საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს ზღვაში გარდაცვლილი ბიჭის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - "ერთ-ერთმა დაკავებულმა გასაბერ ბანანზე მჯდომი 4 პირი, მათ შორის 16 წლის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში"
შსს ზღვაში გარდაცვლილი ბიჭის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - "ერთ-ერთმა დაკავებულმა გასაბერ ბანანზე მჯდომი 4 პირი, მათ შორის 16 წლის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში"

შსს-ს - ბა­თუმ­ში, ზღვა­ში არას­რულ­წლოვ­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 3 პირი და­ა­კა­ვეს - ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა ე.წ. გა­სა­ბერ ბა­ნან­ზე მჯდო­მი ოთხი­ვე პირი, მათ შო­რის 16 წლის ლუკა აბუ­ლა­ძე გან­ზრახ გა­და­ყა­რა წყალ­ში და სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბა­თუმ­ში მო­ზარ­დე­ბის ზღვა­ში გაყ­ვა­ნი­სა და მათი მი­ტო­ვე­ბის საქ­მე­ზე, სამი პირი და­ა­კა­ვა.

ერთ-ერთს ბრა­ლად არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა, ორს კი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზ.ს.-მ მკვეთ­რი მა­ნევ­რით, ე.წ. გა­სა­ბერ ბა­ნან­ზე მჯდო­მი ოთხი­ვე პირი, მათ შო­რის ლუკა აბუ­ლა­ძე გან­ზრახ გა­და­ყა­რა წყალ­ში, ისე რომ მათ სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, თა­ვად კი კა­ტერ­ზე მყოფ თან­ხლებ პი­რებ­თან, ამ­ჟა­მად აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ ნ.მ.-სთან და ლ.მ.-სთან ერ­თად სვლა გა­ნაგ­რძო.

ლუკა აბუ­ლა­ძის ცხე­და­რი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრობ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ დღეს იპო­ვეს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ბა­თუმ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დის, 2007 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ა. - ს ცხე­და­რი, ნა­პი­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით იქნა ნა­ნა­ხი.

ლ.ა. - ს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს მი­მარ­თეს, რის შემ­დე­გაც არას­რულ­წლოვ­ნის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში უწყე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი ჩა­ერ­თვნენ. ფაქ­ტზე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამი პირი: 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ს., 2004 წლს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.მ. და 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.მ. და­ა­კა­ვეს.

ზ.ს.-ს ბრა­ლად ედე­ბა არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა.

ხოლო ნ.მ. და ლ.მ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ზ. ს.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ივ­ლისს, ბა­თუმ­ში, ლ.ა. და კი­დევ სამი პირი მისი მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბულ კა­ტერ­ზე გა­მობ­მუ­ლი ე.წ. გა­სა­ბე­რი ბა­ნა­ნით ზღვა­ში გა­იყ­ვა­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზ.ს.- მ მკვეთ­რი მა­ნევ­რით, ე.წ. გა­სა­ბერ ბა­ნან­ზე მჯდო­მი ოთხი­ვე პირი, მათ შო­რის ლ.ა. გან­ზრახ გა­და­ყა­რა წყალ­ში, ისე რომ მათ სა­მაშ­ვე­ლო ჟი­ლე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, თა­ვად კი კა­ტერ­ზე მყოფ თან­ხლებ პი­რებ­თან, ამ­ჟა­მად აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. - სთან ერ­თად სვლა გა­ნაგ­რძო.

წყალ­ში აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, სამ­მა ახალ­გაზ­რდამ ნა­პირ­ზე გა­მოს­ვლა შეძ­ლო, ხოლო ლ.ა. - ს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭ. წ.
19

საშინელებაა! ქვეყნის იურიდიული დონე საშინელ დღეშია! თანაც წერა-კითხვის უცოდინარობა!!!...

ხათუნა
7

ძალით მოკლეს ბავშვი,რას ერჩოდნენ საწყალს.რა დაუნდობელი და უტვინო უნდა იყო ეს რომ გააკეთო.ღმერთმა აცხონოს და ასე ახალგაზრდას რომ შეუწყვიტავ სიცოცხლეს, პასუხი საკუთარით უნდა აგო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შსს ზღვაში გარდაცვლილი ბიჭის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - "ერთ-ერთმა დაკავებულმა გასაბერ ბანანზე მჯდომი 4 პირი, მათ შორის 16 წლის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში"

შსს ზღვაში გარდაცვლილი ბიჭის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - "ერთ-ერთმა დაკავებულმა გასაბერ ბანანზე მჯდომი 4 პირი, მათ შორის 16 წლის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში"

შსს-ს - ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს - ერთ-ერთმა დაკავებულმა ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის 16 წლის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში და სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მათი მიტოვების საქმეზე, სამი პირი დააკავა.

ერთ-ერთს ბრალად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

უწყების ინფორმაციით, ზ.ს.-მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლუკა აბულაძე განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ.-სთან ერთად სვლა განაგრძო.

ლუკა აბულაძის ცხედარი საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის თანამშრობლებმა რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დღეს იპოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 2007 წელს დაბადებული ლ.ა. - ს ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იქნა ნანახი.

ლ.ა. - ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით, მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.

ზ.ს.-ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.

ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს.-მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა.

მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. - სთან ერთად სვლა განაგრძო.

წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო, ხოლო ლ.ა. - ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.