საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი როლი ტყუპი დისთვის: როგორ მოხვდნენ მართა და მარიამი "ნეტფლიქსის" გადასაღებ მოედანზე? - "ფილმში ორივე თანაბრად ჩანს, თუმცა მაყურებელი ამ განსხვავებას ვერ ხვდება"
ერთი როლი ტყუპი დისთვის: როგორ მოხვდნენ მართა და მარიამი "ნეტფლიქსის" გადასაღებ მოედანზე? - "ფილმში ორივე თანაბრად ჩანს, თუმცა მაყურებელი ამ განსხვავებას ვერ ხვდება"

ერთი ახალ­გაზ­რდა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოჯა­ხის შე­სა­ხებ უნდა მო­გი­თხროთ. ლიკა კურ­ტა­ნი­ძე და ბექა კოვ­ზი­აშ­ვი­ლი სამ შე­სა­ნიშ­ნავ გო­გო­ნას ზრდი­ან. თი­თო­ე­ულს პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა აქვს. ლიკა ინ­ფორ­მა­ტი­კის დოქ­ტო­რია, სეუ - ს აფი­ლი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი. ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ახალ სა­ბა­კა­ლავ­რო მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რე­ბის და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პროგ­რა­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ბექა კი გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლის გა­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გია, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ღე­რებს ას­წავ­ლის.

2021 წელს მათ ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი რამ მოხ­და - მათი ტყუ­პი გო­გო­ნა, მა­რი­ამ და მარ­თა კოვ­ზი­აშ­ვი­ლე­ბი, "ნე­ტფ­ლიქ­სის“ ფილმში "Extraction 2“ როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს. მშობ­ლებს თავი სიზ­მარ­ში ეგო­ნათ. კარ­გა ხანს ვერ იჯე­რებ­დნენ იმას, რაც 2021 წლი­დან მათ ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბო­და. რე­ა­ლო­ბას თვა­ლი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­უს­წო­რეს, რაც ფილ­მის მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა შედ­გა და ფილ­მი მსოფ­ლიო ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და. პრე­მი­ე­რა­ზე ნიუ-იორკსა და ბერ­ლინ­ში თა­ვა­დაც იყ­ვნენ.

9 წლის ტყუპ მა­რი­ამ­სა და მარ­თას უმ­ცრო­სი და­ი­კოც ჰყავთ, 4 წლის სე­სი­ლი. გო­გო­ნე­ბი 53-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ, უკვე მე­ო­თხეკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან. კარ­გი მოს­წავ­ლე­ე­ბი ვართ და სწავ­ლა არ გვე­ზა­რე­ბაო, - ამ­ბო­ბენ. ბოლო დროს სიმ­ღე­რაც შე­უყ­ვარ­დათ და "ანა-ბა­ნას“ სტუ­დი­ა­ში და­დი­ან. ცოტა ხნის წინ კონ­ცერ­ტიც ჰქონ­დათ.

თუ რო­გორ მოხ­ვდა ტყუ­პი გო­გო­ნა "ნე­ტფ­ლიქ­სის“ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, ამის შე­სა­ხებ ბავ­შვე­ბის დედა, ლიკა კურ­ტა­ნი­ძე გვი­ამ­ბობს:

- "ეკა კასტ სა­ა­გენ­ტომ“ კას­ტინ­გი გა­მო­ა­ცხა­და, 8 წლის ტყუპს ეძებ­და. მე­გო­ბარ­მა სა­ა­გენ­ტოს პოსტზე მომ­ნიშ­ნა. გან­ცხა­დე­ბა რომ ვნა­ხე, იუ­მო­რით შევ­ხე­დე, გო­გო­ე­ბი მსგავს რა­ღა­ცებ­ში აქ­ტი­უ­რე­ბი არ იყ­ვნენ და არ მე­გო­ნა, თუ მსა­ხი­ო­ბო­ბას მო­ინ­დო­მებ­დნენ. ამი­ტომ, არც მი­ფიქ­რია, მათი ფო­ტო­ე­ბი გა­მეგ­ზავ­ნა, არც იმით და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, რის­თვის ეძებ­დნენ ტყუპს და კონ­კრე­ტუ­ლად რა ფილ­მი იყო.

