნალ­მა ყვე­ლა გა­ა­ო­ცა. 20 წლის ეს­პა­ნელ­მა კარ­ლოს ალ­კა­რას­მა სერ­ბი ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი და­ა­მარ­ცხა.

  • ბავ­შვო­ბა და ოჯა­ხი

კარ­ლოს ალ­კა­რა­სი 2003 წლის 5 მა­ისს ელ პალ­მარ­ში, ეს­პა­ნე­თის მურ­სი­ის ყვე­ლა­ზე და­სახ­ლე­ბულ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და და სამ ძმას­თან ერ­თად იზ­რდე­ბო­და. მისი მშობ­ლე­ბი, ვირ­ჯი­ნია და კარ­ლოს ალ­კა­რას უფ­რო­სი, ასე­ვე სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არი­ან. გარ­და ამი­სა, მო­მა­ვა­ლი ჩემ­პი­ო­ნის მამა ყო­ფი­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლია.

ალ­კა­რას­მა ჩოგ­ბურ­თის თა­მა­ში ოთხი წლის ასაკ­ში და­ი­წყო. მა­მას შვი­ლის ნიჭი არ გა­მოჰ­პარ­ვია და გა­და­წყვი­ტა, მის­თვის აგენ­ტი აეყ­ვა­ნა. სულ მალე, 12 წლის კარ­ლო­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ალ­ბერტ მო­ლი­ნა გახ­და.

სამი წლის შემ­დეგ კარ­ლო­სი ხუან კარ­ლოს ფე­რე­როს Equelite JC Ferrero Sport Academy-ს შე­უ­ერ­თდა. ფე­რე­რო, რო­მე­ლიც "რო­ლან გა­რო­სის" ყო­ფი­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და მსოფ­ლი­ოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ნო­მე­რია, მას შემ­დეგ ალ­კა­რა­სის მწვრთნე­ლია.

  • კა­რი­ე­რა

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კა­რი­ე­რა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში და­ი­წყო: მისი დე­ბი­უ­ტი 16 წლის ასაკ­ში, რიოს ღია პირ­ვე­ლო­ბა­ზე შედ­გა.

17 წლის ალ­კა­რასს ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბის ძი­რი­თად ბა­დე­ში გას­ვლის უფ­ლე­ბა მის­ცეს, რი­თაც ის მა­მა­კაც­თა ერ­თე­ულ­თა ტურ­ნირ­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე გახ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩოგ­ბურ­თის ექ­სპერ­ტებ­სა და გულ­მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კივ­რებს მისი პროგ­რე­სი არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ, მსოფ­ლი­ომ ალ­კა­რა­სი მხო­ლოდ 2021 წელს US Open - ზე გა­იც­ნო. მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში გას­ვლით ალ­კა­რა­სი Flushing Meadows-ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მე­ო­თხე­დფი­ნა­ლის­ტი გახ­და, მაგ­რამ ტრავ­მამ თა­მა­შის და­ტო­ვე­ბა აი­ძუ­ლა.

თუმ­ცა მალე და­ამ­ტკი­ცა, რომ და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებ­და. 2022 წელს ATP 500 ტი­ტუ­ლის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. მა­ი­ა­მი­ში ATP Masters 1000-ზე ნორ­ვე­გი­ის ვარ­სკვლავ კას­პერ რუ­დის­თან ბრწყინ­ვა­ლედ გა­ი­მარ­ჯვა. კარ­გი შე­დე­გე­ბის სე­რია ბარ­სე­ლო­ნას ღია პირ­ვე­ლო­ბა­ზეც გა­აგ­რძე­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მად­რი­დის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ზე ის­ტო­რია შექ­მნა: ალ­კა­რას­მა ნა­და­ლი და ჯო­კო­ვი­ჩი და­ა­მარ­ცხა.

