მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოკუპაციო ხაზი ჩემი ვენახიდან 100-150 მეტრში გადის. განცდები, ბუნებრივია, არის, მაგრამ ეს ჩემი გამოწვევაცაა" - ცხოვრება მავთულხლართების საზღვარზე - ჟურნალისტი და ფერმერი მეჯვრისხევიდან: ულამაზესი ბაღ-ვენახი და მეურნეობა
"საოკუპაციო ხაზი ჩემი ვენახიდან 100-150 მეტრში გადის. განცდები, ბუნებრივია, არის, მაგრამ ეს ჩემი გამოწვევაცაა" - ცხოვრება მავთულხლართების საზღვარზე - ჟურნალისტი და ფერმერი მეჯვრისხევიდან: ულამაზესი ბაღ-ვენახი და მეურნეობა

ტა­რი­ელ გურ­გე­ნი­ძე ფი­ლო­ლო­გი და ჟურ­ნა­ლის­ტია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­რის გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და. სო­ფელ მეჯვრის­ხევ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის ახ­ლოს ცხოვ­რობს. თა­ვი­სი კუ­თხე უზო­მოდ უყ­ვარს, იქა­უ­რო­ბა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დღე­ებ­შიც არ მი­უ­ტო­ვე­ბია. სო­ფელ­ში ყოფ­ნა ძა­ლას ჰმა­ტებს, რად­გან წი­ნაპ­რე­ბის კუ­თხეს უვ­ლის. დიდ მე­ურ­ნე­ო­ბას უძღვე­ბა - ვე­ნა­ხი, ვაშ­ლის ბაღი, ვარ­დე­ბი და კენკრა, ბევრ სხვა საქ­მეს­თან ერ­თად, მისი საზ­რუ­ნა­ვია.

- ბა­ტო­ნო ტა­რი­ელ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფერ­მე­რი და სა­ო­ცა­რი სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის პატ­რო­ნი ხართ...

- კი, ასე გა­მო­ვი­და... ორი-სამი შემ­თხვე­ვა მქონ­და, აფხა­ზე­თი­და­ნაც კი ჩა­მო­ვიდ­ნენ ვარ­დის ნერ­გე­ბი­სა და ვაშ­ლის ძმ­რის­თვის. არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთი რე­გი­ო­ნი, ჩემ­თან ნერ­გე­ბი­სა და ვაშ­ლის ძმ­რის შე­სა­ძე­ნად არ მო­სუ­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა ჩემი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მე­ვე­ნა­ხე­ო­ბაა. ეს დარ­გი არა მარ­ტო მა­ტე­რი­ა­ლურ შე­მო­სა­ვალს მაძ­ლევს, სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც მა­ნი­ჭებს...

ყველ­გან ამა­ყად ვამ­ბობ, რომ პა­პა­ჩემ­მა ფეხი ვე­ნახ­ში ამად­გმე­ვი­ნა. პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, სი­გი­ჟემ­დე ვუყ­ვარ­დი, ვე­ნახ­ში ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი დავ­ყავ­დი. მისი წყა­ლო­ბით ვე­ნა­ხი და ვაზი ჩემ­თვის ოჯა­ხის წევ­რე­ბია. სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, 2 500 კვად­რა­ტუ­ლი ვე­ნა­ხი მქონ­და. მა­შინ ვაშ­ლის ბა­ღე­ბის გა­შე­ნე­ბის ბუმი გაჩ­ნდა. სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტორ­მა ნამ­ყე­ნი ნერ­გე­ბი მა­ჩუ­ქა. ვე­ნახ­ში ჩავ­ყა­რე და რომ გა­ი­ზარ­და, დაჩ­რდი­ლა, ამი­ტომ ვაზი ამო­საყ­რე­ლი გა­მიხ­და. ეს შეც­დო­მა რომ გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა, როცა მი­წე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცია და­ი­წყო (სა­ხელ­მწი­ფომ სულ 800 კვმ მომ­ცა), მიწა არ მქონ­და ვე­ნა­ხის გა­სა­შე­ნებ­ლად, არც ფული. ამი­ტომ XVII სა­უ­კუ­ნის ფრან­გუ­ლი სა­დი­ლის სერ­ვი­ზი გავ­ყი­დე და 2 ჰექტრამ­დე მიწა შე­ვი­ძი­ნე. ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე სა­უ­კე­თე­სო ჯი­შის ყუ­რძე­ნი გა­ვა­შე­ნე. გორ­ში გო­რუ­ლი მწვა­ნეა ცნო­ბი­ლი, პრობ­ლე­მა კი ის იყო, გო­რის რა­ი­ონ­ში თით­ქმის აღარ იყო...

