კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის კინომსახიობთა გილდია, რომელიც 160 000 მსახიობს აერთიანებს, ბოლო 60 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი გაფიცვისთვის ემზადება - რას ითხოვენ მსახიობები?
აშშ-ის კინომსახიობთა გილდია, რომელიც 160 000 მსახიობს აერთიანებს, ბოლო 60 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი გაფიცვისთვის ემზადება - რას ითხოვენ მსახიობები?

აშშ-ის კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა გილ­დია (The Screen Actors Guild (SAG-AFTRA), რო­მე­ლიც 160 000 მსა­ხი­ობს აერ­თი­ა­ნებს, ბოლო 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე დიდი გა­ფიც­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა. მსა­ხი­ო­ბე­ბი ერთი მხრივ მხარს უჭე­რენ და სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ სცე­ნა­რის­ტებს, რომ­ლე­ბიც უკვე კარ­გა ხა­ნია ანა­ზღა­უ­რე­ბის გაზ­რდას ითხო­ვენ და ამას­თან­ვე გილ­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გი­გან­ტუ­რი კი­ნომ­წარ­მო­ე­ბე­ლი და სტრი­მინგ კომ­პა­ნი­ე­ბის­გან მო­ი­თხო­ვენ, არ და­უშ­ვან ამ სფე­რო­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა.

გა­ფიც­ვის გა­მარ­თვა მას შემ­დეგ გა­და­წყდა, რაც გილ­დი­ა­სა და სტრი­მინგ კომ­პა­ნი­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვერ შედ­გა. ინ­დუსტრია ახლა მწერ­ლე­ბის და მსა­ხი­ო­ბე­ბის პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი გა­ფიც­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა გილ­დი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ორ­გან­ზა­ცი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბის კო­მი­ტეტ­მა ერ­თხმად მის­ცა ხმა გა­ფიც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ას. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია: "ოთხ კვი­რა­ზე ხან­გრძლი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ი­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის პრო­დი­უ­სე­რე­ბის ალი­ან­სი (AMPTP) უარს აცხა­დებს, რომ Sag-Aftra-ს წევ­რებ­თან სა­მარ­თლი­ან გა­რი­გე­ბა­ზე წა­ვი­დეს".

AMPTP არის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს მთა­ვარ სტრი­მე­რებს და კი­ნოს­ტუ­დი­ებს, რო­გო­რი­ცაა Amazon, Apple, Disney, NBCUniversal, Netflix, Paramount, Sony და Warner Bros და Discovery.

მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ გა­ფიც­ვა მყი­სი­ერ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ამ ზა­ფხუ­ლის პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მე­ბის სა­ჯა­რო სა­რეკ­ლა­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ზო­გი­ერ­თი ფილ­მის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა უკვე გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა ამი­ე­რი­დან მათ ვარ­სკვლა­ვებს სა­რეკ­ლა­მო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ე­ზღუ­დე­ბათ. გა­ფიც­ვამ ასე­ვე შე­საძ­ლოა, "ემის და­ჯილ­დო­ე­ბა" გვი­ან შე­მოდ­გო­მამ­დე ან თუნ­დაც მო­მა­ვალ წლამ­დე გა­და­ა­ვა­დოს, - იტყო­ბი­ნე­ბი­ან ინ­დუსტრი­ის გა­მო­ცე­მე­ბი.

ივ­ნი­სის ბო­ლოს, ჰო­ლი­ვუ­დის მა­ღა­ლი კლა­სის მსა­ხი­ო­ბებ­მა, მათ შო­რის მე­რილ სტრიპ­მა და ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სმა, მსა­ხი­ობ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ლი­დე­რებს წე­რი­ლი მის­წე­რეს, რო­მელ­შიც მათ მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი გა­რი­გე­ბის პი­რო­ბე­ბით არ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ.

სცე­ნა­რის­ტე­ბი­სა და მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­ფიც­ვა ინ­დუსტრი­ის სე­რი­ო­ზულ შე­ფერ­ხე­ბას გა­მო­იწ­ვევს და ამავდრო­უ­ლად, გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ლოს-ან­ჯე­ლე­სის ეკო­ნო­მი­კა­ზე.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქონდარა
2

ესენიც წულუკიანს ებრძვიან?

იმერელი
6

არა ხელოვნურ ინტელეტს ამ სფეროში ასევე განათლებაში და მწერლობაში. არ შეიძლება კომპიუტერი წერდეს სცენატებს ის ხო ახალს ვერასდროს მოიგონებს უბრალოდ არსებულიდან შექმბნის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აშშ-ის კინომსახიობთა გილდია, რომელიც 160 000 მსახიობს აერთიანებს, ბოლო 60 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი გაფიცვისთვის ემზადება - რას ითხოვენ მსახიობები?

აშშ-ის კინომსახიობთა გილდია, რომელიც 160 000 მსახიობს აერთიანებს, ბოლო 60 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი გაფიცვისთვის ემზადება - რას ითხოვენ მსახიობები?

აშშ-ის კინომსახიობთა გილდია (The Screen Actors Guild (SAG-AFTRA), რომელიც 160 000 მსახიობს აერთიანებს, ბოლო 60 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი გაფიცვისთვის ემზადება. მსახიობები ერთი მხრივ მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ სცენარისტებს, რომლებიც უკვე კარგა ხანია ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ და ამასთანვე გილდიის წარმომადგენლების გიგანტური კინომწარმოებელი და სტრიმინგ კომპანიებისგან მოითხოვენ, არ დაუშვან ამ სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.

გაფიცვის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გილდიასა და სტრიმინგ კომპანიებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. ინდუსტრია ახლა მწერლების და მსახიობების პირველი ერთობლივი გაფიცვისთვის ემზადება.

კინომსახიობთა გილდიაში აცხადებენ, რომ ორგანზაციის მოლაპარაკების კომიტეტმა ერთხმად მისცა ხმა გაფიცვის რეკომენდაციას. განცხადებაში ნათქვამია: "ოთხ კვირაზე ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსი (AMPTP) უარს აცხადებს, რომ Sag-Aftra-ს წევრებთან სამართლიან გარიგებაზე წავიდეს".

AMPTP არის დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს მთავარ სტრიმერებს და კინოსტუდიებს, როგორიცაა Amazon, Apple, Disney, NBCUniversal, Netflix, Paramount, Sony და Warner Bros და Discovery.

მოსალოდნელია, რომ გაფიცვა მყისიერ გავლენას მოახდენს ამ ზაფხულის პოპულარული ფილმების საჯარო სარეკლამო ღონისძიებებზე. ზოგიერთი ფილმის მსოფლიო პრემიერა უკვე გაიმართა, თუმცა ამიერიდან მათ ვარსკვლავებს სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობა შეეზღუდებათ. გაფიცვამ ასევე შესაძლოა, "ემის დაჯილდოება" გვიან შემოდგომამდე ან თუნდაც მომავალ წლამდე გადაავადოს, - იტყობინებიან ინდუსტრიის გამოცემები.

ივნისის ბოლოს, ჰოლივუდის მაღალი კლასის მსახიობებმა, მათ შორის მერილ სტრიპმა და ჯენიფერ ლოურენსმა, მსახიობთა გაერთიანების ლიდერებს წერილი მისწერეს, რომელშიც მათ მოუწოდებდნენ, რომ მინიმალური გარიგების პირობებით არ დაკმაყოფილებულიყვნენ.

სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვა ინდუსტრიის სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევს და ამავდროულად, გავლენას იქონიებს ლოს-ანჯელესის ეკონომიკაზე.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა