მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს" - სუს-ის უფროსის მოადგილე
"დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს" - სუს-ის უფროსის მოადგილე

დღეს დი­ლით სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 6 მო­ქა­ლა­ქე უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვილ­მა სამი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე სუს-ის 2022 წლის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს 6 მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბა უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი და ჩარ­თუ­ლი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი.

„სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს - 44, ხოლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით 13 პირი, მათ შო­რის სა­ყუ­რა­დღე­ბოა ე.წ. ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი. სა­ერ­თო ჯამ­ში, 2022 წლის და­სას­რულს, უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს 9 მო­ქა­ლა­ქე. აქვე მინ­და კი­დევ ერთი სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი გი­თხრათ, რომ დღეს დი­ლით მოხ­და კი­დევ 6 ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ. გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია უკვე მათი და­კა­ვე­ბა და ვე­ლო­დე­ბით მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რინ­დნენ თა­ვი­ან ოჯა­ხებს“,- გა­ნა­ცხა­და ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასეა
1

სუფთა ლეკიანობაა ფულს აკეთებენ, ჩვენ კი დოყლაპიები ერთმანეთის ბრძოლაში ვართ მაგრები.

მადლობა
3

მალობა ბიძინას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს" - სუს-ის უფროსის მოადგილე

"დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს" - სუს-ის უფროსის მოადგილე

დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს 6 მოქალაქის დაკავება უკვე დადასტურებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები.

„საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს - 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. საერთო ჯამში, 2022 წლის დასასრულს, უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს 9 მოქალაქე. აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს“,- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.