ეს ჯიში დიდ შრო­მა­სა და მო­ფე­რე­ბას მო­ი­თხოვს, ად­ვი­ლად ავად­დე­ბა ჭრა­ქი­თა და ნაც­რით. კარ­და­კარ დავ­დი­ო­დი, ქა­რე­ლის რა­ი­ონ­შიც წავ­სულ­ვარ რქე­ბის ასა­ღე­ბად. რქე­ბი მომ­ქონ­და, ვა­კალ­მებ­დი, ვა­ფეს­ვი­ა­ნებ­დი და ვა­შე­ნებ­დი, ამის­თვის 5-6 წე­ლი­წა­დი დამ­ჭირ­და.

- ძა­ლი­ან გიწ­ვა­ლი­ათ...

- კი, ასე იყო. ისე მიყ­ვარს ჩემი ვე­ნა­ხი, დე­და­ჩე­მი ცო­ცხა­ლი რომ იყო, ბევ­რჯერ ვე­ნახ­ში ადუ­ღე­ბუ­ლი რძე გად­მო­უ­ტა­ნია, და­ლიე, ამ­დე­ნი შრო­მით რამე არ და­გე­მარ­თო­სო. მოკ­ლედ, ახლა ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე გო­რუ­ლი მწვა­ნეა და და­ნარ­ჩე­ნი კი თავკვე­რი. ღვი­ნოს ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით ვა­ყე­ნებ­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, გა­უ­ყი­და­ვი არ რჩე­ბო­და. ახლა ჩემ­მა გო­რულ­მა მწვა­ნემ სა­ხე­ლი ისე გა­ით­ქვა, ორი წლის მერე რომ მო­სა­ვა­ლი უნდა მო­ვი­დეს, იმა­ზეც კი უკვე კლი­ენ­ტი მყავს. კარგ ფა­სად იყი­დე­ბა.

- ყუ­რძენს ყი­დით?

- კი. ღვი­ნოს ჩვენ­თვის, ოჯა­ხის­თვის ვა­ყე­ნებ და ცო­ტას კი­დევ ვყი­დი. ღვი­ნის გა­ყიდ­ვა უფრო მომ­გე­ბი­ა­ნია, ვიდ­რე ყუ­რძნის.

- ქარ­თლში უმე­ტე­სად მე­ბა­ღე­ო­ბას მის­დე­ვენ, ჩანს, მარ­თლაც ძა­ლი­ან გიყ­ვართ ვე­ნა­ხი...

- ჩემი ღვი­ნო და ყუ­რძე­ნი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. მე­ზობ­ლებ­მა ეს რომ და­ი­ნა­ხეს, მა­თაც და­ი­წყეს ჩემი ვე­ნა­ხი­დან აღე­ბუ­ლი კალ­მე­ბით ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა. ასე რომ, კალ­მებს ვა­ფეს­ვი­ა­ნებ და ნერ­გე­ბიც უპ­რობ­ლე­მოდ მე­ყი­დე­ბა. ბოლო დროს, რაც ბა­ღე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რად გა­შე­ნე­ბა და­ი­წყეს, გლე­ხურ მე­ურ­ნე­ო­ბებს პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ. 1 ჰექტრამ­დე ბაღი მაქვს. ისე­თი მო­სა­ვა­ლი ვერ მომ­ყავ­და, რომ ხარ­ჯი და­ე­ფა­რა და მო­გე­ბა მო­ე­ცა. რომ შევ­ხე­დე, შრო­მა ფუ­ჭად იხარ­ჯე­ბო­და, ძმ­რის წარ­მო­ე­ბა მო­ვი­ფიქ­რე.

