მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩვეულო რეცეპტები ნაყინით, ყველაზე პრეტენზიული გურმანებისთვის
უჩვეულო რეცეპტები ნაყინით, ყველაზე პრეტენზიული გურმანებისთვის

ნა­ყი­ნი ზა­ფხუ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ბევ­რი ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი დე­სერ­ტი მთელს მსოფ­ლი­ო­ში. დე­ლი­კა­ტუ­რი ტექ­სტუ­რა, ტკბი­ლი გემო და არო­მა­ტის ვა­რი­ა­ცი­ე­ბი მას ყვე­ლა ასა­კის­თვის სა­სურ­ველ დე­ლი­კა­ტე­სად აქ­ცევს. რო­გორც წესი, ჩვენ ნა­ყინს მი­ვირ­თმევთ მზა სა­ხით, ან სა­ო­ჯა­ხო შე­ფუთ­ვით, ვა­მა­ტებთ ხილს და საყ­ვა­რელ ტო­პინგს, მაგ­რამ რა მოხ­დე­ბა, თუ გე­ტყვით, რომ ნა­ყი­ნით შე­გიძ­ლი­ათ შექ­მნათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და უგემ­რი­ე­ლე­სი დე­სერ­ტე­ბი?

ამ ბლოგ­ში გა­გი­ზი­ა­რებთ რამ­დე­ნი­მე სა­ო­ცარ რე­ცეპტს, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ მო­ამ­ზა­დოთ ნა­ყი­ნით. მო­ემ­ზა­დეთ თა­მა­მი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის, ახა­ლი გე­მოვ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თვის და უჩ­ვე­უ­ლო კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თქვენს ზა­ფხულს ნამ­დვილ კუ­ლი­ნა­რი­ულ დღე­სას­წა­უ­ლად გა­და­აქ­ცევს.

ბრა­უ­ნი ფის­ტის ნა­ყი­ნით

ფის­ტას ნა­ყი­ნი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ნა­ყი­ნე­ბის სი­ა­ში ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი გე­მოა! ფის­ტას ნა­ყი­ნის გემ­რი­ე­ლი არო­მა­ტი ბრა­უნ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში გე­მო­ე­ბის სა­ო­ცარ ნა­ზავს ქმნის. ამ დე­სერ­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად„პა­ლო­მას“ სა­ო­ჯა­ხო შე­ფუთ­ვის ფის­ტას ნა­ყინს ვი­ყე­ნებ.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • კა­რა­ქი - 6 ს/კ.
  • შო­კო­ლა­დი - 60 გ.
  • შა­ქა­რი - 1 ჭიქა (200 მლ).
  • კვერ­ცხი - 2 ც.
  • ვა­ნი­ლის ექ­სტრაქ­ტი - 0,5 ჩ/კ.
  • ფქვი­ლი - 0,5 ჭიქა (200 მლ)

ზე­მო­დან:

  • შო­კო­ლა­დი - 50 გ. (მო­სარ­თა­ვად)
  • ფის­ტას ნა­ყი­ნი „პა­ლო­მა“ - 240 გ.

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  1. გა­ა­ხუ­რეთ ღუ­მე­ლი 180 გრა­დუს­ზე და და­ი­წყეთ ბრა­უ­ნის მომ­ზა­დე­ბა. და­ბალ ცე­ცხლზე დად­გით ქვა­ბი, გა­ად­ნეთ კა­რა­ქი და გა­ხე­ხი­ლი შო­კო­ლა­დი. გა­მუდ­მე­ბით ური­ეთ. გად­მოდ­გით გა­ზ­ქუ­რი­დან და გა­აგ­რი­ლეთ;
  2. ქვაბ­ში ჩა­ა­მა­ტეთ შა­ქა­რი, აუ­რი­ეთ რომ კრის­ტა­ლე­ბი გა­იხ­სნას. და­უ­მა­ტეთ კვერ­ცხე­ბი, ვა­ნი­ლის ექ­სტრაქ­ტი და კვლავ აუ­რი­ეთ;
  3. ფქვი­ლი გა­ცე­რით და და­ნარ­ჩენ ინ­გრე­დი­ენ­ტებს ნელ-ნელა შე­უ­რი­ეთ;
  4. და­ახ­ლო­ე­ბით 22 სმ. დი­ა­მეტ­რის სა­ცხობ ფორ­მას წა­უს­ვით ცოტა კა­რა­ქი. ჩა­ას­ხით ცომი და შედ­გით ფორ­მა გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში. აცხვეთ 20 წთ. სა­ნამ ხის ჩხი­რი ჩარ­ჭო­ბი­სას არ დარ­ჩე­ბა მშრა­ლი და სუფ­თა. ამო­ი­ღეთ ნამ­ცხვა­რი და გა­აგ­რი­ლეთ თეფ­შზე;
  5. „პა­ლო­მას“ ფის­ტის ნა­ყი­ნი გა­და­ა­ნა­წი­ლეთ ბრა­უნ­ზე თა­ნაბ­რად, კოვ­ზით მი­ე­ცით ტალ­ღე­ბის ფორ­მა;
  6. შო­კო­ლა­დი გა­ად­ნეთ ორ­თქლზე და მო­ას­ხით ზე­მო­დან ნა­ყინს გა­სა­ფორ­მებ­ლად.

