კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეტევა მოსკოვზე, დრონები ვნუკოვოს აეროპორტთან და შეჩერებული ფრენები  - რუსეთში ამბობენ, რომ სამი დრონი ჩამოაგდეს: რას აცხადებს მომხდარზე მარია ზახაროვა
შეტევა მოსკოვზე, დრონები ვნუკოვოს აეროპორტთან და შეჩერებული ფრენები  - რუსეთში ამბობენ, რომ სამი დრონი ჩამოაგდეს: რას აცხადებს მომხდარზე მარია ზახაროვა

ახალ მოს­კოვ­ში, რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ორი დრო­ნი მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, კი­დევ ერთი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი კი კა­ლუ­გის ოლ­ქში ჩა­მო­აგ­დეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

"წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სამი დრო­ნი მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხვა დროს მი­ე­მარ­თე­ბო­და. რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ორი მათ­გა­ნი ჩა­ახ­შეს ახალ მოს­კოვ­ში, ერთი - კა­ლუ­გას ოლ­ქში", - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში.

მისი თქმით, მსხვერ­პლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა. ასე­ვე მოწ­მდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მოს­კო­ვის ოლ­ქში, კუ­ბინ­კას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ჩა­მოგ­დე­ბის შე­სა­ხებ.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის სპი­კერ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ. მისი გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი "ვნუ­კო­ვოს“ აე­რო­პორტზე სა­ა­ვი­ა­ციო თავ­დას­ხმას გეგ­მავ­დნენ.

ზა­ხა­რო­ვას თქმით, მოს­კოვ­ზე და მოს­კო­ვის ოლ­ქზე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბით თავ­დას­ხმამ ფრე­ნე­ბის დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

"კი­ე­ვის რე­ჟი­მის მცდე­ლო­ბა მი­ი­ტა­ნოს იე­რი­ში რა­ი­ონ­ზე, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არის გან­ლა­გე­ბუ­ლი, მათ შო­რის აე­რო­პორ­ტი, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, რე­ი­სებს სა­ზღვარ­გა­რე­თი­და­ნაც იღებს, რი­გით ტე­რო­რის­ტულ აქ­ტად მიგ­ვაჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და მა­რია ზა­ხა­რო­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამვლელი
3

ძვირფასო მარია, ეგ დრონები არაა, ეგ უკრაინაში ლუგარის ლაბორატორიაში გამოყვანილი კოღოებია, რომელიც პახმელიაზე დრონად მოგეჩვენათ :)

irakli
29

რუსეთის სამოქალაქო ობიექტების და მითუმეტეს აეროპორტის დაბომბვა გამოიწვევს იმაზე უარესს, რაც ყირიმის ხიდის აფეთქებას მოყვა - ერთ ღამეში ცხრა ქალაქი დაბომბეს. საეჭვოა ეგ უკრაინელების გაკეთებული იყოს. სავარაუდოდ რაღაც ახალი მავნებლობის საბაბს ეძებენ ესენი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

შეტევა მოსკოვზე, დრონები ვნუკოვოს აეროპორტთან და შეჩერებული ფრენები  - რუსეთში ამბობენ, რომ სამი დრონი ჩამოაგდეს: რას აცხადებს მომხდარზე მარია ზახაროვა

შეტევა მოსკოვზე, დრონები ვნუკოვოს აეროპორტთან და შეჩერებული ფრენები  - რუსეთში ამბობენ, რომ სამი დრონი ჩამოაგდეს: რას აცხადებს მომხდარზე მარია ზახაროვა

ახალ მოსკოვში, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი დრონი მწყობრიდან გამოიყვანეს, კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"წინასწარი მონაცემებით, სამი დრონი მოსკოვის მიმართულებით სხვადასხვა დროს მიემართებოდა. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი მათგანი ჩაახშეს ახალ მოსკოვში, ერთი - კალუგას ოლქში", - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე მოწმდება ინფორმაცია მოსკოვის ოლქში, კუბინკას ტერიტორიაზე ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ.

მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ. მისი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები "ვნუკოვოს“ აეროპორტზე საავიაციო თავდასხმას გეგმავდნენ.

ზახაროვას თქმით, მოსკოვზე და მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმამ ფრენების დროებით შეჩერება გამოიწვია.

"კიევის რეჟიმის მცდელობა მიიტანოს იერიში რაიონზე, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არის განლაგებული, მათ შორის აეროპორტი, რომელიც, სხვათა შორის, რეისებს საზღვარგარეთიდანაც იღებს, რიგით ტერორისტულ აქტად მიგვაჩნია“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.