შემ­დეგ სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩემს "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" გად­მო­ვიდ­ნენ, კონ­კრე­ტუ­ლად თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძე და­მი­კავ­შირ­და, გო­გო­ე­ბის ფო­ტო­ე­ბი რომ ნახა, მთხო­ვა, გა­მო­აგ­ზავ­ნეთ, რად­გან პერ­სო­ნა­ჟი ამ გა­რეგ­ნო­ბას ძა­ლი­ან შე­ე­სა­ბა­მე­ბაო. უარი აღარ მით­ქვამს. პირ­ვე­ლი ეტა­პი რომ გა­დავ­ლა­ხეთ, მერე გვი­თხრეს, რა ფილ­მი და რა პრო­ექ­ტი იყო, მაგ­რამ ამა­საც იუ­მო­რით მი­ვუ­დე­ქით... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ა­გენ­ტოს მო­თხოვ­ნებს ავ­ყე­ვით და მო­ცე­მულ და­ვა­ლე­ბებ­საც ვას­რუ­ლებ­დით, ვერ და­ვი­ჯე­რე, რომ მსგავ­სი რამ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. მერე პა­ტა­რა სცე­ნაც ჩავ­წე­რეთ და გავ­გზავ­ნეთ. ესეც რომ გა­დავ­ლა­ხეთ, უკვე ონ­ლა­ინ კას­ტინ­გი უშუ­ა­ლოდ რე­ჟი­სორ­თან დაგ­ვი­ნიშ­ნეს. კას­ტინგს არ დავ­სწრე­ბი­ვარ, და­ხუ­რუ­ლი იყო. გო­გო­ნებ­მა გარ­კვე­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლეს და ამის შე­დე­გად როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს.

- ერთი როლი ჰქონ­დათ ორი­ვეს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი?

- კი, ასე იყო. 2 სა­ათ­ზე მეტი არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი გა­და­ღე­ბი­სას დატ­ვირ­თუ­ლი­ყო. 2 სა­ა­თის შემ­დეგ ერთი მე­ო­რეს ცვლი­და. გა­მო­ვი­და, რომ პერ­სო­ნა­ჟი როლ­ზე 4 სა­ათს მუ­შა­ობ­და. თა­ვი­დან ჩა­ნა­ფიქ­რი იყო, რომ მთა­ვა­რი სახე ერთი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და მე­ო­რე დუბ­ლი­ო­რი, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში ფილმში ორი­ვე თა­ნაბ­რად გა­მოჩ­ნდა...

- რო­დე­საც გა­და­წყდა, რომ მა­რი­ა­მი და მარ­თა გა­და­ღე­ბებ­ზე პრა­ღა­ში უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ, ამას რო­გორ შეხ­ვდით?

- გაგ­ვი­ხარ­და და მთე­ლი ოჯა­ხი წა­ვე­დით. იმის გამო, რომ 2 ბავ­შვი იყო, 2 მე­ურ­ვე სჭირ­დე­ბო­დათ. ასე რომ, დე­დაც სა­ჭი­რო იყო და მა­მაც. რად­გან ორი­ვე მშო­ბე­ლი მივ­დი­ო­დით, პა­ტა­რაც გვყავს და მას ვერ­სად დავ­ტო­ვებ­დით, მით უფრო, რომ გა­და­ღე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე თვე­ზე იყო გა­წე­რი­ლი. მოკ­ლედ, პრა­ღა­ში ყვე­ლა­ნი გა­ვემ­გზავ­რეთ, რა­ზეც გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი დაგ­ვთან­ხმდა. ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შეგ­ვიქ­მნეს, რად­გან საქ­მე ბავ­შვებს შე­ე­ხე­ბო­და.