2023 წელს კი კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ სა­უ­კე­თე­სოა, როცა უიმბლდო­ნის ფი­ნალ­ში მსოფ­ლი­ოს მოქ­მე­დი პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი, ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი და­ა­მარ­ცხა.

"შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფი­ნა­ლი იყო. შე­დე­გი, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემ­თვის კარ­გი არ აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ კარ­გი იყო კარ­ლო­სის­თვის. პირ­ველ რიგ­ში, მას უნდა მი­ვუ­ლო­ცო. შენ ეს და­იმ­სა­ხუ­რე, დი­დე­ბუ­ლად ითა­მა­შე და რთუ­ლი პირ­ვე­ლი სე­ტის შემ­დეგ, დაბ­რუნ­დი. რაც შენ უიმბლდონ­ზე გა­ა­კე­თე, ფან­ტას­ტი­კუ­რია.

ბევ­რი რთუ­ლი ფი­ნა­ლი მაქვს მო­გე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, 2019 წელს ფე­დე­რე­რის წი­ნა­აღ­მდეგ, მა­შინ მე გა­მი­მარ­თლა. იღ­ბა­ლი ყო­ველ­თვის ჩემ მხა­რეს ვერ იქ­ნე­ბა. მე უკე­თეს მო­თა­მა­შეს­თან წა­ვა­გე. ხვალ ეს ისევ მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ავ­დგე­ბი და უფრო მეტი წარ­მა­ტე­ბის­თვის ვიშ­რო­მებ", - აღ­ნიშ­ნა ჯო­კო­ვიჩ­მა.

გა­მარ­ჯვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ალ­კა­რას­მაც გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ისე­თი ლე­გენ­დის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში და გა­მარ­ჯვე­ბა, რო­გო­რიც ჯო­კო­ვი­ჩია, მის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო:

"ოც­ნე­ბა ამის­რულ­და. აქ გა­მარ­ჯვე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მაგ­რამ რომც წა­მე­გო, მა­ინც ვი­ა­მა­ყებ­დი - ასე­თი ლე­გენ­დის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. 20 წლის ბი­ჭი­სათ­ვის ამ კორტზე თა­მა­ში და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. სა­კუ­თა­რი თა­ვი­თა და ჩემი გუნ­დით ამა­ყი ვარ.

მას შემ­დეგ, რაც და­ვი­ბა­დე, უდი­დეს პა­ტივს გცემ (ჯო­კო­ვიჩს მი­მარ­თავს - ა.შ.). მა­შინ შენ ტურ­ნი­რებს იგებ­დი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ამ­დე­ნი ხა­ნია, ასე­თი ძლი­ე­რი ხარ“.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ალ­კა­რასს მთე­ლი კა­რი­ე­რა წინ აქვს, მისი მიღ­წე­ვე­ბი ნამ­დვი­ლად შთამ­ბეჭ­და­ვია.

მიღ­წე­ვე­ბი და ფაქ­ტე­ბი

• ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ATP 500 ჩემ­პი­ო­ნი

• პირ­ვე­ლი მო­თა­მა­შე, რო­მელ­მაც რა­ფა­ელ ნა­და­ლი და ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი ერ­თსა და იმა­ვე თი­ხის მო­ე­დან­ზე და­ა­მარ­ცხა.

• ალ­კა­რას­მა "დიდი მუ­ზა­რა­დის“ მე­ო­რე ტი­ტუ­ლი მო­ი­გო, უიმბლდონ­ზე კი პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­ჯვა.

• ალ­კა­რა­სამ­დე ბოლო 20 წე­ლი­წად­ში უიმბლდო­ნი არ მო­უ­გია ჩოგ­ბურ­თელს, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი "დიდი ოთხე­უ­ლის“ წევ­რი არ იყო. 2003 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ალ­კა­რა­სამ­დე აქ იმარ­ჯვებ­დნენ: რო­ჯერ ფე­დე­რე­რი (2003-2007, 2009, 2012, 2017), რა­ფა­ელ ნა­და­ლი (2008, 2010), ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი (2011, 2014-2015, 2018-2019, 2021-2022) და ენდი მარი (2013, 2016).

