პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოსათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მის მიერ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში პლენარული სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.
"კომიტეტის მიერ შესაბამისი პროცედურები გავლილი იქნა, გამოკვლეული იქნა ეს მასალა და ნამდვილად არის 32 სხდომიდან 25 გაცდენილი არასაპატიო მიზეზით. გამომდინარე აქედან, კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა უნდა გამოიტანოს“,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შესაბამის დასკვნას მოამზადებს. გადაწყვეტილებას კი პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს.
როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის პარლამენტში გატანის შემდეგ, სერგეენკო სხდომებზე იშვიათად მიდიოდა. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობა.
სერგეენკო დარბაისელი კაცია და ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. არა მგონია მას უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის ავკარგი ვერ გაერკვია და მისი "რუსულობის' მარტივ ისტერიას აჰყოლოდა; ჩანს სხვა რამეშია საქმე
ეს ბირთვი ნაცქოცი ჯამში 5 000 არ იქნებიან და მა ერთ არჩევნებში ვერ უნდა მოვუთავოთ ამათ ხელი ? მოქკავშირის სხვა გამონაყოფებიც მანდ შედიან , კი, ერთი ნობათია ეგა კომპარტიისაგან !