გო­გო­ებ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი გა­ი­ა­რეს და შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან ერ­თად ჩვენც. ყველ­გან დავ­ყვე­ბო­დით, მაგ­რამ გა­და­ღე­ბებს ნაკ­ლე­ბად ვეს­წრე­ბო­დით, თა­ვი­ან­თი ტრე­ნე­რე­ბი ჰყავ­დათ, რომ­ლებ­საც თვი­თონ მიჰ­ყავ­დათ. უტარ­დე­ბო­დათ გარ­კვე­უ­ლი ტრე­ნა­ჟი, ჰყავ­დათ პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ღე­ბე­ბამ­დე, თი­თო­ე­უ­ლი სცე­ნის­თვის წი­ნას­წარ ამ­ზა­დებ­დნენ. რაც იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი (ბრძო­ლა, სის­ხლი­ა­ნი სცე­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი გრი­მი) რომ არ შე­ში­ნე­ბო­დათ, წი­ნას­წარ იცოდ­ნენ.

ბავ­შვე­ბამ­დე და­ვა­ლე­ბე­ბი ისე მოჰ­ქონ­დათ, რომ იმ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც თა­მაშს და გარ­თო­ბას ისე აღიქ­ვამ­დნენ. ყვე­ლა წვრილ­მა­ნი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. 5 თვე­ზე ცოტა მეტ ხანს ვი­ყა­ვით და შე­მოდ­გო­მით კი­დევ 2 კვი­რა ჩა­ვე­დით.

- იქ გა­ტა­რე­ბულ პე­რი­ოდს რო­გორ იხ­სე­ნებთ?

- ვიდ­რე არ წა­ვე­დით და არ დავ­დე­ქით გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, მა­ნამ­დე არ გვჯე­რო­და, რომ ამ პრო­ექ­ტში ვი­ყა­ვით. მერე რომ დავ­ბრუნ­დით, იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი სიზ­მა­რი­ვით იყო. სა­ო­ცა­რი პე­რი­ო­დი გა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ ვიდ­რე ფილ­მი არ გა­მო­ვი­და, ბო­ლომ­დე კი­დევ ვერ და­ვი­ჯე­რეთ. თან პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი და უმ­ძი­მე­სი სი­ტუ­ა­ცია იყო, უსაფრ­თხო­ე­ბის გამო ყო­ველ მე­ო­რე დღეს ტყუპს ტეს­ტი­რე­ბას უტა­რებ­დნენ.

კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე პი­სი­არ ტეს­ტის გა­კე­თე­ბა მარ­ტი­ვი არ იყო, მაგ­რამ გო­გო­ნებ­მა ნე­ბის­მი­ერ სირ­თუ­ლეს საკ­მა­ოდ ყო­ჩა­ღად გა­უძ­ლეს.

- პრა­ღა­ში ცხოვ­რე­ბა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- გა­და­ღე­ბე­ბი ხან ყო­ველ დღე იყო, ხან კვი­რა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ... ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა პრა­ღა და შეგ­ვიყ­ვარ­და. წყნა­რი, მშვი­დი ქა­ლა­ქია, მთე­ლი თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი უბ­ნე­ბით, ქუ­ჩე­ბით, შე­ნო­ბე­ბით, ამას­თა­ნა­ვე, ხალ­ხით. ყვე­ლა ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იყო.

- პრე­მი­ე­რა­ზე ბერ­ლინ­სა და ნიუ-იორკში იყა­ვით, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის ნა­წი­ლი მად­რიდ­შიც და­ეს­წრო პრე­მი­ე­რას...