  • პი­რა­დი

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კარ­ლოს ალ­კა­რა­სი მა­რია გონ­სა­ლეს გი­მე­ნესს ხვდე­ბა. მა­რია ასე­ვე ჩოგ­ბურ­თე­ლია და Murcia Club de Tenis-ში თა­მა­შობს. თუმ­ცა, წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თად არ ჩნდე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ი­დუმ­ლოდ შე­ნახ­ვას ცდი­ლობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკია
2

უმაგრესი ესპანელი ბიჭი! უნიკალური მოვლენა მსოფლიო ჩოგბურთში! ღმერთმა ხელი მოუმართოს მომავალ გამარჯვებებში!

tsiko
3

წყვილი ერთად არ ჩნდებაო და ამათმა არ მოსდეს მსოფლიოს🤣

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

4 წლის ასაკიდან კორტზე, ჩოგბურთელი მამა და მშვენიერი შეყვარებული - რა არის ცნობილი უიმბლდონის ტურნირის 20 წლის ტრიუმფატორზე?

4 წლის ასაკიდან კორტზე, ჩოგბურთელი მამა და მშვენიერი შეყვარებული - რა არის ცნობილი უიმბლდონის ტურნირის 20 წლის ტრიუმფატორზე?

ბევრი ფიქრობდა, რომ კიდევ დიდხანს არ გამოჩნდებოდა ჩოგბურთელი, რომელიც რაფაელ ნადალს, როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუტოლდებოდა, მაგრამ 2023 წლის უიმბლდონის ტურნირის ფინალმა ყველა გააოცა. 20 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

  • ბავშვობა და ოჯახი

კარლოს ალკარასი 2003 წლის 5 მაისს ელ პალმარში, ესპანეთის მურსიის ყველაზე დასახლებულ სოფელში დაიბადა და სამ ძმასთან ერთად იზრდებოდა. მისი მშობლები, ვირჯინია და კარლოს ალკარას უფროსი, ასევე სპორტის მოყვარულები არიან. გარდა ამისა, მომავალი ჩემპიონის მამა ყოფილი ჩოგბურთელია.

ალკარასმა ჩოგბურთის თამაში ოთხი წლის ასაკში დაიწყო. მამას შვილის ნიჭი არ გამოჰპარვია და გადაწყვიტა, მისთვის აგენტი აეყვანა. სულ მალე, 12 წლის კარლოსის წარმომადგენელი ალბერტ მოლინა გახდა.

სამი წლის შემდეგ კარლოსი ხუან კარლოს ფერეროს Equelite JC Ferrero Sport Academy-ს შეუერთდა. ფერერო, რომელიც "როლან გაროსის" ყოფილი გამარჯვებული და მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერია, მას შემდეგ ალკარასის მწვრთნელია.

  • კარიერა

პროფესიონალური კარიერა თინეიჯერობის ასაკში დაიწყო: მისი დებიუტი 16 წლის ასაკში, რიოს ღია პირველობაზე შედგა.

17 წლის ალკარასს ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლის უფლება მისცეს, რითაც ის მამაკაცთა ერთეულთა ტურნირში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთის ექსპერტებსა და გულმხურვალე გულშემატკივრებს მისი პროგრესი არ გამოჰპარვიათ, მსოფლიომ ალკარასი მხოლოდ 2021 წელს US Open - ზე გაიცნო. მეოთხედფინალში გასვლით ალკარასი Flushing Meadows-ში ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი გახდა, მაგრამ ტრავმამ თამაშის დატოვება აიძულა.