კრემ ბრი­უ­ლეს ჰა­ე­რო­ვა­ნი ტორ­ტი

კარ­გი ამ­ბა­ვი ისაა, რომ ამ ულა­მა­ზეს ტორ­ტს არ სჭირ­დე­ბა გა­მო­ცხო­ბა! ის შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ნამ­დვი­ლი მარ­გა­ლი­ტი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა­ზე. ჯობს ტორ­ტი მო­ამ­ზა­დოთ წინა სა­ღა­მოს.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • ორ­ცხო­ბი­ლა/ბის­კვი­ტი 250 გ.
  • კა­რა­ქი (+ 5გ. სა­ცხობ ფორ­მა­ზე წა­სას­მე­ლად) 25გ.
  • ნა­ყი­ნი კრემ ბრუ­ლე „პა­ლო­მა“ 1,5 კგ
  • ბე­ზე­ე­ბი (პა­ტა­რა + 30 გ. დე­კო­რა­ცი­ის­თვის) 100 გ.
  • სა­კონ­დიტ­რო ტო­პინ­გი (ვერ­ცხლის ბურ­თუ­ლე­ბი ან სხვა) 10 გ.
  • შაქ­რის ფხვნი­ლი 20 გ.

ლი­მო­ნის შიგ­თავ­სის­თვის:

  • ნა­ღე­ბის კა­რა­ქი 70 გ.
  • შა­ქა­რი 110 გ.
  • მა­რი­ლი მწიკ­ვი
  • კვერ­ცხი 1 ცალი
  • სი­მინ­დის სა­ხა­მე­ბე­ლი 5 გ.
  • კვერ­ცხის გული 1 ც.
  • ლი­მო­ნი 100 გ.

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  1. და­ი­წყეთ ლი­მო­ნის შიგ­თავ­სის მომ­ზა­დე­ბით. კარ­გად გა­რე­ცხეთ ლი­მო­ნი, რად­გან დაგ­ჭირ­დე­ბათ ცედ­რა. ცედ­რა მო­ა­თავ­სეთ ჯამ­ში, და­ა­ყა­რეთ გრა­ნუ­ლი­რე­ბუ­ლი შა­ქა­რი და სუფ­რის კოვ­ზით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რი­სეთ. გა­ა­ჩე­რეთ ნა­რე­ვი 30 წთ;
  2. კვერ­ცხი გა­ტე­ხეთ პა­ტა­რა ქვაბ­ში, და­უ­მა­ტეთ იქვე კვერ­ცხის გუ­ლიც და ათ­ქვი­ფეთ მსუ­ბუ­ქად. კვერ­ცხებს და­უ­მა­ტეთ ცედ­რის მასა და აუ­რი­ეთ ერ­თგვა­რო­ვან კონ­სის­ტენ­ცი­ამ­დე;
  3. ლი­მო­ნის წვე­ნი გა­მო­წუ­რეთ და და­უ­მა­ტეთ და­ნარ­ჩენ ინ­გრე­დი­ენ­ტებს. წვე­ნი უნდა იყოს 70 მლ. ისევ აუ­რი­ეთ ყვე­ლა­ფე­რი. ქვა­ბი დად­გით მი­ნი­მა­ლურ ცე­ცხლზე და მუდ­მი­ვი მო­რე­ვით მი­იყ­ვა­ნეთ ადუ­ღე­ბამ­დე. შემ­დეგ გად­მოდ­გით ცე­ცხლი­დან. მასა უნდა გა­ს­ქელ­დეს;
  4. ქვაბ­ში ჩა­უ­მა­ტეთ მწიკ­ვი მა­რი­ლი, ნა­ღე­ბის კა­რა­ქი, კარ­გად აუ­რი­ეთ და შედ­გით მა­ცი­ვარ­ში 12 სთ.