- პრე­მი­ე­რა­ზე დას­წრე­ბაც იმის მი­ხედ­ვით მოხ­და, ვის რო­გორ და სად შე­ეძ­ლო ჩას­ვლა. ჩვენ ორ­გან ჩა­ვე­დით. ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ, ვერ აღვწერ, რო­გო­რი ემო­ცია მქონ­და - სი­ა­მა­ყის, ბედ­ნი­ე­რე­ბის, ცოტა სი­ნა­ნუ­ლის, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა... ყვე­ლა­ნი ამა­ყე­ბი ვართ... არ მე­გო­ნა, რომ ჩემი შვი­ლე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ასე იაქ­ტი­უ­რებ­დნენ და ასეთ შე­დეგს და­დებ­დნენ, მათ არ ჰქონ­დათ აქამ­დე ამის არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს გო­გო­ნე­ბის პირ­ვე­ლი ცდა იყო.

- ისი­ნი ხომ მღე­რი­ან და სცე­ნა­ზე უწევთ გა­მოს­ვლა?

- ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მა­შინ არ ჰქონ­დათ, წელს და­ი­წყეს სიმ­ღე­რა. ესეც საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვად, ყო­ველ­გვა­რი აღელ­ვე­ბის გა­რე­შე შეძ­ლეს, ავიდ­ნენ სცე­ნა­ზე და პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე მშვე­ნივ­რად გა­არ­თვეს თავი. ერთი სული აქვთ, რო­დის იქ­ნე­ბა შემ­დე­გი კონ­ცერ­ტი.

- ფილმში ორი­ვე ჩანს?

- კი, თა­ნაბ­რად. ახლო კად­რე­ბი­თაც თა­ნაბ­რად ჩა­ნან, ანუ ორი­ვეა, თუმ­ცა მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ გან­სხვა­ვე­ბას ვერ ხვდე­ბა. გო­გო­ნებს ასე­ვე ჰყავ­და დუბ­ლი­ო­რი ჩეხი გო­გო­ნა და თო­ჯი­ნაც. თუმ­ცა ისი­ნი ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს. თო­ჯი­ნას ისე­თი სცე­ნე­ბის­თვის მი­მარ­თავ­დნენ, რო­მელ­საც ბავ­შვე­ბი ვერ შე­ას­რუ­ლებ­დნენ. სა­ო­ცა­რი რე­ჟი­სო­რი მუ­შა­ობ­და. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბით. სულ იმას ამ­ბობ­დნენ, არ გვე­გო­ნა, ერთ ქვე­ყა­ნა­ში თუ ამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი იქ­ნე­ბო­დაო. მე­გობ­რუ­ლე­ბი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ. დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა, ეს დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი.

- აქ უნ­დო­დათ გა­და­ღე­ბა?

- ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია - რომ გვქო­ნო­და ძვე­ლი კი­ნოს­ტუ­დი­ის პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, ჩემი აზ­რით, ეს გა­და­ღე­ბა აქ ჩა­ტარ­დე­ბო­და. პრა­ღა­ში ძველ პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში გა­და­ი­ღეს, რაც წლე­ბის წინ იყო აშე­ნე­ბუ­ლი და დღემ­დე ინარ­ჩუ­ნე­ბენ იმ ყვე­ლა­ფერს. ისე­თი­ვე სივ­რცე­ე­ბი ჩვენც უნდა შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ჩე­ხე­თი სარ­ფი­ა­ნად იყე­ნებს იმ ყვე­ლა­ფერს. ბევ­რი ჩეხი იყო კი­ნოს გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში და­საქ­მე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნამ დიდი სარ­გე­ბე­ლი ნახა. შე­მოდ­გო­მით რომ ვი­ყა­ვით, ვნა­ხეთ, რომ "ნე­ტფ­ლიქ­სი“ იქ კი­დევ 4 ფილ­მს იღებ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ გვქო­ნო­და, ეს ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლოც იქ­ნე­ბო­და და წინ გა­დად­გმუ­ლი დიდი ნა­ბი­ჯიც.

