ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა მეუღლესთან და შვილთან ერთად რამდენიმე დღის წინ საქართველოს ესტუმრა. როგორც ირკვევა, სტუმრობის მთავარი მიზეზი პატარა ალექსანდრეს ნათლობა გახდა. მომღერალმა გადაწყვიტა შვილი საქართველოში მოენათლა. ნათლობის საიდუმლო სიონის ტაძარში, პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ აღასრულა. ნათლიებს შორის იყო გორის ქალთა კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა.
საპატრიარქოს არხთან კომენტარში მელუა ამბობს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ნათლობა იყო. მომღერლის თქმით, ალექსანდრეს ნათლიები მისი ოჯახის ახლობლები იყვნენ, მათ შორის მისი დეიდაშვილიც. მელუა ამბობს, რომ დიდი ხანია დედობაზე ოცნებობდა და ეს სურვილი სანდროს დაბადებით აუსრულდა და ამაყობს საკუთარი შვილით.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი, აქ, თბილისში მოვნათლეთ", - ამბობს მომღერალი.
"ძალიან დიდი მადლობა, რომ შენი სანდროს ნათლიად ამირჩიე... ჩემთვის უდიდესი პატივი, სიხარული და პასუხისმგებლობაა ვიყო უკვე შენი ოჯახის წევრი და მქონდეს ნათლიის სტატუსი... ვეცდები სათანადო წვლილი შევიტანო უკვე ჩემი სანდროს კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში... მუდამ ერთად...“ - წერს ცირამუა სოციალურ ქსელში.
მელუა დედა 2022 წლის დეკემბერში გახდა. მომღერლის მეორე მეუღლე ნახევრად ქართველია.
ქეთი მელუა საქართველოს სასახელო შვილია.ძალიან მისასალმებელია რომ მან შვილი საქართველოში მართლმადიდებლური წესით მონათლა.ხომ არ შეილება ყველაფერზე უარყოფითი კომენტარების გაკეთება ბედნიერებას ვუსურვებ პატარა ქრისტიანს და მის მშობლებს
დაქორწინდა ინგლისელზე, ანუ კათოლიკეზე და შვილს კი მართმადიდებლურ წესით ნათლავს. არცერთი ნათლია მამის მხრიდან . თან სტატია იწყება ,,მომღერალმა გადაწყვიტა შვილი საქართველოში მიენათლა'' ანუ მამა არაფერ შუაშია?! უცნაური კი ისაა, რომ გათხოვდი უცხოელზე და შვილი გინდა ქაფრთულად აღზარდო ქართული წესით მონათლო, ამ დროს მამა კათოლიკეა , სადაა ლოგიკა?! ვიცი ახლა გამოჩდებიან ,,შე ბოღმიანო'' ,,შ შურიანო'' და ა. შ. მაგრამ გასაგებია ამის გარეშე ვერ იქნება ეს ხო უნივერსალური ბრალდებაა :)