მო­ამ­ზა­დეთ ტორ­ტი:

  1. 20 სმ. დი­ა­მეტ­რის და 6 სმ. სიღ­რმის მო­სახ­სნელ ფორ­მას წა­უს­ვით კა­რა­ქის ნა­ჭე­რი. და­ა­ფი­ნეთ სა­ცხო­ბი ქა­ღალ­დი ისე, რომ ფორ­მის ზედა კი­დეს 3 სმ-ით და­შორ­დეს. ორ­ცხო­ბი­ლე­ბი და­ფხვე­ნით, მე­ო­თხე­დი გა­და­ი­ნა­ხეთ მო­სარ­თა­ვად, და­ნარ­ჩენს შე­უ­რი­ეთ კა­რა­ქი. მასა ჩატ­კეპ­ნეთ ფორ­მის ძირ­ზე, გა­ას­წო­რეთ და შედ­გით მა­ცი­ვარ­ში 10 წთ;
  2. ცალ­კე ჯამ­ში და­ტე­ხეთ ბე­ზე­ე­ბი მსხვი­ლად. კრემ ბრუ­ლეს ნა­ყი­ნის ნა­ხე­ვა­რი მო­ა­თავ­სეთ დიდ ჭურ­ჭელ­ში, და­უ­მა­ტეთ ბეზე და ნა­ხე­ვა­რი ლი­მო­ნი­ა­ნი მასა, კარ­გად აუ­რი­ეთ და წა­უს­ვით ორ­ცხო­ბი­ლე­ბის ფე­ნას. ზე­მო­დან გა­ა­თა­ნაბ­რეთ ნა­ყი­ნით, მო­ა­ყა­რეთ გა­და­ნა­ხუ­ლი ორ­ცხო­ბი­ლას ნამ­სხვრე­ვე­ბი. ზე­მო­დან და­ა­ფა­რეთ საკ­ვე­ბი პარ­კი და შედ­გით სა­ყი­ნუ­ლე­ში 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში;
  3. დარ­ჩე­ნილ ნა­ყინ­საც შე­უ­რი­ეთ დარ­ჩე­ნი­ლი ლი­მო­ნის მასა, აუ­რი­ეთ ერ­თგვა­რო­ვა­ნი მა­სის მი­ღე­ბამ­დე, ჩა­დეთ კონ­ტე­ი­ნერ­ში და შედ­გით სა­ყი­ნუ­ლე­ში მთე­ლი ღა­მით;
  4. გა­მო­ი­ღეთ ტორ­ტი სა­ყი­ნუ­ლი­დან, გა­ა­ჩე­რეთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე 5 წთ. მო­ა­შო­რეთ დამ­ცა­ვი პარ­კი და გა­და­ი­ტა­ნეთ ლა­მაზ ჭურ­ჭელ­ში;
  5. ზე­მო­დან და­ა­დეთ კონ­ტე­ი­ნე­რი­დან ბურ­თუ­ლე­ბად ამო­ღე­ბუ­ლი ნა­ყი­ნი. ნა­ყინ­ზე და­დეთ პა­ტა­რა ბე­ზე­ე­ბი, მო­ა­ყა­რეთ შაქ­რის პუდ­რი და მორ­თეთ ვერ­ცხლის­ფე­რი სა­კონ­დიტ­რო მძი­ვე­ბით. მი­ირ­თვით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ!