ფილ­მს 100-მდე ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ტყუპს, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ძი­ძაც ჰყავ­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, გამ­რთო­ბი ადა­მი­ა­ნიც... ეკა მჟა­ვა­ნა­ძის და მისი სა­ა­გენ­ტოს მად­ლი­ე­რე­ბი ვართ, ამ სი­კე­თეს ვერ გა­და­ვიხ­დით. მად­ლო­ბა ასე­ვე თეკ­ლა ჯა­ვა­ხა­ძეს. ჩვენ კი არა, "ეკა კასტმა“ საკ­მა­ოდ ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი გა­აგ­ზავ­ნა გა­და­ღე­ბა­ზე. ჩემი მე­უღ­ლეც იყო ეპი­ზო­დურ როლ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ რა­ღაც სცე­ნე­ბი მერე ამო­ი­ღეს. როლ­ზე კი სიმ­ღე­რით მოხ­ვდა.

ნიუ-იორკში პრე­მი­ე­რა­ზე უც­ნა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით, პირ­ვე­ლად აღ­მოვ­ჩნდით ამ­დე­ნი ვარ­სკვლა­ვის, ჟურ­ნა­ლის­ტის, კრი­ტი­კო­სის გა­რე­მოც­ვა­ში. სა­ინ­ტე­რე­სო იყო მთე­ლი თა­ვი­სი პრო­ცე­სით. რე­ჟი­სო­რიც იყო და სცე­ნა­რის­ტი ძმე­ბი რუ­სო­ე­ბი. ასე­ვე მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კრის ჰემსვორ­თი.

მად­ლო­ბა ასე­ვე ჩვენს სამ­სა­ხუ­რებს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხელი შეგ­ვი­წყვეს, რომ ჩა­მო­ვე­დით, მეც და ჩემი მე­უღ­ლეც ჩვენს სამ­სა­ხუ­რებ­ში დავ­ბრუნ­დით... მოკ­ლედ, ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო...
0

უფალმა გაგახაროთ!

ლიკა
0

❤️❤️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ერთი როლი ტყუპი დისთვის: როგორ მოხვდნენ მართა და მარიამი "ნეტფლიქსის" გადასაღებ მოედანზე? - "ფილმში ორივე თანაბრად ჩანს, თუმცა მაყურებელი ამ განსხვავებას ვერ ხვდება"

ერთი როლი ტყუპი დისთვის: როგორ მოხვდნენ მართა და მარიამი "ნეტფლიქსის" გადასაღებ მოედანზე? - "ფილმში ორივე თანაბრად ჩანს, თუმცა მაყურებელი ამ განსხვავებას ვერ ხვდება"

ერთი ახალგაზრდა, წარმატებული ოჯახის შესახებ უნდა მოგითხროთ. ლიკა კურტანიძე და ბექა კოვზიაშვილი სამ შესანიშნავ გოგონას ზრდიან. თითოეულს პროფესიულადაც საინტერესო ცხოვრება აქვს. ლიკა ინფორმატიკის დოქტორია, სეუ - ს აფილირებული პროფესორი. ამბობს, რომ ამჟამად უნივერსიტეტში ახალ საბაკალავრო მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის პროგრამას ხელმძღვანელობს. ბექა კი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტის პედაგოგია, აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერებს ასწავლის.

2021 წელს მათ ცხოვრებაში მოულოდნელი რამ მოხდა - მათი ტყუპი გოგონა, მარიამ და მართა კოვზიაშვილები, "ნეტფლიქსის“ ფილმში "Extraction 2“ როლზე დაამტკიცეს. მშობლებს თავი სიზმარში ეგონათ. კარგა ხანს ვერ იჯერებდნენ იმას, რაც 2021 წლიდან მათ ცხოვრებაში ხდებოდა. რეალობას თვალი მხოლოდ მას შემდეგ გაუსწორეს, რაც ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა და ფილმი მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა. პრემიერაზე ნიუ-იორკსა და ბერლინში თავადაც იყვნენ.

