საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? - ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ მტერი" - ზალუჟნი
"საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? - ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ მტერი" - ზალუჟნი

ომში მტრის მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოკ­ვლა შე­იძ­ლე­ბა და სა­ჭი­როა კი­დეც, თუ პარტნი­ო­რებს თა­ვი­ან­თი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ეში­ნი­ათ, სა­კუ­თა­რით მოვ­კლავთ. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დალ­მა ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნიმ Washington Post-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ზა­ლუ­ჟ­ნი ახლა სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე აყე­ნებს კი­თხვას: “რო­გორ შემ­ცირ­დეს და­ნა­კარ­გე­ბი? რო­გორ შე­მიძ­ლია შე­ვამ­ცი­რო და­ნა­კარ­გე­ბი?”

ზა­ლუ­ჟ­ნის თქმით, შე­ი­ა­რა­ღე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის, და­სავ­ლუ­რი ავი­ა­ცი­ის არ­მი­წო­დე­ბი­სა და შორი მან­ძი­ლის რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე მო­კავ­ში­რე­ე­ბის პი­რო­ბე­ბი გამო “უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სა­ზღვარს მიღ­მა ხში­რი დარ­ტყმე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის ია­რაღს იყე­ნე­ბენ, რომ­ლებ­საც კი­ე­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არას­დროს არ აღი­ა­რებს.”

“სა­კუ­თა­რი ხალ­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად, რა­ტომ უნდა ვე­კი­თხე­ბო­დე ვინ­მეს ნე­ბარ­თვას, თუ რა ვა­კე­თო მტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე? რა­ტომ­ღაც უნდა ვფიქ­რობ­დე, რომ იქ არაფ­რის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს. რა­ტომ? იმი­ტომ რომ პუ­ტი­ნი… ბირ­თვულ ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნებს? ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც კვდე­ბი­ან, ეს არ აინ­ტე­რე­სებთ…

ეს ჩვე­ნი პრობ­ლე­მაა, და ჩვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია რო­გორ მოვ­კლათ ეს მტე­რი. ომში შე­იძ­ლე­ბა და სა­ჭი­როა [მტრის] მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოკ­ვლა. თუ ჩვენს პარტნი­ო­რებს სა­კუ­თა­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ეში­ნი­ათ, სა­კუ­თა­რით მოვ­კლავთ. მაგ­რამ მხო­ლოდ იმ­დე­ნის, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა,” - გა­ნა­ცხა­და ზა­ლუ­ჟ­ნიმ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგლაგია
0

მართალია,მტერი უნდა მოსპო!!!

 

მამუკა
4

უკრაინა არის მხოლოდ და მხოლოდ სამზადისი დიდი ომის წინ,ძააააალიან დიდი ომის წინ!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? - ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ მტერი" - ზალუჟნი

"საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? - ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ მტერი" - ზალუჟნი

ომში მტრის მის ტერიტორიაზე მოკვლა შეიძლება და საჭიროა კიდეც, თუ პარტნიორებს თავიანთი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის თანახმად, ზალუჟნი ახლა საკუთარი თავის წინაშე აყენებს კითხვას: “როგორ შემცირდეს დანაკარგები? როგორ შემიძლია შევამცირო დანაკარგები?”

ზალუჟნის თქმით, შეიარაღების უკმარისობის, დასავლური ავიაციის არმიწოდებისა და შორი მანძილის რაკეტების გამოყენებაზე მოკავშირეების პირობები გამო “უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვარს მიღმა ხშირი დარტყმებისთვის უკრაინული წარმოების იარაღს იყენებენ, რომლებსაც კიევი ოფიციალურად არასდროს არ აღიარებს.”

“საკუთარი ხალხის გადასარჩენად, რატომ უნდა ვეკითხებოდე ვინმეს ნებართვას, თუ რა ვაკეთო მტრის ტერიტორიაზე? რატომღაც უნდა ვფიქრობდე, რომ იქ არაფრის გაკეთების უფლება არ მაქვს. რატომ? იმიტომ რომ პუტინი… ბირთვულ იარაღს გამოიყენებს? ბავშვებს, რომლებიც კვდებიან, ეს არ აინტერესებთ…

ეს ჩვენი პრობლემაა, და ჩვენი გადასაწყვეტია როგორ მოვკლათ ეს მტერი. ომში შეიძლება და საჭიროა [მტრის] მის ტერიტორიაზე მოკვლა. თუ ჩვენს პარტნიორებს საკუთარი იარაღის გამოყენების ეშინიათ, საკუთარით მოვკლავთ. მაგრამ მხოლოდ იმდენის, რამდენიც საჭირო იქნება,” - განაცხადა ზალუჟნიმ.