შემ­წვა­რი ნა­ყი­ნი

შემ­წვა­რი ნა­ყი­ნი სა­ო­ცა­რი დე­სერ­ტია, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც უნდა მო­ამ­ზა­დოთ.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • 1 კგ ნა­ყი­ნი სტრა­ჩა­ტე­ლა „პა­ლო­მა“
  • 100 გ და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი სი­მინ­დის ფან­ტე­ლე­ბი
  • 120 გ ტკბი­ლი ქო­ქო­სი
  • 4 ჩ.კ. დაფ­ქუ­ლი და­რი­ჩი­ნი
  • 3 დიდი კვერ­ცხის ცილა
  • 2 ს.კ. შა­ქა­რი
  • ზეთი შე­საწ­ვა­ვად (რაფ­სის ან მცე­ნა­რე­უ­ლი)
  • შო­კო­ლა­დის სირო­ფი, კა­რა­მე­ლის სო­უ­სი ან თაფ­ლი მზა დე­სერ­ტის გა­სა­ფორ­მებ­ლად

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  1. ნა­ყი­ნის კოვ­ზით ან სუფ­რის კოვ­ზით გა­ა­კე­თეთ ვა­ნი­ლის ნა­ყი­ნის ბურ­თე­ბი 7-8 სმ დი­ა­მეტ­რის, 6 ცალი და მო­ა­თავ­სეთ სა­ცხობ ფირ­ფი­ტა­ზე ან ფორ­მა­ში. შე­დეთ ბურ­თუ­ლე­ბი სა­ყი­ნუ­ლე­ში მი­ნი­მუმ 2 სა­ა­თით ან სრუ­ლად გა­მაგ­რე­ბამ­დე;
  2. ჯამ­ში შე­უ­რი­ეთ დაფ­ქუ­ლი სი­მინ­დის ფან­ტე­ლი (ბურ­ბუ­შე­ლა), ქო­ქო­სის ფან­ტე­ლე­ბი და დაფ­ქუ­ლი და­რი­ჩი­ნი;
  3. ამო­ავ­ლეთ გა­ყი­ნუ­ლი ნა­ყი­ნის ბურ­თე­ბი სა­ფა­ნელ­ში და ისევ შე­აბ­რუ­ნეთ სა­ყი­ნუ­ლე­ში 30 წთ;
  4. ცალ­კე ჯამ­ში ათ­ქვი­ფეთ კვერ­ცხის ცი­ლე­ბი და შა­ქა­რი, ქა­ფის გა­ჩე­ნამ­დე. გა­ყი­ნუ­ლი ბურ­თუ­ლე­ბი ამო­ავ­ლეთ ამ მა­სა­ში და შემ­დეგ, კვლავ სი­მინ­დის სა­ფა­ნელ­ში. გა­ყი­ნეთ 1 სთ;
  5. პა­ტა­რა ქვაბ­ში გა­ა­ცხე­ლეთ ზეთი, გა­მო­ი­ღეთ გა­ყი­ნუ­ლი ბურ­თუ­ლე­ბი და სწრა­ფად შეწ­ვით ზეთ­ში. გა­და­ი­ტა­ნეთ თეფ­შზე და მო­ას­ხით სა­სურ­ვე­ლი სირო­ფი, სო­უ­სი ან თაფ­ლი.

ჰონგ-კონ­გის ვაფ­ლი ვა­ნი­ლის ნა­ყი­ნით

ეს დე­სერ­ტი ბევრ ქვე­ყა­ნა­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი. მის მო­სამ­ზა­დებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ ვაფ­ლის სა­ცხო­ბი აპა­რა­ტი.

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • ზეთი
  • გა­მა­ფხვი­ე­რე­ბე­ლი - 1 ჩკ.
  • სოდა - 1.5 ჩკ.
  • და­რი­ჩი­ნი - 2 ჩკ.
  • ზეთი - 140 მლ.
  • კვერ­ცხი - 2 ცალი
  • კე­ფი­რი - 125 მლ.
  • რძე - 300 მლ.
  • შა­ქა­რი - 200 გ.
  • ფქვი­ლი - 300 გ.

გა­სა­ფორ­მებ­ლად:

  • ნა­ყი­ნი ვა­ნი­ლის „პა­ლო­მა“;
  • ბა­ნა­ნი (ან სა­სურ­ვე­ლი ხილი);
  • მარ­წყვის სირო­ფი.