ჩემი ბებო შინ ამ­ზა­დებ­და სრუ­ლად ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დით და­ვარ­გე­ბულ ნა­ტუ­რა­ლურ ვაშ­ლის ძმარს. მე­უბ­ნე­ბო­და, უზ­მო­ზე და­ლიე, სა­სარ­გებ­ლო­აო. 300 ლიტ­რამ­დე ვაშ­ლის ძმარს ვამ­ზა­დებ­დი. მეტი ჭურ­ჭე­ლი არ მქონ­და.

- საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ჭურ­ჭე­ლი არ გქონ­დათ და ევ­რო­კავ­ში­რის გრან­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად პრო­ექ­ტი და­წე­რეთ?

- დიახ, გრან­ტი მო­ვი­გე. 1200 ევრო იყო, რი­თაც ვი­ყი­დე ვაშ­ლის დამ­ქუც­მა­ცე­ბე­ლი, წვე­ნის გა­მო­სა­წუ­რი და­ნად­გა­რი და 6 ტო­ნის ტე­ვა­დო­ბის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი. ასე და­ვი­წყე ძმ­რის მა­სობ­რი­ვად წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც ნორ­მა­ლურ შე­მო­სა­ვალს მაძ­ლევს. ვაშ­ლის ყიდ­ვა არ მი­წევს, მაგ­რამ ახლა "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“ კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, პირ­ვე­ლი ეტა­პი გა­დავ­ლა­ხე და თუ გა­ვი­მარ­ჯვე, წარ­მო­ე­ბა უნდა გავ­ზარ­დო, რე­ზერ­ვუ­ა­რებს ვი­ყი­დი, მერე კი იმ 1 ჰექ­ტა­რი­დან მო­წე­უ­ლი ვაშ­ლი აღარ მე­ყო­ფა და შეს­ყიდ­ვას და­ვი­წყებ.

- 16-17 ჯი­შის ვა­ზი­სა და თეს­ლო­ვა­ნი და კურ­კო­ვა­ნი ხი­ლის ნერ­გე­ბი გა­მოგ­ყავთ. ამ­დენს რო­გორ აუ­დი­ხართ?

- 1400 კვად­რა­ტულ მეტრზე მო­ცხა­რის (წი­თე­ლი, შავი) და ხურ­ტკმლის ბაღი მაქვს. მარ­თლაც დიდი შრო­მა მი­წევს, სო­ფელ­ში მუ­შას ვე­ღარ ნა­ხავ. რამ­დე­ნი­მე ქალ­თან მქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა, მო­ცხა­რი რომ დამ­წიფ­დე­ბო­და, უნდა დაგ­ვეკ­რი­ფა. შარ­შა­ნაც რომ და­მეკ­რი­ფა, ორ ქალს ორ კვი­რას ვე­ლო­დე. ისე გვი­ან მო­ვიდ­ნენ, გა­დამ­წი­ფე­ბუ­ლი ძლივს მოვკრი­ფეთ.

ასე რომ, ხში­რად მარ­ტო ვმუ­შა­ობ. გა­თე­ნე­ბას ვე­ნახ­ში ვხვდე­ბი. არ მახ­სოვს, სად­მე და­სას­ვე­ნებ­ლად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. შვი­ლი საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და იქ ორი კვი­რით შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად თუ ჩა­ვალ. ძლივს ვჩერ­დე­ბი, სოფ­ლი­სა და საქ­მის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია.

- გა­სა­ო­ცა­რი ვარ­დე­ბიც გაქვთ.