9 წლის ტყუპ მარიამსა და მართას უმცროსი დაიკოც ჰყავთ, 4 წლის სესილი. გოგონები 53-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ, უკვე მეოთხეკლასელები არიან. კარგი მოსწავლეები ვართ და სწავლა არ გვეზარებაო, - ამბობენ. ბოლო დროს სიმღერაც შეუყვარდათ და "ანა-ბანას“ სტუდიაში დადიან. ცოტა ხნის წინ კონცერტიც ჰქონდათ.

თუ როგორ მოხვდა ტყუპი გოგონა "ნეტფლიქსის“ გადასაღებ მოედანზე, ამის შესახებ ბავშვების დედა, ლიკა კურტანიძე გვიამბობს:

- "ეკა კასტ სააგენტომ“ კასტინგი გამოაცხადა, 8 წლის ტყუპს ეძებდა. მეგობარმა სააგენტოს პოსტზე მომნიშნა. განცხადება რომ ვნახე, იუმორით შევხედე, გოგოები მსგავს რაღაცებში აქტიურები არ იყვნენ და არ მეგონა, თუ მსახიობობას მოინდომებდნენ. ამიტომ, არც მიფიქრია, მათი ფოტოები გამეგზავნა, არც იმით დავინტერესებულვარ, რისთვის ეძებდნენ ტყუპს და კონკრეტულად რა ფილმი იყო.

შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლები ჩემს "ფეისბუქ-გვერდზე" გადმოვიდნენ, კონკრეტულად თეკლა ჯავახაძე დამიკავშირდა, გოგოების ფოტოები რომ ნახა, მთხოვა, გამოაგზავნეთ, რადგან პერსონაჟი ამ გარეგნობას ძალიან შეესაბამებაო. უარი აღარ მითქვამს. პირველი ეტაპი რომ გადავლახეთ, მერე გვითხრეს, რა ფილმი და რა პროექტი იყო, მაგრამ ამასაც იუმორით მივუდექით... მიუხედავად ამისა, სააგენტოს მოთხოვნებს ავყევით და მოცემულ დავალებებსაც ვასრულებდით, ვერ დავიჯერე, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყო. მერე პატარა სცენაც ჩავწერეთ და გავგზავნეთ. ესეც რომ გადავლახეთ, უკვე ონლაინ კასტინგი უშუალოდ რეჟისორთან დაგვინიშნეს. კასტინგს არ დავსწრებივარ, დახურული იყო. გოგონებმა გარკვეული დავალებები შეასრულეს და ამის შედეგად როლზე დაამტკიცეს.

- ერთი როლი ჰქონდათ ორივეს შესასრულებელი?

- კი, ასე იყო. 2 საათზე მეტი არ შეიძლებოდა, რომ არასრულწლოვანი გადაღებისას დატვირთულიყო. 2 საათის შემდეგ ერთი მეორეს ცვლიდა. გამოვიდა, რომ პერსონაჟი როლზე 4 საათს მუშაობდა. თავიდან ჩანაფიქრი იყო, რომ მთავარი სახე ერთი უნდა ყოფილიყო და მეორე დუბლიორი, მაგრამ, საბოლოო ჯამში ფილმში ორივე თანაბრად გამოჩნდა...

- როდესაც გადაწყდა, რომ მარიამი და მართა გადაღებებზე პრაღაში უნდა წასულიყვნენ, ამას როგორ შეხვდით?

- გაგვიხარდა და მთელი ოჯახი წავედით. იმის გამო, რომ 2 ბავშვი იყო, 2 მეურვე სჭირდებოდათ. ასე რომ, დედაც საჭირო იყო და მამაც. რადგან ორივე მშობელი მივდიოდით, პატარაც გვყავს და მას ვერსად დავტოვებდით, მით უფრო, რომ გადაღებები რამდენიმე თვეზე იყო გაწერილი. მოკლედ, პრაღაში ყველანი გავემგზავრეთ, რაზეც გადამღები ჯგუფი დაგვთანხმდა. ყველანაირი პირობა შეგვიქმნეს, რადგან საქმე ბავშვებს შეეხებოდა.

