გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, ის მთავრობას დატოვებს, როდესაც პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი სამთავრობო ცვლილებებს განახორციელებს.
მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სექტემბერშია მოსალოდნელი.
ამასთან, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში, რომელიც მომდევნო 18 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს.
ცნობისათვის, ბენ უოლესს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის პოსტი 4 წელია უკავია.
პოლიტიკურმა ფიგურამ ღირსება არ უნდა დაკარგოს, ის რაც მოუვიდა ამ კაცს და ამიტომაც კარგავს თანამდებობას.
სწორედ ამაშია განსხვავება, დემოკრატიული და ავტორიტარული ქვეყნებს შორის.
სამწუხაროდ, საქართველო, უკვე 10 წელია ვერ დაიკვეხნის, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს სახელს ატარებს :(
და რაქნა როოოოოო,ოი გააჩაღეს და შეახოცეს უკრაინა რუსეთს.ეხლა მიდის ჯიგარი,მოიხადა ვალი.იმათმა რაქნან,ვინც სახლი კარი და ახლობელი დაკარგა