საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყეში ხანძრის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების რა წესები უნდა დაიცვას მოსახლეობამ - გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები
ტყეში ხანძრის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების  რა წესები უნდა დაიცვას მოსახლეობამ - გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, ტყე­ში და­იც­ვან უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და დად­გე­ნი­ლი აკ­რძალ­ვე­ბი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ტყე­ში ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ადა­მი­ან­თა და­უ­დევ­რო­ბაა, რა­მაც შე­საძ­ლოა, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

"ზა­ფხუ­ლი, ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბით ხან­ძარ­სა­ში­ში პე­რი­ო­დია. შე­სა­ბა­მი­სად, გაზ­რდი­ლია ტყის ხან­ძრე­ბის რის­კე­ბი.

სა­ხელ­მწი­ფო ტყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­ცო­ნის დან­თე­ბა და­საშ­ვე­ბია ცე­ცხლის და­სან­თე­ბი ად­გი­ლის (ბა­ქა­ნი) წი­ნას­წა­რი მო­წყო­ბის შემ­თხვე­ვებ­ში. ბაქ­ნის წი­ნას­წა­რი მო­წყო­ბა გუ­ლის­ხმობს ცე­ცხლის კე­რი­დან 1,5 მ რა­დი­უს­ში ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დი მა­სა­ლე­ბი­სა­გან (თივა, ხმე­ლი ბა­ლა­ხი, ფოთ­ლე­ბი, ფი­ჩხი) გაწ­მენ­დას.

სა­ხელ­მწი­ფო ტყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცე­ცხლის დან­თე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია ხე­ე­ბის ვარ­ჯის ქვეშ, წიწ­ვი­ან მო­ზარდ ტყე­ში, ძველ ნა­ხან­ძრა­ლებ­ში, ტყის და­ზი­ა­ნე­ბულ უბ­ნებ­ში (ტყის ქარ­ქცე­ულ ან ქარ­ტე­ხილ ად­გი­ლებ­ში), დამ­ზა­დე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი­დან გა­უ­წ­მენ­დავ ტყე­კა­ფებ­ში, გა­მო­უ­ზი­და­ვად და­ტო­ვე­ბუ­ლი დამ­ზა­დე­ბუ­ლი მერ­ქნის ად­გი­ლებ­ში, ტორ­ფი­ან და გამ­ხმარ­ბა­ლა­ხი­ან ად­გი­ლებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის თა­ნახ­მად, ტყე­ებ­ში სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვა, რა­საც მოჰ­ყვა ტყე­ში ხან­ძრის გა­ჩე­ნა ან მისი გავ­რცე­ლე­ბა გარ­კვე­ულ ფარ­თობ­ზე, აგ­რეთ­ვე, ტყის მოს­პო­ბა ან და­ზი­ა­ნე­ბა ცე­ცხლის წა­კი­დე­ბის ან ცე­ცხლი­სად­მი და­უ­დევ­რად მო­პყრო­ბის შე­დე­გად, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 300-დან 500-ლა­რამ­დე. ტყე­ში და­უ­დევ­რო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ოთხი­დან რვა წლამ­დე“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Anano
1

ხალხმა ნაგვის გამოტანა არ იცის ქეიფის მერე და ამ სტატიას,რომ წაიკითხავენ და გაიგებენ! სატყეოს და გარემოს დაცვას ფოტოხაფანგების მეტი არაფერი აქვს მგონი:(

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ტყეში ხანძრის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების რა წესები უნდა დაიცვას მოსახლეობამ - გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

ტყეში ხანძრის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების  რა წესები უნდა დაიცვას მოსახლეობამ - გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

"ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500-ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.