- ვარ­დებს საფ­რან­გე­თი­დან ჩემი ბი­ჭიც მიგ­ზავ­ნის... ერთხელ ადი­გენ­შიც წა­ვე­დი უც­ნა­უ­რი ვარ­დის კალ­მე­ბის­თვის. მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­დი­ვარ, ჩა­მო­მაქვს და ვა­ფეს­ვი­ა­ნებ. ჩემს ეზო­ში 4 000 ძირ­ზე მეტი ვარ­დია. რომ დავ­ქორ­წინ­დი და სახ­ლის აშე­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, მე­უღ­ლემ მი­თხრა, ვარ­დე­ბი მო­ვა­შე­ნო­თო. მარ­თლაც და­ვი­წყე და ბლო­მად მოგ­როვ­და, მო­თხოვ­ნაც გაჩ­ნდა, ძი­რებს მთხოვ­დნენ. მერე ამ საქ­მეს კო­მერ­ცი­უ­ლი სახე მი­ვე­ცი, და­ვი­წყე მა­სობ­რი­ვი გა­შე­ნე­ბა და პა­ტა­რა შე­მო­სა­ვა­ლიც გაჩ­ნდა. დღეს ვარ­დის 160 სა­ხე­ო­ბა, 80 ჯიში მაქვს. საფ­რან­გე­თი­დან ჩემს ბიჭს ყო­ველ ჩა­მოს­ვლა­ზე კონ­ტე­ი­ნე­რე­ბით ჩა­მო­აქვს რამ­დე­ნი­მე და­ფეს­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ძირი.

და­კალ­მე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბე­რია, ვაჭ­რი ტო­ტებს და ვა­ფეს­ვი­ა­ნებ... ხში­რად მო­მის­მე­ნია, კაცი ხარ და ვარ­დი რამ შე­გაყ­ვა­რაო. მე კონ­კრე­ტუ­ლად ვარ­დი კი არა, სი­ლა­მა­ზე, სი­სუფ­თა­ვე და წეს­რი­გი მიყ­ვარს.

- ბა­ტო­ნო ტა­რი­ელ, რთუ­ლია სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ცხოვ­რე­ბა. არ გი­ჭირთ?

- სტუ­დენ­ტი რომ ვი­ყა­ვი, თბი­ლი­სი­დან შა­ბათ-კვი­რას სო­ფელ­ში რომ არ გა­მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი და მი­წის­თვის, ვე­ნა­ხის­თვის არ მი­მე­ხე­და, არ შე­მეძ­ლო. სწავ­ლა რომ და­ვას­რუ­ლე, აქ დავ­ბრუნ­დი. ჩვე­ნი სო­ფე­ლი დი­დია, 12 ათა­სი კაცი ცხოვ­რობს. ომის დროს აქა­უ­რო­ბა რომ და­ი­ცა­ლა, მხო­ლოდ 50 კა­ცამ­დე დავ­რჩით. როცა თქვეს, ჩეჩ­ნე­ბი და კა­ზა­კე­ბი მო­დი­ან, ქა­ლებს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ და ხო­ცა­ვე­ნო, ზე­ი­ნაბს (მე­უღ­ლეს) ვუ­თხა­რი, ნუ ჩა­მაგ­დებ სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში-მეთ­ქი და თბი­ლის­ში შვილ­თან ჩა­ვიყ­ვა­ნე. უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, იმა­ვე დღეს დი­დუ­ბის ავ­ტო­სად­გურ­ში რამ­დე­ნი­მე კაცი ვი­ყა­ვით გო­რის­კენ წა­მომ­სვლე­ლი, გა­ვი­ნა­წი­ლეთ ხარ­ჯი და ვი­ქი­რა­ვეთ მან­ქა­ნა.