გოგოებმა ძალიან საინტერესო პერიოდი გაიარეს და შესაბამისად, მათთან ერთად ჩვენც. ყველგან დავყვებოდით, მაგრამ გადაღებებს ნაკლებად ვესწრებოდით, თავიანთი ტრენერები ჰყავდათ, რომლებსაც თვითონ მიჰყავდათ. უტარდებოდათ გარკვეული ტრენაჟი, ჰყავდათ პედაგოგები, რომლებიც გადაღებებამდე, თითოეული სცენისთვის წინასწარ ამზადებდნენ. რაც იყო მოსალოდნელი (ბრძოლა, სისხლიანი სცენები, შესაბამისი გრიმი) რომ არ შეშინებოდათ, წინასწარ იცოდნენ.

ბავშვებამდე დავალებები ისე მოჰქონდათ, რომ იმ ყველაფერს, როგორც თამაშს და გართობას ისე აღიქვამდნენ. ყველა წვრილმანი იყო გათვალისწინებული. 5 თვეზე ცოტა მეტ ხანს ვიყავით და შემოდგომით კიდევ 2 კვირა ჩავედით.

- იქ გატარებულ პერიოდს როგორ იხსენებთ?

- ვიდრე არ წავედით და არ დავდექით გადასაღებ მოედანზე, მანამდე არ გვჯეროდა, რომ ამ პროექტში ვიყავით. მერე რომ დავბრუნდით, იქ გატარებული დღეები სიზმარივით იყო. საოცარი პერიოდი გავატარეთ, მაგრამ ვიდრე ფილმი არ გამოვიდა, ბოლომდე კიდევ ვერ დავიჯერეთ. თან პანდემიის პერიოდი და უმძიმესი სიტუაცია იყო, უსაფრთხოების გამო ყოველ მეორე დღეს ტყუპს ტესტირებას უტარებდნენ.

კვირაში რამდენჯერმე პისიარ ტესტის გაკეთება მარტივი არ იყო, მაგრამ გოგონებმა ნებისმიერ სირთულეს საკმაოდ ყოჩაღად გაუძლეს.

- პრაღაში ცხოვრება არ გაგიჭირდათ?

- გადაღებები ხან ყოველ დღე იყო, ხან კვირაში ერთხელ ან ორჯერ... ძალიან მოგვეწონა პრაღა და შეგვიყვარდა. წყნარი, მშვიდი ქალაქია, მთელი თავისი ისტორიული უბნებით, ქუჩებით, შენობებით, ამასთანავე, ხალხით. ყველა ძალიან კეთილგანწყობილი იყო.

- პრემიერაზე ბერლინსა და ნიუ-იორკში იყავით, თუმცა მსახიობები და შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი მადრიდშიც დაესწრო პრემიერას...

- პრემიერაზე დასწრებაც იმის მიხედვით მოხდა, ვის როგორ და სად შეეძლო ჩასვლა. ჩვენ ორგან ჩავედით. ფილმის ნახვის შემდეგ, ვერ აღვწერ, როგორი ემოცია მქონდა - სიამაყის, ბედნიერების, ცოტა სინანულის, რომ ის ყველაფერი დამთავრდა... ყველანი ამაყები ვართ... არ მეგონა, რომ ჩემი შვილები ამ მიმართულებით ასე იაქტიურებდნენ და ასეთ შედეგს დადებდნენ, მათ არ ჰქონდათ აქამდე ამის არანაირი გამოცდილება. ეს გოგონების პირველი ცდა იყო.

- ისინი ხომ მღერიან და სცენაზე უწევთ გამოსვლა?