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  1. ერ­თმა­ნეთ­ში აუ­რი­ეთ ფქვი­ლი, შა­ქა­რი, და­რი­ჩი­ნი, სოდა, გა­მა­ფხვი­ე­რე­ბე­ლი. მე­ო­რე ჯამ­ში კი აუ­რი­ეთ კე­ფი­რი, რძე, კვერ­ცხის გული და ზეთი. კარ­გად აუ­რი­ეთ და შე­უ­რი­ეთ მშრა­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის მა­სას. აუ­რი­ეთ ერ­თგვა­რო­ვა­ნი მა­სის მი­ღე­ბამ­დე;
  2. კი­დევ ცალ­კე ჯამ­ში ათ­ქვი­ფეთ კვერ­ცხის ცილა მკვრი­ვი ღრუ­ბე­ლი­ვით მა­სის მი­ღე­ბამ­დე და ფრთხი­ლად შე­უ­რი­ეთ ცომს. უნდა მი­ი­ღოთ ოლა­დე­ბის ცო­მის კონ­სის­ტენ­ცი­ის მასა;
  3. გა­ა­ხუ­რეთ ვაფ­ლის სა­ცხო­ბი. წა­უს­ვით ზეთი და გა­მო­ა­ცხვეთ ვაფ­ლე­ბი 5-5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­ხუ­რულ სა­ცხობ­ში;
  4. გა­მომ­ცხვარ ვაფლს და­ა­დეთ ნა­ყი­ნი, დაჭ­რი­ლი ხილი, მო­ას­ხით მარ­წყვის (ან სხვა) სირო­ფი.

გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თვით!

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

უჩვეულო რეცეპტები ნაყინით, ყველაზე პრეტენზიული გურმანებისთვის

უჩვეულო რეცეპტები ნაყინით, ყველაზე პრეტენზიული გურმანებისთვის

ნაყინი ზაფხულის განუყოფელი ნაწილია და ბევრი ადამიანის საყვარელი დესერტი მთელს მსოფლიოში. დელიკატური ტექსტურა, ტკბილი გემო და არომატის ვარიაციები მას ყველა ასაკისთვის სასურველ დელიკატესად აქცევს. როგორც წესი, ჩვენ ნაყინს მივირთმევთ მზა სახით, ან საოჯახო შეფუთვით, ვამატებთ ხილს და საყვარელ ტოპინგს, მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ნაყინით შეგიძლიათ შექმნათ განსხვავებული და უგემრიელესი დესერტები?

ამ ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე საოცარ რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყინით. მოემზადეთ თამამი ექსპერიმენტებისთვის, ახალი გემოვნების აღმოჩენისთვის და უჩვეულო კომბინაციებისთვის, რომლებიც თქვენს ზაფხულს ნამდვილ კულინარიულ დღესასწაულად გადააქცევს.

ბრაუნი ფისტის ნაყინით

ფისტას ნაყინი ჩემი საყვარელი ნაყინების სიაში ერთ-ერთი ფავორიტი გემოა! ფისტას ნაყინის გემრიელი არომატი ბრაუნთან კომბინაციაში გემოების საოცარ ნაზავს ქმნის. ამ დესერტის მოსამზადებლად„პალომას“ საოჯახო შეფუთვის ფისტას ნაყინს ვიყენებ.

ინგრედიენტები:

  • კარაქი - 6 ს/კ.
  • შოკოლადი - 60 გ.
  • შაქარი - 1 ჭიქა (200 მლ).
  • კვერცხი - 2 ც.
  • ვანილის ექსტრაქტი - 0,5 ჩ/კ.
  • ფქვილი - 0,5 ჭიქა (200 მლ)

ზემოდან:

  • შოკოლადი - 50 გ. (მოსართავად)
  • ფისტას ნაყინი „პალომა“ - 240 გ.