ჩემი სოფ­ლის გა­და­სახ­ვე­ვი­დან სახ­ლამ­დე 18 კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით ამო­ვი­ა­რე. სო­ფე­ლი და სახ­ლი ერთი ღა­მი­თაც არ და­მი­ტო­ვე­ბია. მერე და­მი­რე­კეს, შენც ჩა­მო­დი, რამე არ მოხ­დე­სო. მანდ რომ ვიყო და გა­ვი­გო, ჩემს სახ­ლს ტან­კი მი­ად­გა და და­ან­გრია, ჯო­ბია, აქ მოვ­კვდე, ჩემი სახ­ლის ნან­გრე­ვე­ბი მა­ინც დამ­მარ­ხავს-მეთ­ქი... ჩემი სახ­ლი მაგ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლი იყო. ღრმა სარ­და­ფი აქვს. სარ­დაფ­ში ფიც­რე­ბი მქონ­და გაშ­ლი­ლი და ქა­ლე­ბი სულ იქ ათე­ნებ­დნენ ღა­მე­ებს. პური არ იყო, 8 ტონა კარ­ტო­ფი­ლი მქონ­და მო­წე­უ­ლი, იმ კარ­ტო­ფილს დიდი ვედ­რო­თი ცე­ცხლზე შევ­დგამ­დით, მოვ­ხარ­შავ­დით და ვჭამ­დით...

სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი სახ­ლი­დან ზუს­ტად 400 მეტრში გა­დის, მაგ­რამ სა­დაც ვე­ნა­ხი მაქვს, იქი­დან 100 და 150 მეტ­რამ­დეა. გან­ცდე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, არის, მაგ­რამ ეს ჩემი გა­მოწ­ვე­ვაც არის.

ცოლ­საც უთ­ქვამს, ამ­დენს რომ შრო­მობ, ვინ­მე რომ მო­ვი­დე­სო? თუ ასე მოხ­და, იმას მა­ინც ხომ იტყვის, მშრო­მელ კაცს უცხოვ­რია, სა­ღო­რეს ხომ არ დავ­ტო­ვებ-მეთ­ქი?.. კი, აქ შრო­მა გა­მოწ­ვე­ვა­ცაა, მო­ტი­ვა­ცი­აც და დიდი სიყ­ვა­რუ­ლიც.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.ჯ.
1

ამასწინათ ვნახე ეს კაცი ტვ-ში. ნაცებს კი არ აგინებდა ,რუსები რომ ,,მიუყვანა,, ღობესთან ქოცებს აგინებდა ,რატომ არ გაყავთო, ჩემი ღობედანო . აგინე მთავრობას,მაგრამ ობიექტურად ,მეც დაგეთანხმები. თუ არა და მიხედე მშვენიერ ვაზს ,ვარდს , ვაშლს და მის ძმარს.

ირმა
0

''ცოლ­საც უთ­ქვამს, ამ­დენს რომ შრო­მობ, ვინ­მე რომ მო­ვი­დე­სო? თუ ასე მოხ­და, იმას მა­ინც ხომ იტყვის, მშრო­მელ კაცს უცხოვ­რია, სა­ღო­რეს ხომ არ დავ­ტო­ვებ-მეთ­ქი?'' - ამის მთქმელი კაცი ის ქართველია, როგორ ქართველსაც მივტირით...თურმე არიან, თურმე არსებობენ...მიხარია და ღმერთმა ხელი მოუმართოს

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"საოკუპაციო ხაზი ჩემი ვენახიდან 100-150 მეტრში გადის. განცდები, ბუნებრივია, არის, მაგრამ ეს ჩემი გამოწვევაცაა" - ცხოვრება მავთულხლართების საზღვარზე - ჟურნალისტი და ფერმერი მეჯვრისხევიდან: ულამაზესი ბაღ-ვენახი და მეურნეობა

"საოკუპაციო ხაზი ჩემი ვენახიდან 100-150 მეტრში გადის. განცდები, ბუნებრივია, არის, მაგრამ ეს ჩემი გამოწვევაცაა" - ცხოვრება მავთულხლართების საზღვარზე - ჟურნალისტი და ფერმერი მეჯვრისხევიდან: ულამაზესი ბაღ-ვენახი და მეურნეობა

ტარიელ გურგენიძე ფილოლოგი და ჟურნალისტია, წლების განმავლობაში გორის გაზეთის რედაქციაში მუშაობდა. სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზის ახლოს ცხოვრობს. თავისი კუთხე უზომოდ უყვარს, იქაურობა 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებშიც არ მიუტოვებია. სოფელში ყოფნა ძალას ჰმატებს, რადგან წინაპრების კუთხეს უვლის. დიდ მეურნეობას უძღვება - ვენახი, ვაშლის ბაღი, ვარდები და კენკრა, ბევრ სხვა საქმესთან ერთად, მისი საზრუნავია.