- ეს გამოცდილება მაშინ არ ჰქონდათ, წელს დაიწყეს სიმღერა. ესეც საკმაოდ მარტივად, ყოველგვარი აღელვების გარეშე შეძლეს, ავიდნენ სცენაზე და პირველივე ჯერზე მშვენივრად გაართვეს თავი. ერთი სული აქვთ, როდის იქნება შემდეგი კონცერტი.

- ფილმში ორივე ჩანს?

- კი, თანაბრად. ახლო კადრებითაც თანაბრად ჩანან, ანუ ორივეა, თუმცა მაყურებელი ამ განსხვავებას ვერ ხვდება. გოგონებს ასევე ჰყავდა დუბლიორი ჩეხი გოგონა და თოჯინაც. თუმცა ისინი ნაკლებად გამოიყენეს. თოჯინას ისეთი სცენებისთვის მიმართავდნენ, რომელსაც ბავშვები ვერ შეასრულებდნენ. საოცარი რეჟისორი მუშაობდა. გადამღები ჯგუფი აღფრთოვანებული იყო ქართველი მსახიობებით. სულ იმას ამბობდნენ, არ გვეგონა, ერთ ქვეყანაში თუ ამდენი ნიჭიერი მსახიობი იქნებოდაო. მეგობრულები და კეთილგანწყობილები იყვნენ. დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ, თუმცა რატომ ვერ მოხერხდა, ეს დეტალები არ ვიცი.

- აქ უნდოდათ გადაღება?

- ჩემი სუბიექტური აზრია - რომ გვქონოდა ძველი კინოსტუდიის პავილიონები შენარჩუნებული, ჩემი აზრით, ეს გადაღება აქ ჩატარდებოდა. პრაღაში ძველ პავილიონებში გადაიღეს, რაც წლების წინ იყო აშენებული და დღემდე ინარჩუნებენ იმ ყველაფერს. ისეთივე სივრცეები ჩვენც უნდა შეგვენარჩუნებინა. ჩეხეთი სარფიანად იყენებს იმ ყველაფერს. ბევრი ჩეხი იყო კინოს გადაღების პროცესში დასაქმებული და ქვეყანამ დიდი სარგებელი ნახა. შემოდგომით რომ ვიყავით, ვნახეთ, რომ "ნეტფლიქსი“ იქ კიდევ 4 ფილმს იღებდა. ეს ყველაფერი რომ გვქონოდა, ეს ქვეყნისთვის სასარგებლოც იქნებოდა და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯიც.

ფილმს 100-მდე ტექნიკური პერსონალი ემსახურებოდა, ტყუპს, წარმოიდგინეთ, ძიძაც ჰყავდა გადასაღებ მოედანზე, გამრთობი ადამიანიც... ეკა მჟავანაძის და მისი სააგენტოს მადლიერები ვართ, ამ სიკეთეს ვერ გადავიხდით. მადლობა ასევე თეკლა ჯავახაძეს. ჩვენ კი არა, "ეკა კასტმა“ საკმაოდ ბევრი მსახიობი გააგზავნა გადაღებაზე. ჩემი მეუღლეც იყო ეპიზოდურ როლში გადაღებული, მაგრამ რაღაც სცენები მერე ამოიღეს. როლზე კი სიმღერით მოხვდა.

ნიუ-იორკში პრემიერაზე უცნაურ სიტუაციაში ვიყავით, პირველად აღმოვჩნდით ამდენი ვარსკვლავის, ჟურნალისტის, კრიტიკოსის გარემოცვაში. საინტერესო იყო მთელი თავისი პროცესით. რეჟისორიც იყო და სცენარისტი ძმები რუსოები. ასევე მთავარი როლის შემსრულებელი კრის ჰემსვორთი.

მადლობა ასევე ჩვენს სამსახურებს, საბედნიეროდ, ხელი შეგვიწყვეს, რომ ჩამოვედით, მეც და ჩემი მეუღლეც ჩვენს სამსახურებში დავბრუნდით... მოკლედ, ასეთი საინტერესო პერიოდები გამოვიარეთ.

იხილეთ ასევე: