კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალენ დელონის შვილები მამის მომვლელ ქალს ლეგენდარულ მსახიობზე ძალადობისთვის უჩივიან - რას წერს ფრანგული პრესა
ალენ დელონის შვილები მამის მომვლელ ქალს ლეგენდარულ მსახიობზე ძალადობისთვის უჩივიან - რას წერს ფრანგული პრესა

ფრან­გუ­ლი კი­ნოს ლე­გენ­დის, ალენ დე­ლო­ნის შვი­ლებ­მა პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნეს დე­ლო­ნის დამ­ხმა­რე ქა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ჩივ­რის მი­ხედ­ვით, მსა­ხი­ო­ბის შვი­ლე­ბი ქალს ალენ დე­ლო­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში, მუ­ქა­რა­სა და არა­სა­თა­ნა­დოდ მო­პყრო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ფრან­გულ გა­მო­ცე­მა France-Presse-სთან მსა­ხი­ო­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, კრის­ტო­ფერ აი­ე­ლა ამ­ბობს, რომ დე­ლო­ნი 2019 წლი­დან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­სუს­ტე­ბუ­ლია. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­ნუ­ვი­თარ­და მას გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო კი შვი­ლებ­მა მომ­ვლე­ლად ია­პო­ნე­ლი ქალი, ჰი­რო­მი რო­ლი­ნი და­ი­ქი­რა­ვეს.

ალე­ნი და ჰი­რო­მი

"დამ­ხმა­რე ქალ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა აგ­რე­სია, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა დე­ლო­ნი­სა და მისი შვი­ლე­ბის მი­მართ. ეჭვი გვაქვს, რომ მსა­ხი­ო­ბის სი­სუს­ტეს ბო­რო­ტად იყე­ნებ­და და გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნეს დე­ლო­ნის შვი­ლებ­მა - ანუ­ჩკამ, ალენ ფა­ბი­ენ­მა და ენ­ტო­ნიმ, სა­ჩი­ვარ­ზე ასე­ვე თვი­თონ ალენ დე­ლო­ნის ხელ­მო­წე­რაც არის.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალენ დე­ლო­ნის დამ­ხმა­რე ქალი სის­ტე­მა­ტუ­რად ამოწ­მებ­და მსა­ხი­ო­ბის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ტე­ლე­ფონ­ში, მის პი­რად მე­სი­ჯებს. და­უ­კი­თხა­ვად პა­სუ­ხობ­და ალე­ნის ნაც­ვლად მე­ი­ლებს დე­ლო­ნის სა­ხე­ლით. ცდი­ლობ­და ყვე­ლაფ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბას და ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს "შე­უ­ფე­რებ­ლად ექ­ცე­ო­და".

ენ­ტო­ნი დე­ლონ­მა და­მა­ტე­ბით სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა პო­ლი­ცი­ა­ში "უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პირ­ზე ძა­ლა­დო­ბის­თვის“. - წერს AFP. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქა­ლის მხრი­დან ამ­გვა­რი მო­პყრო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

ზო­გი­ერ­თი ტაბ­ლო­ი­დი ალენ დე­ლო­ნი­სა და მისი მომ­ვლე­ლი ქა­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც წერს, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით, არ­ცერ­თი სან­დო წყა­რო არ სა­უბ­რობს.

წყა­რო: lemonde.fr

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანუსია
1

ეჰ ცუდია სიბერე თუმცაღა თავისი სილამაზე მაინც შემორჩენილი აქვს ლეგენდარულ მსახიობს,ვიმედოვნებ მაგ იაპონელს გაასამართლებენ🙏❤️

ეჰჰჰ რა არის სიბერე…
5

მსოფლუოდი აღიარებული , გსმორჩრული ნიჭითა და გარრგნობით...

შვებმა ვერ უნდა მიხედონ უკეთესად?

დჰ რა კაცი, რა ნიეი ?? სსუკუნეში ერთი დსიბადა Alain Delon!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ალენ დელონის შვილები მამის მომვლელ ქალს ლეგენდარულ მსახიობზე ძალადობისთვის უჩივიან - რას წერს ფრანგული პრესა

ალენ დელონის შვილები მამის მომვლელ ქალს ლეგენდარულ მსახიობზე ძალადობისთვის უჩივიან - რას წერს ფრანგული პრესა

ფრანგული კინოს ლეგენდის, ალენ დელონის შვილებმა პოლიციაში საჩივარი შეიტანეს დელონის დამხმარე ქალის წინააღმდეგ. საჩივრის მიხედვით, მსახიობის შვილები ქალს ალენ დელონის შეურაცხყოფაში, მუქარასა და არასათანადოდ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

ფრანგულ გამოცემა France-Presse-სთან მსახიობის ოჯახის ადვოკატი, კრისტოფერ აიელა ამბობს, რომ დელონი 2019 წლიდან მნიშვნელოვნად დასუსტებულია. სწორედ ამ პერიოდში განუვითარდა მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი შვილებმა მომვლელად იაპონელი ქალი, ჰირომი როლინი დაიქირავეს.

ალენი და ჰირომი

"დამხმარე ქალმა გამოავლინა აგრესია, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულება დელონისა და მისი შვილების მიმართ. ეჭვი გვაქვს, რომ მსახიობის სისუსტეს ბოროტად იყენებდა და გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, - აცხადებს ადვოკატი.

საჩივარი შეიტანეს დელონის შვილებმა - ანუჩკამ, ალენ ფაბიენმა და ენტონიმ, საჩივარზე ასევე თვითონ ალენ დელონის ხელმოწერაც არის.

ადვოკატის ინფორმაციით, ალენ დელონის დამხმარე ქალი სისტემატურად ამოწმებდა მსახიობის შეტყობინებებს ტელეფონში, მის პირად მესიჯებს. დაუკითხავად პასუხობდა ალენის ნაცვლად მეილებს დელონის სახელით. ცდილობდა ყველაფრის გაკონტროლებას და ლეგენდარულ მსახიობს "შეუფერებლად ექცეოდა".

ენტონი დელონმა დამატებით საჩივარი შეიტანა პოლიციაში "უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირზე ძალადობისთვის“. - წერს AFP. გამოცემის ცნობით, ქალის მხრიდან ამგვარი მოპყრობა სავარაუდოდ, 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ზოგიერთი ტაბლოიდი ალენ დელონისა და მისი მომვლელი ქალის სასიყვარულო ურთიერთობაზეც წერს, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით, არცერთი სანდო წყარო არ საუბრობს.

წყარო: lemonde.fr