- ბატონო ტარიელ, წარმატებული ფერმერი და საოცარი საოჯახო მეურნეობის პატრონი ხართ...

- კი, ასე გამოვიდა... ორი-სამი შემთხვევა მქონდა, აფხაზეთიდანაც კი ჩამოვიდნენ ვარდის ნერგებისა და ვაშლის ძმრისთვის. არ არსებობს საქართველოს არც ერთი რეგიონი, ჩემთან ნერგებისა და ვაშლის ძმრის შესაძენად არ მოსულიყვნენ. თუმცა ჩემი მთავარი მიმართულება მევენახეობაა. ეს დარგი არა მარტო მატერიალურ შემოსავალს მაძლევს, სიამოვნებასაც მანიჭებს...

ყველგან ამაყად ვამბობ, რომ პაპაჩემმა ფეხი ვენახში ამადგმევინა. პირველი შვილიშვილი ვიყავი, სიგიჟემდე ვუყვარდი, ვენახში ხელჩაკიდებული დავყავდი. მისი წყალობით ვენახი და ვაზი ჩემთვის ოჯახის წევრებია. სტუდენტი რომ გავხდი, 2 500 კვადრატული ვენახი მქონდა. მაშინ ვაშლის ბაღების გაშენების ბუმი გაჩნდა. სანერგე მეურნეობის დირექტორმა ნამყენი ნერგები მაჩუქა. ვენახში ჩავყარე და რომ გაიზარდა, დაჩრდილა, ამიტომ ვაზი ამოსაყრელი გამიხდა. ეს შეცდომა რომ გამომესწორებინა, როცა მიწების პრივატიზაცია დაიწყო (სახელმწიფომ სულ 800 კვმ მომცა), მიწა არ მქონდა ვენახის გასაშენებლად, არც ფული. ამიტომ XVII საუკუნის ფრანგული სადილის სერვიზი გავყიდე და 2 ჰექტრამდე მიწა შევიძინე. ნახევარ ჰექტარზე საუკეთესო ჯიშის ყურძენი გავაშენე. გორში გორული მწვანეა ცნობილი, პრობლემა კი ის იყო, გორის რაიონში თითქმის აღარ იყო...

ეს ჯიში დიდ შრომასა და მოფერებას მოითხოვს, ადვილად ავადდება ჭრაქითა და ნაცრით. კარდაკარ დავდიოდი, ქარელის რაიონშიც წავსულვარ რქების ასაღებად. რქები მომქონდა, ვაკალმებდი, ვაფესვიანებდი და ვაშენებდი, ამისთვის 5-6 წელიწადი დამჭირდა.

- ძალიან გიწვალიათ...

- კი, ასე იყო. ისე მიყვარს ჩემი ვენახი, დედაჩემი ცოცხალი რომ იყო, ბევრჯერ ვენახში ადუღებული რძე გადმოუტანია, დალიე, ამდენი შრომით რამე არ დაგემართოსო. მოკლედ, ახლა ნახევარ ჰექტარზე გორული მწვანეა და დანარჩენი კი თავკვერი. ღვინოს ტრადიციული წესით ვაყენებდი და პოპულარული გახდა, გაუყიდავი არ რჩებოდა. ახლა ჩემმა გორულმა მწვანემ სახელი ისე გაითქვა, ორი წლის მერე რომ მოსავალი უნდა მოვიდეს, იმაზეც კი უკვე კლიენტი მყავს. კარგ ფასად იყიდება.

- ყურძენს ყიდით?