მომზადების წესი:

  1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და დაიწყეთ ბრაუნის მომზადება. დაბალ ცეცხლზე დადგით ქვაბი, გაადნეთ კარაქი და გახეხილი შოკოლადი. გამუდმებით ურიეთ. გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ;
  2. ქვაბში ჩაამატეთ შაქარი, აურიეთ რომ კრისტალები გაიხსნას. დაუმატეთ კვერცხები, ვანილის ექსტრაქტი და კვლავ აურიეთ;
  3. ფქვილი გაცერით და დანარჩენ ინგრედიენტებს ნელ-ნელა შეურიეთ;
  4. დაახლოებით 22 სმ. დიამეტრის საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი. ჩაასხით ცომი და შედგით ფორმა გახურებულ ღუმელში. აცხვეთ 20 წთ. სანამ ხის ჩხირი ჩარჭობისას არ დარჩება მშრალი და სუფთა. ამოიღეთ ნამცხვარი და გააგრილეთ თეფშზე;
  5. „პალომას“ ფისტის ნაყინი გადაანაწილეთ ბრაუნზე თანაბრად, კოვზით მიეცით ტალღების ფორმა;
  6. შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და მოასხით ზემოდან ნაყინს გასაფორმებლად.

კრემ ბრიულეს ჰაეროვანი ტორტი

კარგი ამბავი ისაა, რომ ამ ულამაზეს ტორტს არ სჭირდება გამოცხობა! ის შეიძლება გახდეს ნამდვილი მარგალიტი სადღესასწაულო სუფრაზე. ჯობს ტორტი მოამზადოთ წინა საღამოს.

ინგრედიენტები:

  • ორცხობილა/ბისკვიტი 250 გ.
  • კარაქი (+ 5გ. საცხობ ფორმაზე წასასმელად) 25გ.
  • ნაყინი კრემ ბრულე „პალომა“ 1,5 კგ
  • ბეზეები (პატარა + 30 გ. დეკორაციისთვის) 100 გ.
  • საკონდიტრო ტოპინგი (ვერცხლის ბურთულები ან სხვა) 10 გ.
  • შაქრის ფხვნილი 20 გ.

ლიმონის შიგთავსისთვის:

  • ნაღების კარაქი 70 გ.
  • შაქარი 110 გ.
  • მარილი მწიკვი
  • კვერცხი 1 ცალი
  • სიმინდის სახამებელი 5 გ.
  • კვერცხის გული 1 ც.
  • ლიმონი 100 გ.

მომზადების წესი:

  1. დაიწყეთ ლიმონის შიგთავსის მომზადებით. კარგად გარეცხეთ ლიმონი, რადგან დაგჭირდებათ ცედრა. ცედრა მოათავსეთ ჯამში, დააყარეთ გრანულირებული შაქარი და სუფრის კოვზით ყველაფერი კარგად დასრისეთ. გააჩერეთ ნარევი 30 წთ;
  2. კვერცხი გატეხეთ პატარა ქვაბში, დაუმატეთ იქვე კვერცხის გულიც და ათქვიფეთ მსუბუქად. კვერცხებს დაუმატეთ ცედრის მასა და აურიეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე;
  3. ლიმონის წვენი გამოწურეთ და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. წვენი უნდა იყოს 70 მლ. ისევ აურიეთ ყველაფერი. ქვაბი დადგით მინიმალურ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. მასა უნდა გასქელდეს;
  4. ქვაბში ჩაუმატეთ მწიკვი მარილი, ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 12 სთ.

მოამზადეთ ტორტი:

  1. 20 სმ. დიამეტრის და 6 სმ. სიღრმის მოსახსნელ ფორმას წაუსვით კარაქის ნაჭერი. დააფინეთ საცხობი ქაღალდი ისე, რომ ფორმის ზედა კიდეს 3 სმ-ით დაშორდეს. ორცხობილები დაფხვენით, მეოთხედი გადაინახეთ მოსართავად, დანარჩენს შეურიეთ კარაქი. მასა ჩატკეპნეთ ფორმის ძირზე, გაასწორეთ და შედგით მაცივარში 10 წთ;
  2. ცალკე ჯამში დატეხეთ ბეზეები მსხვილად. კრემ ბრულეს ნაყინის ნახევარი მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, დაუმატეთ ბეზე და ნახევარი ლიმონიანი მასა, კარგად აურიეთ და წაუსვით ორცხობილების ფენას. ზემოდან გაათანაბრეთ ნაყინით, მოაყარეთ გადანახული ორცხობილას ნამსხვრევები. ზემოდან დააფარეთ საკვები პარკი და შედგით საყინულეში 12 საათის განმავლობაში;
  3. დარჩენილ ნაყინსაც შეურიეთ დარჩენილი ლიმონის მასა, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ჩადეთ კონტეინერში და შედგით საყინულეში მთელი ღამით;
  4. გამოიღეთ ტორტი საყინულიდან, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 5 წთ. მოაშორეთ დამცავი პარკი და გადაიტანეთ ლამაზ ჭურჭელში;
  5. ზემოდან დაადეთ კონტეინერიდან ბურთულებად ამოღებული ნაყინი. ნაყინზე დადეთ პატარა ბეზეები, მოაყარეთ შაქრის პუდრი და მორთეთ ვერცხლისფერი საკონდიტრო მძივებით. მიირთვით დაუყოვნებლივ!