თუმცა მალე დაამტკიცა, რომ დანებებას არ აპირებდა. 2022 წელს ATP 500 ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მაიამიში ATP Masters 1000-ზე ნორვეგიის ვარსკვლავ კასპერ რუდისთან ბრწყინვალედ გაიმარჯვა. კარგი შედეგების სერია ბარსელონას ღია პირველობაზეც გააგრძელა, მოგვიანებით კი მადრიდის ღია პირველობაზე ისტორია შექმნა: ალკარასმა ნადალი და ჯოკოვიჩი დაამარცხა.

2023 წელს კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა, როცა უიმბლდონის ფინალში მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

"შესანიშნავი ფინალი იყო. შედეგი, სამწუხაროდ, ჩემთვის კარგი არ აღმოჩნდა, მაგრამ კარგი იყო კარლოსისთვის. პირველ რიგში, მას უნდა მივულოცო. შენ ეს დაიმსახურე, დიდებულად ითამაშე და რთული პირველი სეტის შემდეგ, დაბრუნდი. რაც შენ უიმბლდონზე გააკეთე, ფანტასტიკურია.

ბევრი რთული ფინალი მაქვს მოგებული. მაგალითად, 2019 წელს ფედერერის წინააღმდეგ, მაშინ მე გამიმართლა. იღბალი ყოველთვის ჩემ მხარეს ვერ იქნება. მე უკეთეს მოთამაშესთან წავაგე. ხვალ ეს ისევ მტკივნეული იქნება, მაგრამ ავდგები და უფრო მეტი წარმატებისთვის ვიშრომებ", - აღნიშნა ჯოკოვიჩმა.

გამარჯვებასთან დაკავშირებით კომენტარი ალკარასმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ისეთი ლეგენდის წინააღმდეგ თამაში და გამარჯვება, როგორიც ჯოკოვიჩია, მისთვის წარმოუდგენელი იყო:

"ოცნება ამისრულდა. აქ გამარჯვება შესანიშნავია, მაგრამ რომც წამეგო, მაინც ვიამაყებდი - ასეთი ლეგენდის წინააღმდეგ თამაში წარმოუდგენელია. 20 წლის ბიჭისათვის ამ კორტზე თამაში დაუჯერებელია. საკუთარი თავითა და ჩემი გუნდით ამაყი ვარ.

მას შემდეგ, რაც დავიბადე, უდიდეს პატივს გცემ (ჯოკოვიჩს მიმართავს - ა.შ.). მაშინ შენ ტურნირებს იგებდი. წარმოუდგენელია, რომ ამდენი ხანია, ასეთი ძლიერი ხარ“.

იმის გათვალისწინებით, რომ ალკარასს მთელი კარიერა წინ აქვს, მისი მიღწევები ნამდვილად შთამბეჭდავია.

მიღწევები და ფაქტები

• ყველაზე ახალგაზრდა ATP 500 ჩემპიონი

• პირველი მოთამაშე, რომელმაც რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთსა და იმავე თიხის მოედანზე დაამარცხა.

• ალკარასმა "დიდი მუზარადის“ მეორე ტიტული მოიგო, უიმბლდონზე კი პირველად გაიმარჯვა.

• ალკარასამდე ბოლო 20 წელიწადში უიმბლდონი არ მოუგია ჩოგბურთელს, რომელიც ცნობილი "დიდი ოთხეულის“ წევრი არ იყო. 2003 წლიდან მოყოლებული, ალკარასამდე აქ იმარჯვებდნენ: როჯერ ფედერერი (2003-2007, 2009, 2012, 2017), რაფაელ ნადალი (2008, 2010), ნოვაკ ჯოკოვიჩი (2011, 2014-2015, 2018-2019, 2021-2022) და ენდი მარი (2013, 2016).

  • პირადი

გავრცელებული ინფორმაციით, კარლოს ალკარასი მარია გონსალეს გიმენესს ხვდება. მარია ასევე ჩოგბურთელია და Murcia Club de Tenis-ში თამაშობს. თუმცა, წყვილი საზოგადოებაში ერთად არ ჩნდება და ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვას ცდილობს.