- კი. ღვინოს ჩვენთვის, ოჯახისთვის ვაყენებ და ცოტას კიდევ ვყიდი. ღვინის გაყიდვა უფრო მომგებიანია, ვიდრე ყურძნის.

- ქართლში უმეტესად მებაღეობას მისდევენ, ჩანს, მართლაც ძალიან გიყვართ ვენახი...

- ჩემი ღვინო და ყურძენი ძალიან პოპულარულია. მეზობლებმა ეს რომ დაინახეს, მათაც დაიწყეს ჩემი ვენახიდან აღებული კალმებით ვენახის გაშენება. ასე რომ, კალმებს ვაფესვიანებ და ნერგებიც უპრობლემოდ მეყიდება. ბოლო დროს, რაც ბაღების ინტენსიურად გაშენება დაიწყეს, გლეხურ მეურნეობებს პრობლემა შეექმნათ. 1 ჰექტრამდე ბაღი მაქვს. ისეთი მოსავალი ვერ მომყავდა, რომ ხარჯი დაეფარა და მოგება მოეცა. რომ შევხედე, შრომა ფუჭად იხარჯებოდა, ძმრის წარმოება მოვიფიქრე.

ჩემი ბებო შინ ამზადებდა სრულად ბუნებრივი მეთოდით დავარგებულ ნატურალურ ვაშლის ძმარს. მეუბნებოდა, უზმოზე დალიე, სასარგებლოაო. 300 ლიტრამდე ვაშლის ძმარს ვამზადებდი. მეტი ჭურჭელი არ მქონდა.

- საკმარისი რაოდენობის ჭურჭელი არ გქონდათ და ევროკავშირის გრანტის მოსაპოვებლად პროექტი დაწერეთ?

- დიახ, გრანტი მოვიგე. 1200 ევრო იყო, რითაც ვიყიდე ვაშლის დამქუცმაცებელი, წვენის გამოსაწური დანადგარი და 6 ტონის ტევადობის რეზერვუარები. ასე დავიწყე ძმრის მასობრივად წარმოება, რომელიც ნორმალურ შემოსავალს მაძლევს. ვაშლის ყიდვა არ მიწევს, მაგრამ ახლა "აწარმოე საქართველოს“ კონკურსში ვმონაწილეობ, პირველი ეტაპი გადავლახე და თუ გავიმარჯვე, წარმოება უნდა გავზარდო, რეზერვუარებს ვიყიდი, მერე კი იმ 1 ჰექტარიდან მოწეული ვაშლი აღარ მეყოფა და შესყიდვას დავიწყებ.

- 16-17 ჯიშის ვაზისა და თესლოვანი და კურკოვანი ხილის ნერგები გამოგყავთ. ამდენს როგორ აუდიხართ?

- 1400 კვადრატულ მეტრზე მოცხარის (წითელი, შავი) და ხურტკმლის ბაღი მაქვს. მართლაც დიდი შრომა მიწევს, სოფელში მუშას ვეღარ ნახავ. რამდენიმე ქალთან მქონდა მოლაპარაკება, მოცხარი რომ დამწიფდებოდა, უნდა დაგვეკრიფა. შარშანაც რომ დამეკრიფა, ორ ქალს ორ კვირას ველოდე. ისე გვიან მოვიდნენ, გადამწიფებული ძლივს მოვკრიფეთ.

ასე რომ, ხშირად მარტო ვმუშაობ. გათენებას ვენახში ვხვდები. არ მახსოვს, სადმე დასასვენებლად წავსულიყავი. შვილი საფრანგეთში ცხოვრობს და იქ ორი კვირით შვილიშვილების სანახავად თუ ჩავალ. ძლივს ვჩერდები, სოფლისა და საქმის გარეშე არ შემიძლია.

- გასაოცარი ვარდებიც გაქვთ.