შემწვარი ნაყინი

შემწვარი ნაყინი საოცარი დესერტია, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ნაყინი სტრაჩატელა „პალომა“
  • 100 გ დაქუცმაცებული სიმინდის ფანტელები
  • 120 გ ტკბილი ქოქოსი
  • 4 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
  • 3 დიდი კვერცხის ცილა
  • 2 ს.კ. შაქარი
  • ზეთი შესაწვავად (რაფსის ან მცენარეული)
  • შოკოლადის სიროფი, კარამელის სოუსი ან თაფლი მზა დესერტის გასაფორმებლად

მომზადების წესი:

  1. ნაყინის კოვზით ან სუფრის კოვზით გააკეთეთ ვანილის ნაყინის ბურთები 7-8 სმ დიამეტრის, 6 ცალი და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე ან ფორმაში. შედეთ ბურთულები საყინულეში მინიმუმ 2 საათით ან სრულად გამაგრებამდე;
  2. ჯამში შეურიეთ დაფქული სიმინდის ფანტელი (ბურბუშელა), ქოქოსის ფანტელები და დაფქული დარიჩინი;
  3. ამოავლეთ გაყინული ნაყინის ბურთები საფანელში და ისევ შეაბრუნეთ საყინულეში 30 წთ;
  4. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილები და შაქარი, ქაფის გაჩენამდე. გაყინული ბურთულები ამოავლეთ ამ მასაში და შემდეგ, კვლავ სიმინდის საფანელში. გაყინეთ 1 სთ;
  5. პატარა ქვაბში გააცხელეთ ზეთი, გამოიღეთ გაყინული ბურთულები და სწრაფად შეწვით ზეთში. გადაიტანეთ თეფშზე და მოასხით სასურველი სიროფი, სოუსი ან თაფლი.

ჰონგ-კონგის ვაფლი ვანილის ნაყინით

ეს დესერტი ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ვაფლის საცხობი აპარატი.

ინგრედიენტები:

  • ზეთი
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩკ.
  • სოდა - 1.5 ჩკ.
  • დარიჩინი - 2 ჩკ.
  • ზეთი - 140 მლ.
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კეფირი - 125 მლ.
  • რძე - 300 მლ.
  • შაქარი - 200 გ.
  • ფქვილი - 300 გ.

გასაფორმებლად:

  • ნაყინი ვანილის „პალომა“;
  • ბანანი (ან სასურველი ხილი);
  • მარწყვის სიროფი.

მომზადების წესი:

  1. ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, შაქარი, დარიჩინი, სოდა, გამაფხვიერებელი. მეორე ჯამში კი აურიეთ კეფირი, რძე, კვერცხის გული და ზეთი. კარგად აურიეთ და შეურიეთ მშრალი ინგრედიენტების მასას. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;
  2. კიდევ ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი ღრუბელივით მასის მიღებამდე და ფრთხილად შეურიეთ ცომს. უნდა მიიღოთ ოლადების ცომის კონსისტენციის მასა;
  3. გაახურეთ ვაფლის საცხობი. წაუსვით ზეთი და გამოაცხვეთ ვაფლები 5-5 წუთის განმავლობაში თავდახურულ საცხობში;
  4. გამომცხვარ ვაფლს დაადეთ ნაყინი, დაჭრილი ხილი, მოასხით მარწყვის (ან სხვა) სიროფი.

გემრიელად მიირთვით!

NS