საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას (UAG) შორის თანამშრომლობა დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას (UAG) შორის თანამშრომლობა დაიწყო

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ა­წე­რეს KIU-ს რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ და აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძემ.

მხა­რე­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­მეც­ნი­ე­რო, სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში KIU და UAG ხელს შე­უ­წყო­ბენ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, გა­ი­ა­რონ სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კა და სტა­ჟი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში, ასე­ვე კომ­პა­ნი­ის მიერ ოპე­რი­რე­ბად აე­რო­პორ­ტებ­ში - ქუ­თა­ის­ში, მეს­ტი­ა­სა და ამ­ბრო­ლა­ურ­ში.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რის მაგ­და მაღ­რა­ძის თქმით, სტუ­დენ­ტთა სტა­ჟი­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის მიზ­ნით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტორ­თან.

„ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას შო­რის გა­ფორმ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი. რომ­ლის მი­ზა­ნია KIU-ს სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მის შე­თა­ვა­ზე­ბა და შემ­დგომ­ში და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბა. ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი ქმნი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს IT მი­მარ­თუ­ლე­ბით. უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ჯა­რო-კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. KIU-ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ინო­ვა­ცი­ე­ბის პლატ­ფორ­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ხელს ვუ­წყობთ სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბას, სტა­ჟი­რე­ბას და მათ მო­მა­ვალ წარ­მა­ტე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლერ­მა მაგ­და მაღ­რა­ძემ.

რო­გორც აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძემ გა­ნა­ცხა­და, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორტთან ერ­თად, რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლია. მათ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ძი­ე­ბა და და­საქ­მე­ბა.

„თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი მიზ­ნად ისა­ხავს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულ­თა და სტუ­დენ­ტთა და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბას. თა­ვის მხრივ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ამ­ზა­დებს მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ შემ­დგომ ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და­საქ­მე­ბას. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი ჩვე­ნი მხრი­დან და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ონ­ში ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტის კი­დევ უფრო უკეთ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ქარ­ქა­შა­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ქუ­თა­ი­სის მერი იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რი მაგ­და მაღ­რა­ძე, ფონდ „ქარ­თუს“ პრო­ექ­ტე­ბის დი­რექ­ტო­რი ვახ­ტანგ ცა­გა­რე­ლი, KIU-სა და აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი.

KIU-ს შე­სა­ხებ:

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) ქუ­თა­ის­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში მდე­ბა­რე­ობს. კამ­პუ­სი 160 ჰექ­ტარ მი­წის ფარ­თობ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­ურ კორ­პუ­სებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, კა­ფე­ტე­რი­ებს, კე­თილ­მო­წყო­ბილ სას­პორ­ტო და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებს, ასე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლებს აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (KIU) სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი 2020-2021 სას­წავ­ლო წელს ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სამ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან პროგ­რა­მა­ზე (მე­ნე­ჯმენ­ტი, მა­თე­მა­ტი­კა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა) მი­ი­ღო. დღე­ი­სათ­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 1 000-მდე სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. KIU-ს პარტნი­ო­რია მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (TUM and TUM International). ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს აფი­ნან­სებს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუ“ სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტით - 1 მი­ლი­არდ ევ­რომ­დე.

UAG-ის შე­სა­ხებ:

სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა აე­რო­პორ­ტს და მარ­თავს სამი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში სი­დი­დით მე­ო­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტია და მეს­ტი­ი­სა და ამ­ბრო­ლა­უ­რის ად­გი­ლობ­რივ აე­რო­პორ­ტებს. ქვეყ­ნის ყვე­ლა აე­რო­პორ­ტში ახორ­ცი­ე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ა­ვი­ა­ციო უშიშ­რო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტე­ბის ოპე­რა­ტორ კომ­პა­ნი­ას. აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის როლი სცდე­ბა ტექ­ნი­კურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. იგი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი სა­ა­ვი­ა­ციო ბაზ­რის კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას (UAG) შორის თანამშრომლობა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას (UAG) შორის თანამშრომლობა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

მხარეებს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში KIU და UAG ხელს შეუწყობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაიარონ საწარმოო პრაქტიკა და სტაჟირება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში - ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მაგდა მაღრაძის თქმით, სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების მიზნით, უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს კერძო და საჯარო სექტორთან.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. რომლის მიზანია KIU-ს სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამის შეთავაზება და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა. ჩვენი სტუდენტები ქმნიან საინტერესო პროექტებს IT მიმართულებით. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საჯარო-კერძო პარტნიორობა და სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. KIU-ში ფუნქციონირებს ინოვაციების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებას და მათ მომავალ წარმატებას“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

როგორც აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. მათთვის უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური კადრების მოძიება და დასაქმება.

„თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობას. თავის მხრივ, უნივერსიტეტი მოამზადებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სტუდენტებს, რომლებიც შეძლებენ შემდგომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან და დარწმუნებული ვართ, რომ თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ქუთაისის აეროპორტის კიდევ უფრო უკეთ პოზიციონირებას“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, KIU-სა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლები, სტუდენტები.

KIU-ს შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 000-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International). ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საერთო ბიუჯეტით - 1 მილიარდ ევრომდე.

UAG-ის შესახებ:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფლობს საქართველოს ყველა აეროპორტს და მართავს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორე საერთაშორისო აეროპორტია და მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივ აეროპორტებს. ქვეყნის ყველა აეროპორტში ახორციელებს საქმიანობას საავიაციო უშიშროების მიმართულებით, ასევე ზედამხედველობას უწევს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანიას. აეროპორტების გაერთიანების როლი სცდება ტექნიკურ ფუნქციონირებას. იგი ორიენტირებულია ქართული საავიაციო ბაზრის კომერციულად მომგებიანი ბიზნესის განვითარებაზე, ადგილობრივი და უცხოური კომპანიებისა და ინვესტორების მოზიდვაზე.

NS