- ვარდებს საფრანგეთიდან ჩემი ბიჭიც მიგზავნის... ერთხელ ადიგენშიც წავედი უცნაური ვარდის კალმებისთვის. მთელ საქართველოში დავდივარ, ჩამომაქვს და ვაფესვიანებ. ჩემს ეზოში 4 000 ძირზე მეტი ვარდია. რომ დავქორწინდი და სახლის აშენება გადავწყვიტეთ, მეუღლემ მითხრა, ვარდები მოვაშენოთო. მართლაც დავიწყე და ბლომად მოგროვდა, მოთხოვნაც გაჩნდა, ძირებს მთხოვდნენ. მერე ამ საქმეს კომერციული სახე მივეცი, დავიწყე მასობრივი გაშენება და პატარა შემოსავალიც გაჩნდა. დღეს ვარდის 160 სახეობა, 80 ჯიში მაქვს. საფრანგეთიდან ჩემს ბიჭს ყოველ ჩამოსვლაზე კონტეინერებით ჩამოაქვს რამდენიმე დაფესვიანებული ძირი.

დაკალმებისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, ვაჭრი ტოტებს და ვაფესვიანებ... ხშირად მომისმენია, კაცი ხარ და ვარდი რამ შეგაყვარაო. მე კონკრეტულად ვარდი კი არა, სილამაზე, სისუფთავე და წესრიგი მიყვარს.

- ბატონო ტარიელ, რთულია საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება. არ გიჭირთ?

- სტუდენტი რომ ვიყავი, თბილისიდან შაბათ-კვირას სოფელში რომ არ გამოვქცეულიყავი და მიწისთვის, ვენახისთვის არ მიმეხედა, არ შემეძლო. სწავლა რომ დავასრულე, აქ დავბრუნდი. ჩვენი სოფელი დიდია, 12 ათასი კაცი ცხოვრობს. ომის დროს აქაურობა რომ დაიცალა, მხოლოდ 50 კაცამდე დავრჩით. როცა თქვეს, ჩეჩნები და კაზაკები მოდიან, ქალებს შეურაცხყოფას აყენებენ და ხოცავენო, ზეინაბს (მეუღლეს) ვუთხარი, ნუ ჩამაგდებ საშინელ მდგომარეობაში-მეთქი და თბილისში შვილთან ჩავიყვანე. უკან რომ ვბრუნდებოდი, იმავე დღეს დიდუბის ავტოსადგურში რამდენიმე კაცი ვიყავით გორისკენ წამომსვლელი, გავინაწილეთ ხარჯი და ვიქირავეთ მანქანა.

ჩემი სოფლის გადასახვევიდან სახლამდე 18 კილომეტრი ფეხით ამოვიარე. სოფელი და სახლი ერთი ღამითაც არ დამიტოვებია. მერე დამირეკეს, შენც ჩამოდი, რამე არ მოხდესო. მანდ რომ ვიყო და გავიგო, ჩემს სახლს ტანკი მიადგა და დაანგრია, ჯობია, აქ მოვკვდე, ჩემი სახლის ნანგრევები მაინც დამმარხავს-მეთქი... ჩემი სახლი მაგ პერიოდში ყველაზე ახალი აშენებული იყო. ღრმა სარდაფი აქვს. სარდაფში ფიცრები მქონდა გაშლილი და ქალები სულ იქ ათენებდნენ ღამეებს. პური არ იყო, 8 ტონა კარტოფილი მქონდა მოწეული, იმ კარტოფილს დიდი ვედროთი ცეცხლზე შევდგამდით, მოვხარშავდით და ვჭამდით...

საოკუპაციო ხაზი სახლიდან ზუსტად 400 მეტრში გადის, მაგრამ სადაც ვენახი მაქვს, იქიდან 100 და 150 მეტრამდეა. განცდები, ბუნებრივია, არის, მაგრამ ეს ჩემი გამოწვევაც არის.

ცოლსაც უთქვამს, ამდენს რომ შრომობ, ვინმე რომ მოვიდესო? თუ ასე მოხდა, იმას მაინც ხომ იტყვის, მშრომელ კაცს უცხოვრია, საღორეს ხომ არ დავტოვებ-მეთქი?.. კი, აქ შრომა გამოწვევაცაა, მოტივაციაც და დიდი სიყვარულიც.